საკითხავისასარგებლოსაქართველო

ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ!


ეს არის ჩემი გაკეთებული სტატია, შეიძლება როგორც სტატია არ არის კარგი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი სათქმელი გადმოვეცი……
ჩემ წინა პოსტში “გზა მათხოვრობისკენ” ვახსენე გორელი მათხოვარი ძმები. ეს სტატია კი სწორედ მათზეა.
მაშ ასე დავიწყეთ…

ერთი კვირით ადრე ვნახე, მათი შუათანა ძმა ვასო და შევუთანხმდი, რომ ზუსტად ერთი კვირის თავზე შევხვდებოდი მას და წამიყვანდა თავის ოჯახში. აი გავიდა ერთი კვირაც, თითქოს არც მეგონა, რომ ვასო იმ ადგილას იქნებოდა სადაც შევთანხმდით, მაგრამ შევცდი. ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას სადაც დავთქვით შეხვედრა მოსულიყო და თან წამოეყვანა თავისი უფროსი ძმა გიორგი. არ ვიცი რატომ? მაგრამ რაღაცნაირად გამიხარდა მათი დანახვა.
ვასოს ვკითხე ხო შეგეძლო არ მოსულიყავი და “გადაგეგდე” მეთქი? მისმა პასუხმა კი გამაოგნა!
-ეხლა ჩემ ოჯახს სჭირდება დახმარება და შენ ეს შეგიძლია!!! ამის მეტს ვერაფერს გავაკეთებ ჩემი ოჯახის დასახმარებლად. :( ცოტა არ იყოს უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა და სიტუაციის გასამუხტად მას და მის ძმას რამოდენიმე ლარი მივეცი, რაც გინდა ის იყიდეთ მეთქი. თან ვუთხარი ცოტახანი დამელოდეთ ჩემ მეგობარს გავუვლი და მოვალ მეთქი, ამაზე ორივე დამეთანხმა, ფეხს არსად გავადგავთო.
ჩემი ცოტახანი საათნახევარს გაგრძელდა. ჩემი მეგობარი მეხუმრეობოდა კიდეც, გაიპარებოდნენო!
მისვლისას ერთი კი გამიცინეს და მითხრეს ესაა შენი ცოტახანიოო? ჩემი მიცემული ფულით წვენი უყიდიათ და მადიანადაც სვამდნენ…

ცოტა წავილაპარაკეთ და მერე თვითონვე მითხრეს არ წავიდეთო? დავეთანხმე და გავუდექით გზას, გზა კი დიდი გვქონდა.

როგორც ბავვშვებმა მითხრეს დისევიდან ყოფილან დევნილები, ახლა კი “სკრის ჩასახლებაში” ცხოვრობენ.
გაჩერებასთან დიდი ხანი არც მოგვიწია დგომა, მალევე მოვიდა სამარშუტო.
სამარშუტოში ბავშვებს ყველა თბილად შეხვდა.

ყველას დააინტერესდათ თუ ვინ ვიყავით, ზოგს სოციალური სამსახურიდან ვეგონეთ და ისიც კი გვითრეს ცოდვაა დედას ნუ წაართმევთ შვილებსო. ყველაფერი ავვუხსენი მათ და ცოტა არ იყოს დაწყნარდნენ. ერთმა კაცმაა ინიციატივა თავად გამოიჩინდა და მათზე დამიწყო საუბარი:
-მამამისიც და დედამისიც ინვალიდები არიან. არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ვერ მუშაობენ. ისე კი პატიოსნები არიან. აი ეგ უფროსი(გიორგიზე მიმითითა) მამიდაშვილმა წაიყვანა მონასტერში. იქ კარგად ყოფილა, 4 თვის შემდეგ ისევ აქ ჩამოვიდა, არ ვიცი რატომ. თუ დაეხმარებით კარგს იზავთ.
მონასტრის ამბავმა ძალიან დამაინტერესა და გიორგის ვკითხე.
-ხო, 4 თვე ვიყავი იქ, ჩემი ძმა ვასო 2 თვე. კარგი იყო, ხეზე კვეთას გვასწავლიდნენ, მამაოები თბილად გვექცეოდნენ. მერე კელიები დაანგრიეს ახლები უნდა აეშენებინათ და წამოვედით, კელიებს რო ააშენებენ ისევ გვინდა წასვლა.(მონასტრისა და ბავშვების ამბავს კვლავდ დავუბრუნდები)
ლაპარაკში დრო მალე გავიდა და ვასომ თქვა მალე თორემ გავცდებით ჩვენ გაჩერებასო, უცებ ჩავედით. გაჩერებიდან მათ სახლამდე 2 კილომეტრი იყო, ცოტა არ იყოს ცხელოდა და ლაპარაკის ხასიათზე არცერთი არ ვიყავით. ჩემი მეგობარი ეკითხებოდა რაღაცებს, ისინი კი მხოლოდ ორ პასუხს სცემდნენ “ხო” და “არა”. სახლში მისვლა და იქ ლაპარაკი ვამჯობინე. გიორგი და ვასო ჩვენზე წინ გარბოდნენ სიხარულით…

