არქივი

“ჰინდენბურგის” ბედისწერა

2231c99ffb97
ადამიანი,რომ ოდითგანვე ფრენასა და ცაში ნავარდზე ოცნებობდა,ეს თემა არახალია.ამ ოცნებებმა საუკუნეთა განმავლობაში ფრთები შეისხა და ის დრო არაა შორს,როცა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელოვნური ფრთებით ცაში “გასეირნება”.თუმცა ყოველივე ამას მსხვერპლი ახლავს თან.

საჰაერო სივრცის ოკუპაცია შორეულ წარსულში მითიურმა დედალოსმა და იკაროსმა მოახერხეს.გავიდა მრავალი საუკუნე და ლეონარდო და ვინჩიმ საფრენი აპარატის მოდელიც შექმნა(თუმცა მანამდეც იყო მცდელობა),თუმცა მისი რეალობაში გადმოტანა არც ისე ადვილი იყო.

63f9cacc1772

დადგა მეთვრამეტე საუკუნე,კერძოდ 1784 წელი და ფრანგმა მათემატიკოსმა,ინჟინერმა ჟან ბატისტ მარი შარლ მენიომ ელიფსის ფორმის საფრენი აპარატის პროექტი შექმნა.მისი სამართავად გამოიყენებდნენ სამ პროპელერს,რომლებსაც მოქმედებაში 80 ადამიანი მოიყვანდა.აი ასე გამოჩნდა პირველი დირიჟაბლი.
პირველი ნაბიჯი გადადგმულ იქნა და შემდეგ იწყება დირიჟაბლთა სრულიად ახალი პროექტების შექმნა.განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს გერმანელი გრაფ ფერდინანდი ფონ ცეპელინის მიერ 1899 წელს გაკეთებული მონახაზი,რომელიც მალევე რეალობაში განხორციელდა გერმანული ფირმის Luftschiffbau Zeppelin GmbH_ს დახმარებით და მასიურ წარმოებაში ჩაეშვა სრულიად ახალი დირიჟაბლის სახეობა–ცეპელინი.
ცეპელინების წარმოება ხდებოდა 1899-1938 წლებში.სწორედ ამ დირიჟაბლის ამ სახეობასთანაა დაკავშირებული აშშ_ში მომხდარი ავიაკატასტროფა.

fdf37ab33691

1936 წლის 4 მარტს ცეპელინის ერთ–ერთ ანგარში დაიწყეს ყველაზე დიდი ზომის დირიჟაბლ LZ129 “ჰინდებურგი”_ის აწყობა.მისი სიგრძე იქნებოდა 245 მეტრი,ხოლო დიამეტრი 41,2 მეტრი,200 000 კუბური მეტრი აირი ბალონებში,4 დიზელის ძრავი “მერსედეს–ბენცი” რომელთა საერთო სიმძლავრე 1200 ცხ. ძალს აღწევდა,ტვირთამწეობა 100 ტონამდე და მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ.ამ მასშტაბების საფრენ აპარატს მანამდე არ უფრენია და ეს სტიმულს მატებდა გერმანელებს.
“ჰინდენბურგი” 1936 წლის მაისში მზად იყო და მალევე პირველი გაფრენა განახორციელა.იმავე წელს მან განახორციელა საკმაოდ შორეული მარშრუტი,ჩაფრინდა აშშ_სა და ბრაზილიაში.ასევე “ჰინდებურგმა” 43 საათსი გადაკვეთა ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი,რაც სარეკორდო დრო აღმოჩნდა.

2f0eaf81f13a

საკმაოდ პოპულარული იყო “ჰინდენბურგი”,დაახლოებით 3000მდე ადამიანმა ისარგებლა ცეპელინის მომსახურებით(1 წლის მანძილზე” 37 რეისი შეასრულა) მიუხედავად ბილეთის მაღალი ღირებულებისა(დაახლოებით 400 დოლარამდე),ყოველივე ამის მიზეზი კი მისი ზომები და კომფორტაბელურობა(დირიჟაბლის კორპუსზე განლაგებული იყო–სალონ–რესტორანი,აბაზანა).მიუხედავად ამ უპირატესობისა,”ჰინდენბურგით” გასეირნება შეიძლებოდა ტრაგედიით დასრულებულიყო,საქმე იმაშია,რომ როგორც ამტკიცებდნენ დირიჟაბლში გამოყენებული იყო წყალბადი და არა ჰელიუმი,რაც აალების საფრთხეს ზრდიდა.ამიტომაც,ბორტზე აკრძალული იყო მოწევა(თუმცა არსებობდა სპეციალურად მოსაწევი ადგილი).გავა მცირე ხანი და აალების საფრთხე რეალობად იქცევა…

