საკითხავი

პინგვინები

ddd

ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ“ თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ (პინგვინები ცურავენ36 /სთ სიჩქარით)ცხოვრების 2/3-ს წყალში ატარებენ. ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ.

sgsds

სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავენ წყალში, ასევე სწრაფად მისრიალებენ ყინულზე მუცელზე გაწოლილნი, შეუძლიათ აცოცდნენ ნებისმიერი დაქანების აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, გადახტნენ წყალში ნებისმიერი სიმაღლიდან, ვერტიკალურად ამოხტნენ წყლიდან 1 მ-ზე მეტ სიმაღლეზე და ღრმად ჩაყვინთონ წყალში (20 მეტრ სიღრმეზე ჩადიან და იკ 80 წუთამდე ძლებენ).პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ. საჭიროების შემთხვევაში, პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს, ინაწილებს ფუნქციებს, ათვალიერებენ ერთმანეთს.

sfas

სადილობის შემდეგ, როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად, როგორც წესი, პოსტზე ტოვებენ გუშაგს. შემდეგ იწყება ყარაულის ცვლა. გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება. (ეს ძალიან საინტერსოა ფაქტია, მშვენიერი გუნდია : ) )

წყარო: maxi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close