არქივი

ბლუზმენი გზაჯვარედინზე

bb6faffbd614
მუსიკა გენიია,რომელსაც უკვდავებამდე მივყავართ… მუსიკა ენერგიაა,რომელიც ანგრევს კედლებს…
მუსიკალური მიმდინარეობის ჩამოყალიბებისა თუ გარკვეულ მუსიკოსთა შესახებ არაერთი ლეგენდაა გავრცელებული,თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ბლუზის გენიალური შემსრულებლის,რობერტ ჯონსონის შესახებ გავრცელებული მითია.ეს ლეგენდა გიამბობს ახალგაზრდაზე,რომელმაც ბლუზის ვირტუოზული შესრულებისთვის სული ეშმაკს მიყიდა.მან უკვდავებას არჩია მუსიკალური სილამაზე,ამ სილამაზით კი რობერტ ჯონსონმა ღრმა კვალი დატოვა მუსიკაში,დღესაც გაისმის მისი ხმის ტემბრი და გიტარის სიმფონია.

მან მხოლოდ 27 წელი იცოცხლა(1911–1938 წ.წ.) და დაახლოებით 29 კომპოზიცია დაგვიტოვა,თუმცა ამ 29_ით იმდენს მიაღწია,რომ მისი სახელი დღესაც უკვდავია.რობერტ ჯონსონის ლეგენდაზე ფილმიც გადაიღეს – “გზაჯვარედინი” და ამით უფრო გამყარდა მითი,მითი იმის შესახებ,თუ როგორ გაიყიდა რობერტის სული და როგორ დაბრუნდა გზაჯვარედინიდან ვირტუოზი.ბევრჯერ დაისვა კითხვა:”როგორ მოახერხა უცნობმა ყმაწვილმა(რომელიც გაჭირვებით უკრავდა გიტარაზე) გენიალურ მუსიკოსად ჩამოყალიბება?
ის 1930 წელს უახლოვდება რამდენიმე ცნობილ ბლუზმენს,სცადა ესწავლა ბლუზის შესრულება და გიტარის დამორჩილება,მაგრამ უშედეგოდ–პროგრესი არ შეიმჩნეოდა.
ამის შემდეგ რობერტი ემშვიდობება მეგობრებს და უჩინარდება.რამდენიმე თვის შემდეგ ის გამოჩნდა,მოიკითხა მეგობრები და გიტარაზე ბლუზის ვირტუოზული შესრულების შემდეგ ყველა განცვიფრებული დატოვა.ის უკვე აღარ იყო უშედეგოდ გიტარაზე “მოჩხაკუნე” ახალგაზრდა,ის იყო ნამდვილი მუსიკოსი.

მეგობრები დაინტერესდენენ და ამას მოჰყვა ლოგიკური შეკითხვა:”როგორ? საიდან?”
შეკითხვაზე რობერტ ჯონსონმა უპასუხა,რომ არსებობდა საიდუმლო გზაჯვარედინი,სადაც მან ეშმაკთან გარიგება დადო–ბელზებელს მიჰყიდა სული ბლუზის შესრულების სანაცვლოდ.

ეს მხოლოდ ლეგენდაა,რეალურად კი რობერტ ჯონსონის შემოქმედებაში ღრმა კვალი დატოვა სონი ჰაუსმა და უილი ბრაუნმა,სწორედ მათი დახმარებით და უკიდეგანო ტალანტის ამოქმედებით აიდგა ფეხი გენიამ.მას ღმერთს უწოდებდნენ,მანსილოსნები ეტრფოდნენ,ის კი ერთ უბრალო ადამიანად რჩებოდა–მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა და არაერთი შტატში აამღერა გიტარა…თუმცა მის გულში პირველ ადგილზე მაინც მშობლიური მისისიპი იდგა…

4f586294da70

1937 წელს მან შექმნა ლეგენდარული “Sweet Home Chicago”,სადაც ამბობს: “მე ვბრუნდები კალიფორნიაში,ჩემს მშობლიურ ჩიკაგოში”… აქ იკვეთება მისი მოხეტაილე ცხოვრება,რადგან კალიფორნიასა და ჩიკაგოს(ილინოისის შტატი) მრავალი კილომეტრი აშორებს.

მანდილოსნების რობერტისადმი ტრფობამ მძიმე შედეგი მოიტანა.1938 წლის 13 აგვისტოს გრინვუდში მხიარული საღამო იმართებოდა,რადგან რობერტი ასრულებდა დელტა ბლუზის შედევრებს,ხოლო იქვე მყოფი მანდილოსანი მას თვალებს “უჟუჟუნებდა”.შესვენების დროს მას ვისკი მიუტანეს და მუსიკოსმაც ყელი გაიგრილა.რამდენიმე წუთში რობერტი დაუბრუნდა გიტარას,თუმცა ვეღარ იმღერა.როგორც აღმოჩნდა “თვალებჟუჟუნა” ქალბატონის ქმარმა, მუსიკოსს ვისკიში საწამლავი ჩაუყარა.მართალია საწამლავს მისი ორგანიზმი გაუმკლავდა,მაგრამ 1938 წლის 16 აგვისტოს პნევმონიით გარდაიცვალა.
ბლუზის ვირტუოზის სიკვდილი, უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას გავდა…
ის მხოლოდ 27 წლის იყო…

მითების მოყვარულმა საზოგადოებამ კი სატანის ლეგენდა გაიხსენა და რობერტ ჯონსონის სიკვდილი გზაჯვარედინზე შემდგარ გარიგებას დაუკავშირა…

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მისი სიკვდილიდან და მისი სახელი დღესაც აქტუალურია,ხოლო კომპოზიციები გადაამღერეს ისეთმა შემსრულებლებმა,როგორებიცაა:ერიკ კლეპტონი,Led Zeppelin,The Doors,Rolling Stones,ჯონ მეიელი,ბობ დილანი…

მის საფლავთან ბევრს უნდა მუხლი მოიყაროს და პატივი მიაგოს მის ხსოვნას,მაგრამ წინ სირთულე გვხვდება… დიდი ხანია მივიწყებულია მისი განსასვენებელი…

ზემოთნახსენები ლეგენდა უფრო საინტერესოს ხდის რობერტ ჯონსონის პერსონას… თვით ეს პიროვნებაც ლეგენდაა,ლეგენდა სახელად რობერტ ჯონსონი!

მეტი რა გითხრათ არ ვიცი… დაე ილაპარაკონ ბლუზის ღმერთის მუსიკალურმა ნაწარმოებებმა

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gpGG_blunRo

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=AUyKnEiv70Y

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=OgYlmiKBAlY

წყარო: ჩემი ბლოგი

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button