არქივი

გიზას პირამიდა

c303070bc424

უძველესი სამყაროს 7 საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს.

თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო – მისი სიმაღლე 147  მეტრს აღწევს. გიზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება. ის მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, მეოთხე დინასტიის მეორე მმართველმა, რომელიც უფრო ბერძნული სახელით, “ხეოფსითაა” ცნობილი. ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ. 2551-2528 წლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. ეს პირამიდა მამამისის სნოფრუს პირამიდა ეფუძნება, თუმცა  მასზე ბევრად დიდია და პირამიდის მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გაზას დიდი პირამიდის აგებამდეც არსებობდა და მას შემდეგაც არაერთი ააგეს, მაგრამ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველს ოთხ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც გიზას დიდი პირამიდა.

5bfe862dad57

საინტერესო ფაქტები

1) მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიონ ტონაზე  მეტია, ხოლო მისი აგებისთვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი  გამოიყენეს.

2) ფართობი, რომელსაც პირამიდა იკავებს, 5,15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედაბი დაეტევა.

3) იტალიის დედაქალაქ რომის, წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა გიზას დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.

4)ნაპოლეონმაგამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლის და 30 სანტიმეტრის სისქის გალავანის ასაგებად.

118f1993a931

წყარო: ენციკლოპედია-მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი

მსგავსი ამბები

Back to top button