გასართობისაკითხავისასარგებლო

“ბატიფეხური”

Miss Black-ის პოსტმა წერის მანერასთან დაკავშირებით, მიბიძგა დამედო პოსტი, სადაც მოთხრობილი იქნებოდა ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც წერდნენ “ბატიფეხურად”. როგორც აღმოჩნდა, ასეთი მრავლადაა, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმეს შესახებ მოგიყვებით.

თურმე ნაპოლეონი წერის მანერას ცხოვრების განმავლობაში იცვლიდა, მას დაახლოებით ექვსი სტილი ჰქონია. წლების მანძილზე, ნაპოლეონის ნაწერი უფრო განბნეული და გაურკვეველი გახდა. ნაპოლეონს რომანი დაუწერია. “კლისონი და ევგენია” – ასე ერქვა რომანს, რომლის გასაშიფრად სპეციალისტებს დიდი გარჯა მოუწიათ.

ნაპოლეონის მსგავსად, ლერმონტოვიც ხშირად იცვლიდა ხელწერას. მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდამ ცდილობდა ეწერა დალაგებულად და ლამაზად, ხაზები ყოველთვის “გარბოდა” მაღლა, ასეობი კი “ხტოდა” ხან მაღლა, ხან – დაბლა. ერთ-ერთ წიგნში, რომელშიც შესწავლილია სხვადასხვა ადამიანთა ხელნაწერები, ლერმონტოვის ნაწერი აღწერილია, როგორც ნერვიული ადამიანის ნაწერის ტიპიური ნიმუში.

პუშკინის ნაწერს კი რუსები “სწრაფნაწერს” ეძახიან. მისით ნამდვილად არ იყვნენ აღფრთოვანებულნი თანამედროვეები, მითუმეტეს მაშინ ცუდი ხელწერა სულაც არ ითვლებოდა ნორმალურად.

აინშტაინი წერდა არა მხოლოდ გაურკვევლად, ასევე უსუფთაოდ. მის ბევრ ხელნაწერზე აღმოჩენილია სხვადასხვა და გაურკვეველი წარმოშობის ლაქები და თვით მეცნიერის დასვრილი თითის ანაბეჭდებიც კი.

ბეთხოვენის მეცხრე სიმფონიის ხელნაწერი მისი დაწერიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაიბეჭდა. საქმე იმაშია, რომ ბეთხოვენის საყვარელი გადამწერი (ანუ ვინს მის ხელნაწერს ათეთრებდა) გარდაიცვალა, ხოლო მის ორ დამხმარეს ძალიან გაუჭირდა კომპოზიტორის ნაწერის გაშიფვრა. ერთ ადგილას, გადამწერის შემცდომის ადგილას, ბეთხოვენმა მიაწერა “du verfluchter Kerl!” (“შე წყეულო ბრიყვო”).

ჩერჩილის ნაწერი დოკუმენტები სრულიად გაურკვეველია მათთვის, ვინც არაა ნაჩვევი მის წვრილ და გაურკვეველ ნაწერთან ურთიერთობას. ერთხელ, როცა ჩერჩილს უთხრეს, რომ მისი ნაწერი გავდა კლეოპატრას ხელნაწერს, იგი დიდად აღფრთოვანებული დარჩა.

კარლ მაქსის ხელნაწერის გარკვევა დიდ შრომას მოითხოვდა, რადგან მას უყვარდა რამდენიმე სიტყვის გადაბმულად წერა.

მემარცხენე, სარკისებურს ნაწერს ფსიქოლოგებმა “ლეონარდოს ხელწერა” უწოდეს. ლეონარდო ისე წერდა, რომ მისი გარჩევა ძალიან რთულ გაშიფვრას მოითხოვდა.

ლევ ტოლსტოის ნაწერის გაურკვეველი იყო, რადგან მას ახასიათებდა რაღაც ჩანართების და ნიშნების დამატება. მის ნაწერში გარკვევა მხოლოდ მის ცოლს შეეძლო, რომელსაც უთვალავჯერ მოუწია “ომი და მშვიდობის” გადაწერა. ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზომ, რომელმაც გადახედა ლევ ტოლსტოის ხელნაწერს, დაასკვნა, რომ იგი ეკუთვნოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონს ფსიქიატრიული გადახრებით.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ “ბატიფეხური” სულაც არ უშლის ხელს ადამიანს გენიოსობაში:))

პ.ს. ეს ჩემი მეასე პოსტია უცნაურზე. იუბილარ:)))

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close