არქივი

გიგანტური პანდა თვალთმაქცობდა თითქოსდა ორსულადაა

924811d50352
გიგანტური პანდა თვალთმაქცობდა თითქოსდა ორსულადაა.

უახლოეს მომავალში ჩინური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უნდა ეჩვენებინათ საინტერესო სანახაობა – პატარა პანდების დაბადება. შოუ არ შედგა: შოუს “ორსული” ვარსკვლავი არ აპირებს მშობიარობას. ექსპერტები თვლიან, რომ ის თვალთმაქცობდა, თითქოსდა ორსულადა იყო, რომ მიეღო უფრო თბილი საცხოვრებელი და ბევრი მოფერება.

გიგანტური პანდა სახელწოდებით აი ჰინი ცხოვრობს გიგანტური პანდების შესწავლის ცენტრში ქალაქ ჩენდუში. ცოტახნისწინ მან დაიწყო ორსულობის ნიშნების დემონსტრირება, მაგრამ ამჟამად ექსპერტები თვლიან, რომ პანდამ გადაიტანა ფანტომური ორსულობა, რადგან მისი ქცევა და ფიზიოლოგიური მაჩვენებლები ნორმაში ჩადგა.

60826fdcc840

თავშესაფარში მიღებულია დამატებითი მზრუნველობის გამოჩენა მომავალი პანდა-დედებისადმი, რადგან პანდები გადაშენების პირას არიან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ პატარა პანდები დაიბადონ ჯანმრთელები. ორსულ მდედრებს ანთავსებენ ერთადგილიან ვოილერებში და ზრუნავენ დღეში 24 საათი.

თვლიან, რომ პანდები არიან ჭკვიანი ცხოველები: ისინი იგებენ, რომ მათი მოვლა შეიძლება უფრო უკეთესადაც. ისინი ხედავენ, რომ ორსული და ავადმყოფი პანდები იღებენ უფრო მეტ ფუნთუშებს, ხილს და ბამბუკს, ასე, რომ ზოგიერთი მათგანი ამას თავისი ინტერესების მიხედვით იყენებს.

6044eeb10565

აი ჰინის ორსულობის არსებობის შესახებ ექსპერტებს ყველანაირი საფუძველი ჰქონდათ. ის გახდა უფრო ნაკლებად მოძრავი და გაუფუჭდა აპეტიტი. ექსპერტები თავდაპირველად შეამჩნიეს ჰორმონების გააქტიურება და გადაწყვიტეს ჩინეთისთვის და მსოფლიოსთვის გაეგებინებინათ სასიხარულო ამბავი და მხოლოდ შემდეგ გაიგეს, რომ აი ჰინი არ არის სინამდვილეში ორსული.

სელექციური ცენტრები ჩენდუს ჩათვლით ვალდებულები არიან გადაარჩინონ პანდები სრული გადაშენებისგან. ამ ცხოველების საბინადრო ტერიტორიები ძლიერ შემცირდა და ეხლა იმ ადგილებში აშენებულია ქალაქები და პანდები უფრო ნელა მრავლდებიან, რაც საფრთხეს უქმნის ამ ცხოველების გადარჩენას. ჩინეთის გარეულ ბუნებაში ცხოვრობს 1600 პანდა და 300 არის ტყვეობაში.

მსგავსი ამბები

Back to top button