გასართობისაკითხავი

პორნო ბიზნესი (+16)

ადამიანს, რომელსაც სურათზე ხედავთ, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება ნამდვილად აძლევს იმის საფუძველს, რომ ასეთ განწყობაზე იყოს. ალბათ გაინტერესებთ, როგორ გაიცნო მსოფლიომ ეს “ნიჭიერი” ადამიანი.


სანამ პიერ ვუდმენზე და მის ბიზნესზე ვიტყოდეთ რამეს, ჯერ ორიოდე სიტყვით გავიგოთ ვინ არის ლარი ფლინტი.

ლარი ფლინტი არის LFP-ის (Larry Flynt Publications) მფლობელი. ეს გამომცემლობა ცნობილია პორნო ჟურნალით “Hustler”, თუმცა იგი ასევე პორნო ფილმებსა და ვიდეოებსაც აფინანსებს. სწორედ “Hustler”-მა გახადა ლარი ფლინტი პოპულარული. მან თავისი ბიზნესი ნელ-ნელა განავითარა. 1968 წელს ოფიციალურად გახსნა სტრიპტიზ კლუბი სახელად “Hustler”, ხოლო 1971 წლისთვის მას უკვე კლუბების ქსელი ჰქონდა აშშ-ს სხვადასხვა შტატებში და თითოეულიდან წელიწადში 70-100 ათას დოლარს იღებდა. 1974 წელს მან პირველად გამოუშვა ჟურნალი “Hustler”, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე ის იყო, რომ ეს იყო პორნო ჟურნალი და განსხვავებით სხვა მსგავსი თემატიკის ჟურნალებისგან “Hustler” იყო პირველი ჟურნალი, სადაც არანაირი ცენზურა დაცული არ იყო, მაშინ, როდესაც აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავდა პრესაში ქალისა და მამაკცის სასქესო ორგანოების ჩვენებას. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ძალიან ვულგარული იყო, პირველ წელს იგი მაინც წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ, როცა 1975 წელს ჟაკლინ კენედის სკანდალური ფოტოები დაიბეჭდა, ჟურნალის რამდენიმე მილიონი ასლი გაიყიდა. “Hustler” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ჟურნალად ჩამოყალიბდა აშშ-ში. ჟურნალმა დიდი პროტესტი გამოიწვია და საქმე სასამართლომდე მივიდა, თუმცა ფლინტი მოგვიანებით გაათავისუფლეს, რაც უდიდესი ნაბიჯი იყო “დემოკრატიის” განვითარებისთვის.

1978 წელს ლარი ფლინტის მკვლელობა სცადეს. იგი მძიმედ დაიჭრა და წელს ქვევით სრულიად პარალიზებულია. ის დღემდე ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან ჟურნალმა “Hustler” იგი სწრაფად გახადა მილიონერი. ფლინტი დღესაც აქტიურად “მოღვაწეობს” და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითქვლება პორნო ინდუსტრიაში.

 

მაგრამ ამ პოსტში უფრო ნიჭიერი ბიზნესმენი უნდა გაგაცნოთ. პიერ ვუდმენი ეროვნებით ფრანგია. ახალგაზრდობის წლებში იგი პოლიციელად მუშაობდა, თუმცა 1986 წელს მიატოვა ეს პროფესია და გადაწყვიტა ფოტოგრაფიაში მოესინჯა ძალები. ეს მისი პირველი ნაბიჯები იყო პორნო ინდუსტრიაში. მოგვიანებით რეჟისურასაც მიჰყო ხელი და ძალიან ბევრი დაბალბიუჯეტიანი ფილმი გადაიღო, თუმცა ეს მხოლოდ მისი კარიერის დასაწყისია. 1999 წელს მან გააფორმა კონტრაქტი ლარი ფლინტთან. ვუდმენმა ფილმებისა და ვიდეოების გადაღება LFP-ისა და ჟურნალ “Hustler”-ის სახელით დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვუდმენი ბევრი წარმატებული პორნო ფილმის რეჟისორი და მონაწილეა, იგი მაინც თავისი კასტინგებითაა ცნობილი. “ვუდმენის კასტინგები” მისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად.

ვუდმენმა კასტინგები დაიწყო ადრეული 90-იანი წლებიდან. ამ კასტინგებზე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრა ქალები მიდიოდნენ. ისინი ამას პოპულარიბის მოსაპოვებლად აკეთებდნენ. კასტიგნები ძირითადად სასტუმროს ჩვეულებრივ ნომრებში მიმდინარეობდა. ვუდმენი ამ საქმით ევროპის ქვეყნებში იყო დაკავებული და მისი კასტინგის მონაწილეებიც ძირითადად ევროპელები არიან.