abc2e55918fc

1937 წლის 3 მაისს “ჰინდენბურგი” მორიგი ფრენისათვის ემზადება(როგორც შემდეგ აღმოჩნდება საბოლოო).97 ადამიანი მალევე ავიდა ცეპელინზე.ყველაფერი მზად იყო სტარტისათვის.ამ დღეს “ჰინდენბურგს” მართავდა პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი მაკს პრაუსი.
77 საათის შემდეგ “ჰინდენბურგი” მანჰეტენის თავზე გამოჩნდა.ამერიკელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს დირიჟაბლს და ყოველივე ამას რამდენიმე ჟურნალისტი.”ემპაიერ სტეიტ ბილდინგს” რამდენიმე წრე დაარტყა პრაუსმა და გაემართა ლეიქჰერსტის ბაზაზე დაშვებისათვის.თუმცა ბაზის სიახლოვეს პრობლემებმა იჩინა თავი,იმ დღეს მოღრუბლული იყო და ელავდა,ამის გამო ბაზაზე მყოფნი დირიჟაბლისტი ჩარლზ როზენდალი პრაუსს თხოვდა ცოტა მოეცადა.

340c6b2e316b

19:11 წუთზე “ჰინდენბურგმა” დაშვება დაიწყო,180 მეტრი რჩებოდა მიწამდე.დირიჟაბლიდან ბაგირები ჩამოუშვეს და ქვევით მყოფი ადამიანები აწოსანწორებენ მას.თუმცა რამდენიმე წუთში “ჰინდენბურგზე” აფეთქების ხმა გაისმა,უცებ ცეცხლში გაეხვია და მიწას დაენარცხა.ამერიკელი ჟურნალისტი,რომელიც ყოველივე ამას იღებდა აცრემლებული ხმით ამბობს:”ეს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი კატასტროფაა”…

b1bd56144810

ამ კატასტროფას 40მდე ადამიანი ემსხვერპლა.კაპიტანი პრაუსი გადარჩა,თუმცა ის დასახიჩრდა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=xiAT9xvTVKI

მალევე გავრცელდა კატასტროფის სხვადასხვა ვერსიები:
–ჰენრიხ ჰიმლერი ამტკიცებდა,რომ ეს დივერსია იყო და მის უკან კომუნისტები იდგნენ;
–ისტორიკოსი ადოლფ ჰიოლინგი ამბობდა,რომ “ჰინდენბურგი” საათის მექანიზმიანი მინით ააფეთქეს;
–”ნეიშენალ ჯიოგრაფიკის” მტკიცებით აფეთქება მოხდა სტატიკური ელექტოენერგიისა და ჭექა–ქუხილის გამო;
–ყველაზე გავრცელებული ვერსიით კი მთავარი დამნაშავე იყო წყალბადი.

b70cac596426

ამ ტრაგედიის შემდეგ უკან–უკან წავიდა “ცეპელინებისა” და მთლიანად წყალბადიანი დირიჟაბლების საქმე.”ცეპელინის” ბოლო დირიჟაბლი 1938 წელს გამოვიდა–LZ130 “გრაფ ცეპელინი”,მაგრამ მას არ ეწერა ფრენების განხორციელება,გერმანიის ხელისუფლებამ აკრძალა წყალბადით სავსე დირიჟაბლით ადამიანების გადაყვანა.
არსებობს განაგრძობდა ჰელიუმიანი დირიჟაბლები.დროთა განმავლობაში მოხდა მათი დახვეწა და დღეს შეხვდებით უპილოტო დირიჟაბლებსაც.

წყარო: ჩემი ბლოგი

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button