საკითხავისასარგებლოსურათები

დედის გზა


პულიცერის პრიზი არის უმაღლესი ჯილდო ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭებათ საუკეთესო ფოტოგრაფებსაც. ერთ-ერთი ნომინაცია არის Feature Photography, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სურათებით მოყოლილი ამბების ფოტო-სერია. ფოტოგრაფ რენე ბაიერის “დედის გზა” არის 2007 წლის გამარჯვებული. სურათები სრულიადში…

აუცილებლად წაიკითხეთ აღწერებიც…


მას შემდეგ, რაც სინდიმ ფეხსაცმლები გაიძრო, ის ფეხშიშველი დარბის მის ვაჟთან, დერეკ მედსენთან, ერთად დეივისის სამედიცინო ცენტრის დერეფნებში 2005 წლის 21 ივნისს, საკრამენტოში (კალიფორნია). დედა ცდილობს ბიჭს დრო გააყვანინოს მანამ, სანამ მას ძვლის ტვინის ბიოფსიას გაუკეთებენ. ექიმებს სურთ გაიგონ, შეუძლია თუ არა ბიჭს მიიღოს ტრანსპლანტანტის დახმარება. ეს არის საუკეთესო გზა, რითაც დერეკს ნეურობლასტომასთან, იშვიათ სიმსივნესთან, ბრძოლა შეუძლია. მედსენს დიაგნოზი 2004 წლის ნოემბერში დაუსვეს.

 


სინდი ფრენჩი გულში იკრავს მის ათი წლის ვაჟს, 2005 წლის 25 ივლისს, მას შემდეგ, რაც ის იგებს, რომ დერეკს სჭირდება ოპერაცია მუცლის ღრუდან ავთვისებიანი სიმსივნის მოსაშორებლად. დედას ემოციები აწვება: “როგორ შემიძლია ვიყო სამსახურში ცხრიდან ხუთ საათამდე, როცა პარალელურად ეს ყოველივე ხდება ჩემს თავს?!” – ფიქრობს იგი.

 


დერეკ მედსენი ისმენს გამამხნევებელ სიტყვებს დედამისისგან მის სილამაზის სალონში. “მე გავაკეთებ ყველაფერს რაც საჭიროა, რომ დერეკი გავაბედნიერო… რომ ჩემი მომღიმარი ბიჭუნა ვნახო…” – ამბობს სიდნი. ხუთი შვილის მარტოხელა დედას მისი სილამაზის სალონის დახურვა მოუწია ფინანსური პრობლემების გამო, რათა ეზრუნა მის მომაკვდავ შვილზე.

 


დეივისის სამედიცინო ცენტრის წინ, დერეკი ეხუმრება დედამისს, რომელიც ცდილობს ვაჟიშვილი დაბლა ჩამოიყვანოს. დედა-შვილი საავადმყოფოში არიან, რათა ბიჭი მომდევნო დღის ოპერაციისთვის დაარეგისტრირონ. სინდი იზიარებს მისი შვილის ემოციურ შიშს და საათობით ცდილობს ბიჭი როგორმე სამედიცინო ცენტრში შეიყვანოს.

 


დერეკის მეთერტმეტე და სინდის მეორმოცე დაბადების დღის შემდეგ, 2005 წლის 30 ნოემბერს, ექიმი ბიჭის მუცელზე ნიშნებს ტოვებს რადიაციული თერაპიისთვის მოსამზადებლად. დერეკთან დედამისის გარდა მისი 17 წლის ძმა მიკაცაა, რომელიც ძალიან ხშირად დაყვება ავადმყოფ ძმას, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მისი საქმეები კარგად ვერ მიდის.

 


2006 წლის 6 თებერვალს დერეკის ერთ-ერთი ექიმი ურეკავს სიდნის და ურჩევს დაუაკავშირდეს დავრდომილთა ცენტრის თანამშრომელს. დედა ახალ ამბავს შვილს არ უზიარებს. “მე არ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია” – ამბობს ის.”რატომ? რისთვის?” დერეკი გრძნობს დედის უხასიათობას და ცდილობს იგი გაამხიარულოს.