კასტინგებზე ვუდმენი გოგონებს შეკითხვებს უსვამს, ისე რომ თვითონ კადრში არ ჩანს. შეკითხვები ძირითადად მონაწილეების სექსუალურ გამოცდილებას შეეხება. ამის შემდეგ ვუდმენს მათთან სექსი აქვს. სტილს, რომელსაც ვუდმენი იყენებს თავისი კასტინგების დროს, ეს არის ე.წ. “გონზო”, ანუ პორნოს ისეთი ტიპი, როდესაც მხოლოდ ერთი კამერაა ჩართული და სცენას მხოლოდ ერთი რაკურსით იღებს.

ვუდმენს ასეთი უამრავი კასტინგი აქვს გადაღებული და თითუეული მათგანის რეჟისორიც და უშუალო მონაწილეც თავადაა. მის კასტინგებში მონაწილეობას უამრავი მსურველი ჰყავს. ვუდმენი მათ არც ორალურ სექსზე ეუბნება უარს, მაგრამ მთავარი მიზეზი რის გამოც ახალგაზრად ქალები მის კასტინგზე მიდიან პოპულარობაა. ბევრმა ცნობილმა პორნო ვარსკვლავმა სწორედ “ვუდმენის კასტინგების” შემდეგ “აიდგა ფეხი” და პორნო ინდუსტრიაშიც სწორედ ვუდმენის წყალობით შეაბიჯა.

“ვუდმენის კასტინგებში” სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების მსურველები ღებულობენ მონაწილეობას.

ვუდმენის კასტინგებში ძირითადად უნგრელ და ჩეხ გოგონებს აქვთ მონაწილეობა მიღებული. თუმცა, ვუდმენი არანაკლები სიამოვნებით გამასპინძლებია რუს, ბულგარელ, ფრანგ, უკრაინელ, გერმანელ, ბრაზილიელ და სხვა უამრავი ეროვნების წარმომადგენელ გოგონებსაც.

ვუდმენის, როგორც ბიზნესმენის უნარი იმაში გამოიხატება, რომ კასტინგები მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და მათი ყურება არც ისე იაფია. გარდა ამისა, ვუდმენი უშვებს DVD დისკებსაც. სწორედ ამ კასტინგების წყალობით იგი ჩამოყალიბდა წარმატებულ ბიზნესმენად. ეკონომიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ვუდმენის პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია  პორნოს ბაზარზე.

 

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ პოპულარიზაცია გავუწიო პორნოს. პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ სფეროს და მასთან ასოცირებული ადამიანების მიმართ რა თქმა უნდა, უარყოფითია. უბრალოდ, ჩემი მიზანი იყო მცირე ინფორმაცია მომეწოდებინდა ამ ჟანრზე და უშუალოდ პიერ ვუდმენზე. რადგანაც ჩვენ ucnauri.com-ზე ვიმყოფებით, ალბათ არც ისე უშინაარსო თემაა და ვისაც აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს.

 

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლარი ფლინტზე გადაღებულია ცნობილი ფილმი “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” (People vs Larry Flynt), სადაც ლარი ფლინტის როლს ვუდი ჰარელსონი ასრულებს.

ფილმში არის სცენა, სადაც ლარი ფლინტი ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავისი მხარდამჭერების წინაშე ამბობს შემდეგ სიტყვებს: “თუ თქვენ მკვლელს გადაუღებთ სურათს მკვლეობის დროს, შეიძლება პრემიაც კი მიიღოთ, შესაბამისად, არაფერია ცუდი იმაში, როცა ორ ადამიანს სექსი აქვთ, ყველა აკეთებს ამას, ან ყველას უნდა, რომ გააკეთოს. თუ თქვენ ფოტოზე ასახავთ სექსის სცენას, ან შიშველ სხეულს, თქვენ ციხეში ჩაგსვამენ. მე ყველა ქრისტიანს, ვისთვისაც შიშველი მკერდის დანახვა გარყვნილებასთან ასოცირდება, მინდა ვუთხრა, რომ მე ნუ მიწყრებიან, გაუწყრნენ მის შემქმნელს… პოლიტიკოსებს უყვართ იმის თქმა, რომ მსგავსი ფოტოები რყვნის ჩვენს ახალგაზრდობას, ამ დროს კი ისინი იტყუებიან, ღალატობენ და უსამართლო ომს იწყებენ… მე ვფიქრობ, ცუდია, ახალგაზრდობას ჩააგონო, რომ სექსი გარყვნილებაა, ხოლო კაცობრიობა რომ ერთმანეთის სისხლს სვამს, ეს კარგია… ჰკითხეთ საკუთარ თავებს, რომელი უფრო ცუდია – სექსი, თუ ომი.”

მემგონი ამ სიტყვებიდან ჩანს, რამდენად უსუსური ლოგიკა და არგუმენტები გააჩნიათ ასეთ ადამიანებს, ამიტომ გთხოვთ, ნუ დამწამებთ რაღაც არარსებულს და პოსტსაც ფილოსოფიურად ნუ მიუდგებით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close