აი ისაა მამაჩემი ხელი გაიშვირა ვასომ და ჩვენსკენ მოიხედა, წინ შუახნის კაცი მიდიოდა კოჭლობით(როგორც უკვე ვთქვი მამამისი ინვალიდია)

გიორგი მამისკენ გაიქცა და უკან დაუდგა.
ბატონი რეზო თბილად დაგვხვდა და სახლში მიგვიპატიჟა.

ოჯახის წევრთა რაოდენობაზე დავინტერესდი, სულ ხუთნი ყოფილან
მამა-რეზო ოქროპირიძე 46 წლის, უმუშევარი.
დედა-ნათელა რომელაშვილი 46 წლის, უმუშევარი.
შვილები-გიორგი 15 წლის.
ვასო 13 წლის.
სოსო 10 წლის.
ვასომ დამასწრო და თვითონვე გამცა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ჯერ ნათქვამი არ მქონდა. სოსო გორშია, იქ დავტოვეთ ვინმე ხო უნდა დარჩენილიყოო.

პირველი ქალბაატონ ნათელას გავესაუბრე, როგორც თვითონ თქვა ინვალიდია II ჯგუფის. ფსიქიურადაც ყოფილა დაავადებული, 5 წლის წინ თბილისში ასათიანზე 2 თვე ყოფილა, 2 თვის შემდეგ მისი მდგომარეობა გამოსწორდა და გორში აუყვანიათ აღრიცხვაზე. ამის დახმარებას 44 ლარს იღებს. ამის გარდა ფეხიც სტკივა (კოჭლობს) “დაბადებიდან ინვალიდი ვარო”.

44 ლარს საიდან იღებთ, ფსიქიურად რომ ხართ დაავადებული თუ ინვალიდობის გამო? (ვიფიქრე რომ ორივეს ერთად იღებს)
-არა მარტო ფსიქიატრიულიდან ვიღებ, ფეხისას არ მაძლევენ!

სადმე მუშაობთ, ან მუშაობდით?
-არა სახლში ვიყავი და ვარ. რითაც შემიძლია იმით ვეხმარები ჩემ ოჯახს, თუ საჭმელია გასაკეთებელი ვაკეთებ, მაგრამ ამ მხრივ საქმე ცოტა მაქვს. :(:(

თვქენი შვილები გორში არიან ჩამოსულები, ამის მიზეზი იცით?
-აბა რა ვიცი შვილო, იპარებიან ხოლმე და მგონი ფულს თხოულობენ. ჩემი ქმარი იყო გუშინწინ ჩასული და არ წამოყვნენ, აი გადით ჩემ მეზობლებში და იკითხეთ, მე არ ვუშვებ ხოლმე. არ გეგონოთ, რომ ძალით ვყრი სახლიდან.

თქვენი შვილები სკოლაში რატომ არ დადიან?
-დადიოდნენ, მაგარმ ახლა აღარ დადიან. გორში “ტოლვილობაში” რო ვიყავით იქ ერთი ინგლისურის მასწავლებელი იყო და გიორგიზე მითხრა ამას პატრონი რო ყავდეს, ნიჭიერი ბიჭიაო და კარგადაც ისწავლისოო.