 


მას შემდეგ, რაც სინდი აცნობიერებს, რომ მისმა შვილმა შესაძლოა ვერასოდეს აიღოს მართვის მოწმობა (დერეკმა კი ადრე აღნიშნა, რომ ამ დღეს მოუთმენლად ელოდება), დედა არღვევს წესს და შვილს უფლებას აძლევს ატაროს მანქანა ქუჩაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. იმავე დღეს, 2006 წლის 9 თებერვალს, სინდი პირველად შეხვდა დავრდომილთა ცენტრის თანამშრომელს, რომლისგანაც შეიტყო, რომ დერეკს ძალიან ცოტა დრო დარჩა.

 


2006 წლის 14 თებერვალს, დეივისის სამედიცინო ცენტრში, დერეკი ტირის, როცა დედამისი ცდილობს იგი გადაარწმუნოს. ექიმი და სინდი ცდილობენ ბიჭუნა ქიმიოთერაპიაზე დაიყოლიონ. “თუ ამას არ გაიკეთებ, შესაძლოა დიდხანს ვერ გასტანო” – ეუბნება სინდი. დერეკი უხეშად პასუხობს: “არ მაინტერესებს! სახლში წამიყვანე! მოვრჩი! გესმის, დე? დავიღალე!”

 


8 მარტს, დერეკის პირველ ქიმიოთერაპიას დედა-შვილი ასე აღნიშნავს…

 


2006 წლის 24 აპრილს, სინდი ანუგეშებს მის საუკეთესო მეგობარს კელის, რომელიც ფიქრობს, რომ დერეკის დრო მოახლოვდა. დედამ შვილისთვის წერილი დაწერა, სადაც იგი ყვება, თუ როგორი მამაცია მისი ათი წლის ბიჭუნა. სინდი უმცროს შვილს ხშირად უკითხავს ამ წერილს და იმედოვნებს, რომ დერეკს ჯერ კიდევ ესმის მისი.

 


25 აპრილს, მას შემდეგ რაც მისმა საუკეთესო მეგობარმა კელიმ სინდი დატოვა და მისი ადგილი ნიქმა შეითავსა, დედა შვილს თავთან ყვავილს უდებს და მიწაზე სასოწარკვეთილი ეცემა. იგი 24 საათს ატარებს დერეკის სასთუმალთან, თუმცა ბიჭი იმდენად დასუსტებულია, რომ დედამისის იქ ყოფნასაც კი ვეღარ გრძნობს.

 


26 აპრილს, მას შედეგ რაც დედამ შვილის სასთუმალთან რამოდენიმე დღე გაატარა, დერეკი უკანასკნელ ენერგიას იკრებს. სინდი მის უძლურ შვილს სიარულში ეხმარება. ავთვისებიანმა სიმსივნემ მუცლის ღრუში ბიჭის მუცელი ისე გამობერა, რომ მას შარვალი აღარ ეტევა. მეორე სიმსივნე თავის ტვინში კი მას ნელ-ნელა თვალის ჩინსაც ართმევს და მის ნავიგაციას, პატარა ნაქირავებ სახლში, კიდევ უფრო ართულებს.

 


დერეკი ტკივილგამაყუჩებლის მიღებაზე უარს აცხადებს, რადგან სხვა ორგანოების დაზიანებისაც ეშინია. 28 აპრილს, იგი ეჩხუბება დედამისს და ადანაშაულებს იმაში, რომ იგი უკეთ ვერ ხდება. “დერეკ, შენ უნდა დამშვიდდე და დამეხმარო, რომ მე შენ დაგეხმარო” – ეუბნება დედა.

