კულტურა

თაგუნა ვოლფმა საქართველოს გამარჯვება იწინასწარმეტყველა

13cb81ff96fa

ლეგენდარული რვაფეხა პაული მოკვდა, მაგრამ უკრაინული საიტების მიხედვით, მისი პერსპექტიული “მემკვიდრე” გამოჩნდა – ის რვაფეხა არაა, თაგუნაა და სახელად ვოლფი ჰქვია. ვოლფი უკრაინულ გამოცემა Hotsport-ის რედაქციაში ცხოვრობს და უკვე რამდენჯერმე გამოიჩინა თავი ზუსტი საფეხბურთო პროგნოზებით.

სულ სამი ალამია – ორი ამა თუ იმ გუნდების ლოგოებით ან ნაკრების დროშებით, ხოლო მესამე ალამს X აწერია, ანუ თუ თაგუნა X-თან მივა, ესე იგი, ფრეს პროგნოზირებს.

და აი, ვოლფმა საქართველო-ხორვატიის მატჩის მოგებულად “ჯვაროსნები” დაასახელა. აღსანიშნავია, რომ თაგუნამ კიდევ 8 შეხვედრის პროგნოზი გააკეთა და უკრაინული გამოცემის ცნობით, სენსაციური მხოლოდ საქართველო-ხორვატიისა და ირლანდია-მაკედონიის (ფრე) შედეგი იყო.

25 მარტი
ავსტრია-ბელგია 1, ესპანეთი-ჩეხეთი 1.
26 მარტი
ირლანდია- მაკედონია X, საქართველო-ხორვატია 1, ისრაელი-ლატვია X, ბულგარეთი-შვეიცარია 2, ნორვეგია-დანია 2.
29 მარტი
ჩრდილოეთ ირლანდია-სლოვენია 2, თურქეთი-ავსტრია 1, უკრაინა-იტალია X.

წყარო: hotsport.com.ua

თაგუნას წინასწარმეტყველების დამამტკიცებელი ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე დაკლიკებით. (ჩართეთ პირველი ვიდეო) ბმული

მსგავსი ამბები

Back to top button