ამის გამგონეს გიორგის გული მიეცა და ლექსების მოყოლა დაიწყო, ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც!!!

როგორც ვიცი დისევიდან ხართ ლტოლვილები, იქ როგორ ცხოვრობდით?
-იქაც მიჭირდა და აქაც მიჭირს.

მეურნეობაში ჩართულები ხართ?
–კი შვილო როგორ არა, ყველაფერი მომყავს, კარტოფილი, ხახვი, მწვანილი, მაგრამ ახლა ყველაფერი გამომელია.

რამის იმედი გაქვთ ამ ცხოვრებაში?
-როგორ არა, დაბრუნების იმედი მაქვს. რატომღაც მეგონა, რომ იტყოდა გაჭირვებულები აღარ ვიქნებითო, ან რაიმე ამის მაგვარს, მაგრამ შევცდი.

რას ეტყვით იმ ხალხს ვისაც თქვენი დახმარება შუძლია, მაგრამ ჯერჯერობით არ დაგხმარებიან?
-თუ გაუხარდებათ დამეხმარონ(იცინის) დიდი მადლობელი ვიქნები მათი დახმარებისა. ღმერთმა ყველა ეგეთი ადამიანი დალოცოს და სულ ლხინი მისცეს.

მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
-ძალიან კარგი, მეხმარებიან რის საშუალებაც აქვთ, ისინიც გაჭირვებულები არიან, რა უნდა მოვთხოვო?

ჩემი და ქალბატონი ნათელას ლაპარაკის დროს გიორგიმ სიგარეტს მოუკიდა რაზეც ცოტა არ იყოს და გავოცდი :O

ქალბატონ ნათელას ვკითხე თუ რატომ არ უშლიდა მოწევას. მან კი ასეთი პასუხი გამცა: ვუშლიდი ვცემდი კიდეც, მაგრამ მერე სახლიდან გარბოდა და აღარ მოდიოდა, წასული რო იყო მაინც ეწეოდა და არ მირჩევნია ჩემ გვერდით იყოს და აქ მოწიოსო.
როცა ამას ვიწერდი გიორგი მაგიდაზე დაეყრდნო სიგარეტის წევით, სიგარეტის ბოლმა რომ შემაწუხა, ვუთხარი, გიორგი მე არ ვეწევი და თუ შეიძლება იქით მოწიე მეთქი, ჩემი სიტყვების გამგონე გიორგიმ გაიცინა და მითხრა, – ამხელა ხარ და ჯერ არ ეწევიო? (არა და მასზე 2 წლით უფროსი ვარ) ყველა დიდი ბიჭი ეწევაო და შენ რატო არ ეწევიო? ავუხსენი თუ რატომ არ ვეწევი და მანაც რატომ უნდა დაანებოს თავი მოწევას, გაიცინა და მითხრა ერთი შენა ხარო რა :D:D:D

ბატონ რეზოსაც დავუსვი რამდენიმე კითხვა.
სადმე მუშაობთ?
-კი, დისევში ფერმაში ვმუშაობდი. 100 ლარამდე გამოვდიოდი თვეში, კარგი იყო. აქაც ვმუშაობდი მაგრამ წამოვედი მთელი ხელფასი საჭმელში მიმდიოდა, სახლში ვერაფერი მომქონდა.

რამე ხელობა თუ გაქვთ, ან რაზე შეგიძლიათ მუშაობა?
-არა ხელობა არაფერი ვიცი, ფეხიც მტკივა. სახლის წინ ძლივს ვბარავ, ბავშვები მეხმარებიან ხოლმე. ისე თუ ფერმაში გამოჩნდა სამუშაო ვიმუშავებ.
ამ მთავრობას შუქი უფასო რო არ მოეცა, გავიყინებოდით ალბათ, ზურგით მომქონდა ხოლმე შეშა ,მაგრამ განა რამდენს მოვიტანდი? სულ შემოსავალი 74 ლარი გვაქვს, პურში ძლივს გვყოფნის.
თუ დაგვეხმარებიან კარგი იქნებაა….

