არქივი

სათვალის შექმნის ისტორია

96dbd191fe7f

მიმოიხედეთ ირგვლივ და დაინახავთ, რომ ბევრი ადამიანი ატარებს სათვალეს. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ სათვალიან ადამიანებს, რომ რთულია წარმოვიდგინოთ ის დრო, როცა ის არ არსებობდა. იმათ, კი ვისაც ცუდი მხედველობა ქონდათ, სხვადასხვა საშუალებებით უხდებოდათ ამ პრობლემასთან განმკლავება.

ზუსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს სათვალე. 1266 წელს როჯერ ბეკონმა, ინგლისელმა მღვდელმა, რომელიც ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს ატარებდა, გამოიგონა საშუალება გაედიდებინა წიგნში ასოები, რაღა კითხვა გაადვილებულიყო. მან უბრალოდ წიგნზე დაადო მინის ბურთი. რა თქმა უნდა, ამას არ ქონდა ისეთი შედეგი, როგორც სათვალეს, მაგრამ ჩანასახს ნამდვილად წარმოადგენდა.

პირველად სათვალე კარდინალის პორტრეტზეა გამოსახული, რომელიც 1352 წელს, იტალიაში დაიხატა. მასზე გამოსახული იყო ორი ლინზა ჩარჩოთი, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

როცა დაიწყო ნაბეჭდი წიგნების გამოშვება, სათვალე უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდა და მისმა დამზადებამაც უფრო ფართო მასშტაბები მოიპოვა. XVI საუკუნეში სათვალეებს ძირითადად ამზადებდნენ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში.

1784 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა გამოიგონა ბიფოკალური (ორფოკუსიანი) სათვალე, რომელიც წარმოადგენდა ერთ ჩარჩოში გაერთიანებულ ორ სხვადასხვა ლინზას.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ეხმარება სათვალე ადამიანს უკეთ დანახვაში, საჭიროა წარმოვიდგინოთ თვალი. თვალს აქვს ბურთის ფორმა, წინა მხარეს ოდნავ გამოზნექილი. ამოზნექილის ცენტრში მდებარეობს თვალის გუგა, რომლის ნახვრეტიდანაც სინათლის შუქი აღწევს თვალის ბნელ სიღრმეში. შუქი გაივლის ბროლში. ბროლი ახდენს შუქის ფოკუსირებას, აძლევს გამოსახულებას საგანს თვალის უკანა მხარეს. აქ არის სინათლის აღმქმელი ბადე, რასაც ბადურას ეძახიან.

ზოგიერთ ადამიანს თვალის კაკალი ოდნავ უკან აქვს, ვიდრე ნორმაა. ზოგს თვალის კაკალი მოკლე აქვთ, ისე, რომ ბროლს არ შეუძლია ფოკუსირების მოხდენა. სათვალე თვალს აძლევს დამატებით ბროლს ლინზის სახით. სათვალე ეხმარება თვალს მარტივად მოახდინოს ფოკუსირება საგანზე და გამოსახულება უმჯობესდება.

03bdcd34e631

დღეს არავის უკვირს სათვალე და მისი დიზაინიც ისე დაიხვეწა, რომ ზოგი ადამიანისათვის ეს იმიჯის ნაწილია. გამოიგონეს ლინზები, რომლებიც სრულიად უხილავია და ეკვრის თვალის გუგას. ასეა თუ ისე, მხედველობის პრობლემა დღეს გადაუჭრელი ნადვილად არაა. გარდა ამისა, სათვალეს სხვა დატვირთვაც მიეცა- მზის სხივებისაგან დაცვა. თუმცა მზისა თუ ოპტიკურ სათვალეს ერთი ძირი აქვთ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button