არქივი

ცოტა რამ პასპორტის შესახებ

b251c986d149

პასპორტი არის ის საბუთი, რომელიც ყველა ჩვენგანს სჭირდება ნებისმიერ დაწესებულებაში საკუთარი ვინაობის იდენტიფიკაციისთვის. თუმცა, ამ საბუთის ისტორიის შესახებ ცოტა რამ ვიცით. პოსტში კი მეტს შეიტყობთ…

XX საუკუნის დასაწყისში ფოტო გახდა რამდენიმე საბუთის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის პასპორტისაც. პასპორტის დიზაინი, რომელსაც ახლა ვიცნობთ, მხოლოდ 1915 წელს იქნა შემუშავებული. ის შეიქმნა ინგლისში და მისი სახე იყო ასეთი: პატარა წიგნაკიმუყაოს ყდით, შიგნით კი მონაცემები მფლობელზე და მისი ფოტო.

საფუძველი პასპორტის შესაქმნელად კი შემგეგში მდგომარეობდა. XIX საუკუნის შუა ხანებში საპასპორტო სისტემის სრული კრახი მოხდა, რაც გამოწვეული იყო რკინიგზის მასობრიობით. ხალხს საშუალება მიეცა ემოგზაურა მთელ ევროპაში.

უბრალო თანამშრომლებსა და სახელმწიფო მოსამსახურეებს მოუწიათ უამრავი ვიზისა და პასპორტის შემოწმება, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლოთ გამკლავება.

თავიდან საფრანგეთმა, შემდეგ გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა შეაჩერეს ვიზების, შემდეგ კი პასპორტების მოქმედება. 1914 წელს პრაქტიკულად მთელ ევროპაში საპასპორტო სისტემა გაქრა და მაშინ ფიქრობდნენ, რომ სამუდამოდ. მაგრამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. როგორ მოეძებნათ ჯაშუშები, როგორ ეცნოთ, ვინ იყო დაჭრილი და ვინ დაღუპული? ომის მონაწილე ქვეყნებმა კვლავ მიიღეს გადაწყვეტილება, შემოეღოთ ვიზები და პასპორტები.

საინტერესოა ის, რომ ინგლისელები არ ენდობოდნენ ფოტოაპარატს, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, პასპორტში ეწერა მფლობელის სახის აღწერილობა: თვალის ფერი, სახის მოყვანილობა, ცხვირი, წვერი და ა.შ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ევროპა გადავიდა პასპორტის ინგლისურ სტილზე. დროთა განმავლობაში, პასპორტში გვერდები შეიცვალა, გამოჩნდა ახალი განყოფილებები, გაქრა გამოუყენებლი პუნქტები.

როცა ევროპა ფიქრობდა, გაეუქმებინათ თუ არა საპასპორტო სისტემა, რუსეთი ადამიანი პასპორტის გარეშე, კანონგარეშედ ითვლებოდა. პასპორტს გასცემდნენ მხოლოდ წლით და ყოველი ახალი ეგზემპლარის აღებისთვის ხალხი იხდიდა დიდ თანხას.

მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს გასწა სამეფო ხელისუფლებამ ბრძანება, რომ არ იყო საჭიო ყოველთვის თან გქონოდა პასპორტი, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, თუ გადიოდი საზღვარგარეთ, ან საცხოვრებელ ადგილს შორდებოდი 50 ვერსით (1 ვერსი = 1,06კმ.). პასპორტის ვადა კი გაიზარდა.

1917 წელს “ბოლშევიკებმა” შეწყვიტეს საპასპორტო სისტემის მოქმედება. თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ საკუთარი სისტემა შემოიღეს – ეს იყო შრომის წიგნაკი. ამ საბუთს იღებდა ყველა, როცა მოქალაქე მიაღწევდა 16 წელს. წიგნაკის პირველივე გვერდზე კი ეწერა: “ვინც არ შრომობს, არ ჭამს”.

თავდაპირველად საბჭოთა პასპორტებში ჩვეულებრივი მონაცემები იყო: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარითი, საცხოვრებელი ადგილი და პროფესია, ხოლო ფოტოგრაფია მფლობელის სურვილის მიხედვით ირჩეოდა. პასპორტის მიღება კი აუცილებელი არ იყო.

საპასპორტო სისტემის სრული დაბრუნება საბჭოეთში 1933 წელს მოხდა. ყოველმა მოქალაქემ მიიღო პასპორტი, თუმცა სოფლის მაცხოვრებლებმა პასპორტების მიღება 1974 წლიდან დაიწყეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო, ჩვენი ქვეყნის გაპასპორტიანება მიმდინარეობდა ისე, როგორც დანარჩენ საბჭოეთში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, ბუნებრივია, საქართველოც შეუერთდა მსოფლიო საპასპორტო სისტემას. ძველ ქართულ პასპორტზე გამოსახული იყო ბორჯღალი, თუმცა 2010 წლიდან შემოვიდა ე.წ. ბიომეტრიული პასპორტები. პასპორტის ყდაზე უკვე არა ბორჯღალი, არამედ საქართველოს გერბი ახატია.

მსგავსი ამბები

Back to top button