ჯერი ბავშვებზე მიდგა.
რითი ერთობით ხოლმე?
-კარტით ვთამაშობთ, ბაღში ვბარავთ, მაგნიტაფონის ვუსმენდით ხოლმე ეხლა გაგვიფუჭდა. ისე რო გვაჩუქონ კარგი იქნებაა. ტელევიზორიც დაგვემტვრა.

რას ინატრებდით რომ გაჩუქონ?
-ტანსაცმელს, გიორგი-მე ვიდეო და კომპიუტერი. ვასო-მე ტელეფონი. გიორგიმ თავის ძმას მიბაძა და მასაც ტელეფონი მოუნდა, ჩემ შეყვარებულს დავურეკავ ხოლმეო(იცინის)

სკოლაში რატო არ დადიხართ?
ვასო-სკოლაში რა მინდა? წერა-კითხვა ვიცი, ლაპარაკიც. რაც მთავარია ფულის დატვლა ვიცი(იცინის)
გიორგიმ ამ კითხვაზე თავი ჩაღუნდა, დედამისმა თქვა ხელობა მინდა ვასწავლოო.
ავტობუსში მონათხრობი გავიხსენე, ამაზე ქალბატონი ნათელას პასუხი ასეთი იყო:
კარგი იყო იქ რო იყვნენ, დაჭკვიანდნენ, ძველ ქართულად კითხულობდნენ ლოცვებს. ხატები ჩამომიტანეს, მერე გააჩუქეს. იმის მერე ისევ “გაფუჭდნენ” მე იმის საშუალება არ მაქვს სკოლაში ვატარო და უკან ვდიო, რა ვქნა ინვალიდი ვარ და …
ვასომ დამიძახა მეორე ოთახიდან, მოდი აქო.

მონასტრიდან ჩამოტანილი ხატები და ლოცვანი მაჩვენა.

უკვე წამოსვლა დავაპირეთ, გამოვემშვიდობე მათ და ერთი სურათი კიდევ გადავუღე.

გიორგიმ და ვასომ გაცილება შემოგვთავაზეს.

გზაში მათ თავისი ამბები მოგვიყვნენ.
ვასო- მე არავის ვეცოდები, მაგრამ მე ყველა მეცოდება, მამაოებმა გერე გვითხრეს, რო თუ ვინმე შეგვაგვინებს უნდა მივიდეთ მასთან და უნდა ავუხსნათ, რომ გინება არაა კარგი. ამის გამგონე გულში რაღაც გამიჩნდა ვერ გავიგე რა იყო, მაგრამ ეხლა ამ “სტატიის” წერისას ვხვდები, რომ ეს იყო იმედი!
გიორგი-უი არხი “მოვარდა” ეხლა ამას თევზები წამოყვება, სახლში რო დავბრუნდები ვუთევზავებოო.

სულ ეს იყო. მინდა გთხოვოთ, რომ თუ ვინმეს რამის საშუალება გაქვთ დაეხმაროთ ამ ოჯახს, იქნება ეს ტანსაცმელი, საკვები თუ ფულადი თანხა.

გორში ამ ბიჭებს ყველა ეხმარება, მაგრამ როგორც ხედავთ ეს დახმარება არაა საკმარისიი!!

შეიძლება ზოგმა თქვენგანმა დედ-მამა გაკიცხვის საგნად აქციოს, მაგრამ ამით ბავშვებს მიადგებათ ზიანი, ჩვენ ამ ოჯახს იმიტომ უნდა დავეხმაროთ, რომ ბავშვები სამათხოვროდ აღარ გამოვიდნენ გარეთ და სწავლა გააგრძელონ.

მათ ჩვენი იმედი აქვთ!!!

თუ ვინმეს გაგიჩნდებათ დახმარების სურვილი დამიკავშირდით. სპეციალურად მათი ოჯახისთვის გავაკეთე საქველმოქმედო ყუთი. ყუთიდან შემოსული მთელი თანხა მათ გადაეცემათ ან იმ ფულით ვუყიდი საკვებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close