სასარგებლოსურათებიუკატეგორიო

გამომშვიდობება


როგორც შეგპირდით, პულიცერის კიდევ ერთი გამარჯვებული. პულიცერის პრიზი არის უმაღლესი ჯილდო ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭებათ საუკეთესო ფოტოგრაფებსაც. ერთ-ერთი ნომინაცია არის Feature Photography, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სურათებით მოყოლილი ამბების ფოტო-სერია. ფოტოგრაფ ტოდ ჰეისლერის ნაშრომი “გამომშვიდობება” არის 2006 წლის გამარჯვებული. ფოტოები სრულიადში…


საზღვაო ფლოტის მაიორი სტივ ბექი ამზადებს გარდაცვლილი უმცროსი ლეიტენანტის ჯეიმს ქეითის სხეულს საბოლოო გამოკვლევებისთვის. გარდაცვლილის მეუღლეს ქმრის სიკვდილის შესახებ ერაყში სულ რამდენიმე დღის წინ შეატყობინეს. პატივის მიგების ტრადიცია, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის, ყოველთვის გარდაცვლილის ოჯახის კარზე კაკუნით და საუბედურო ამბის შეტყობინებით იწყება ; რიტუალი არასოდეს იცვლება — საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები ერთმანეთს მარტო არასოდეს ტოვებენ. როდესაც ერაყსა და ავღანეთში ომი დაიწყო, მაიორი სტივი ელოდებოდა, რომ იგი სულ შუაგულ ბრძოლაში იქნებოდა ოკეანის გაღმა. მას ვერასდროს წარმოედგინა, რომ ომის შემადგენელი ნაწილი დარკძალვების დაგეგმვაც გახდებოდა.


როცა კეთრინ ქეითი პირველად ხედავს მისი ქმრის დროშა-გადაფარებულ კუბოს იგი გრძნობებს ვეღარ აკონტროლებს და ცრემლად იღვრება. მას გვერდით მაიორი სტივ ბექი უდგას. როდესაც სტივმა პირველად დააკაკუნა კეთრინის კარებზე რათა მისი ქმრის სიკვდილი ეცნობებინა, ქალმა მას უყვირა, წყევლა და ბოლოს რამდენიმე საათით მასთან ლაპარაკიც კი შეწყვიტა. თუმცა მომდევნო რამდენიმე დღე სტივი სულ მის გვერდით იყო და ტკივილის დაძლევაში ეხმარებოდა.


როცა უმცროსი ლეიტენანტის ჯეიმს ქეითის სხეულმა რენოს აეროპორტში ჩამოაღწია, საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები მის ჩამოსაბრძანებლად მივიდნენ. თვითმფრინავში მყოფი მგზავრები თვალს ადევნებენ სამწუხარო პროცესიას. მაიორმა სტივ ბექმა ეს მომენტი ყველაზე ემოციურ მომენტად დაახასიათა: “ხედავთ იმ მგზავრებს ფანჯრებიდან რომ იყურებიან? შენ ფიქრობ რა ხდება ახლა მათ გონებაში, როცა აცნობიერებენ, რომ იმ თვითმფრინავში არიან, რომელმაც ჯარისკაცი სახლში ჩამოიყვანა. მათ თვითმფრინავში ყოფნის ეს წუთები ყოველთვის ემახსოვრებათ… და უნდა ახსოვდეთ კიდეც” — ამბობს მაიორი.


როგორც კი მისი ქმრის ნეშტს ჩამოასვენებენ, ქეთრინი დროშას ეხუტება. როდესაც ჯეიმსი ერაყში წავიდა, ცოლს წერილი დაუტოვა: “არ არსებობს სტიყვები, რომლებიც იმის აღწერას შეძლებენ, თუ როგორ მიყვარხარ და როგორ მომენატრები. ერთ რამეს გპირები: მე სახლში დავბრუნდები! მე ცოლი და შვილი მყავს და მათზე უნდა ვიზრუნო! თქვენ ორნი ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავთ!”


მაიორი სტივ ბექი და კიდევ ერთი ჯარისკაცი უახლოვდებიან ჯეიმსის მშობლების სახლს, რომ ისინი თავიანთი ესკორტით შვილის გვამის დასახვედრად წაიყვანონ. ზუსტად ხუთი დღის წინ მაიორ ბექისა და სხვა ჯარისკაცის აჩრდილები იგივე გზას მოუყვებოდა და ის ამბავი მიჰქონდათ, არცერთ ჯარისკაცის მშობლებს რომ არ უნდათ გაიგონ. “მე არასოდეს დამავიწყდება მაიორ ბექის სახე” – ამბობს ჯეიმსის მამა. თუ შენს სახლთან ოქროსფერვარსკვლავიანი დროშა ტრიალებს, ადვილი მისახვედრია, რომ ოკეანის გაღმა მყოფი საყვარელი ადამიანი გარდაგეცვალა.


ჯეიმსის დედა ჯო ტირილს იწყებს, როცა ყუთს ხსნის, სადაც მისი ვაჟის უნიფორმა აწყვია. “ჩემთვის ამ ყველაფრის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა მახსოვდეს. მე არ მინდა დამავიწყდეს ან მის არსებობას აღარ ვგრძნობდე” — ამბობს დედა. “არც მე მინდა მისი დავიწყბეა, უბრალოდ აღარ მინდა ასე ძალიან გვტკიოდეს” — ამატებს მამა.

თეგები
Back to top button
Close
Close