 


პირველ მაისს, რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ, სინდი “ბაბუა” პატრიკისგან მოითხოვს ფინანსურ დახმარებას ბინის ქირისა და შვილის სავარაუდო დაკრძალვისთვის. სინდის სურს დაარსოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ სხვა ოჯახებს ასეთივე ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება არ მოუწიოთ. “მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ ნაწილი იმ თანხისა, რომელიც სიმსივნის გამოკვლევაში იხარჯება, იმ ოჯახებს ეძლეოდეთ, რომლებიც ამისგან იტანჯებიან, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ვერასოდეს ნახავს სარგებელს ამ გომოკვლევებისგან” – ამბობს სინდი.

 


დერეკი კოცნის დედამისს ცხენების რბოლის წინ. სინდის ექვსი წლის გოგონაც მათთან ერთადაა. ცხენების რბოლა თავად სინდიმ მოაწყო შემოწირულობებისთვის. რბოლის წინ, დედამ პუბლიკას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის ამაყობს იმით, თუ როგორ მედგრად ებრძვის მისი ვაჟი სიმსივნეს.

 


8 მაისს, სინდი შვილს ეფერება. დერეკი სვამს წამალს, რომელიც ხელს უშლის მას ლაპარაკში და მთელი ღამე არ აძინებს. გარდა რამდენიმე წუთისა, როდესაც ექთნები არიან დერეკთან, სინდი თითქმის ყოველ წუთს ვაჟთან ატარებს. “იმაზე მეტად დაღლილი ვარ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ მე ეს უნდა გავაკეთო. დერეკი ჩემს სახელს დაიძახებს და იმედოვნებს, რომ მე მასთან ვარ” – ამბობს სინდი.

 


სინდი ცდილობს დერეკი გარეთ გაიყვანოს. დედა-შვილი დერეფანში დაკიდებულ პოსტერებს უვლის, რომლებიც დერეკს თანაკლასელებმა გამოუგზავნეს. “როგორ ახალშობილს, მასაც სჭირდება, რომ გარეთ გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს” – ამბობს სინდი. ამ დღეს დერეკი გარეთ უკანასკნელად გავიდა.

 


10 მაისს, სინდი ფრენჩი ებრძვის მის ემოციებს მანამ, სანამ ექთანი სიუ მისი შვილის სხეულში პრეპარატს შეიყვანს, რომელიც 11 წლის ბიჭუნას მშვიდად სამუდამო ძილის საშუალებას მიანიჭებს. ” გულის სიღრმეში ვიცი, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო” – ამბობს სინდი.

 


სინდი არწევს მის მომაკვდავ ვაჟს სიმღერის “because we believe” ფონზე. სინდი ჩურჩულით მღერის ანდრეა ბოჩელისთან ერთად. “Once in every life/There comes a time/We walk out all alone/And into the light…” დედას ოჯახის მეგობრები ეშლი, ემი და კელი ამხნევებენ. ის თავის ვაჟს ეუბნება: “არაუშავს, საყვარელო. მე შენ მიყვარხარ, პატარა კაცო! მე შენ მიყვარხარ, ჩემო მამაცო ბიჭო! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!” დერეკი მისი დედის მკლავებში 2006 წლის 10 მაისს გარდაიცვალა.

 


სინდი მიასვენებს მისი ვაჟის კუბოს საფლავამდე მის შვილებთან და ოჯახის მეგობრებთან ერთად. “მე სამუდამოდ ვატარებ შენს ხსოვნას ჩემი გულით და შევახსენებ სხვებს,რომ გაიღონ მათი დრო, ენერგია და გულმოწყალება ისეთი ოჯახებისთვის, როგორიც ჩვენი ოჯახია” – თქვა სინდიმ დერეკის დარძალვაზე. 2006 წლის 19 მაისის შემდეგ, პატარა დერეკი კალიფორნიის მაუნტ ვერნონის სასაფლაოზე განისვენებს.

 

ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ ფოტოების და აღწერების ნახვა.

თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ სხვა წლების გაამრჯვებულებსაც…

 

წყარო: www.sacbee.com (ჩემი თარგმანი)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close