აფიშებით გაცოცხლებული ისტორია
სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა პრობლემა – მრავალფეროვანი პოსტერები. თვალი გადავავლოთ მსოფლიო ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს იმდროინდელი აფიშების საშუალებით.
როგორც ვიცით ადრე დედამიწა ბრტყელი ეგონათ,ნელ-ნელა შეიცვალა წარმოდგენები მის შესახებ.ეს კი XVI-XVII საუკუნეების რუკებია,არცთუ ისე დიდი სიზუსტით შედგენილი.
კაცობრიობა მონებით ვაჭრობას ანტიკური დროიდან მისდევდა,თუმცა მონათვაჭრობის პიკად 1680-1780 წლებია მიჩნეული.ასეთი აფიშები ხალხს მონების მორიგი ბაზრობის გამართვის შესახებ ამცნობდა.
კარლ მარქსმა-კომუნისტური იდეოლოგიის ფუძემდებელმა 1848 წელს გამოუშვა წიგნი „კომუნისტური მანიფესტი“.ეს კი ამ წიგნის გარეკანია.
მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის დასავლეთში ყაჩაღები და თაღლითები დათარეშობდნენ.ველური დასავლეთი სახიფათო ადგილად ითვლებოდა.ეს არის 1870-იანი წლების განცხადება,სადაც დიდ ჯილდოს ჰპირდებიან მას,ვინც ცნობილ ყაჩაღს ბილი ქიდს შეიპყრობს.
ეს კოკა-კოლას 1890-იანი წლების რეკლამაა
ახლა გადავიდეთ კომუნისტურ პროპაგანდისტულ პლაკატებზე:
რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდის პლაკატი,რომელიც ხალხს მოუწოდებს შეუერთდნენ წითელ არმიას.
ეს აფიშები ხალხს კომუნისტურ ცნობიერებას უმაღლებენ
ეს პოსტერები კი ხალხს ბელადის კულტის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ზა როდზინუ,ზა სტალინა!!! :D
არანაკლებ საინტერესო პოსტერები აქვს ფაშისტურ გერმანიას:
ეს პოსტერი 1933 წლის რაიხსტაგის არჩევნებს ეძღვნება.კანცლერი ჰიტლერი და პრეზიდენტი ჰინდერბურგი.
ნაცისტებამდე იყო უმუშევრობა,უიმედობა ახლა კი სამუშაო,სიხარული,დისციპლინა.მიეცი ფიურერს(ბელადს) შენი ხმა !!!
იყავი ფიურერის ერთგული
სს-ის შესავსებად დაბეჭდილი პლაკატი
სხვადასხვა ნაცისტური პოსტერები
1920-1933 წლებში აშშ-ში ალკოჰოლის დამზადება და გაყიდვა აკრძალული იყო.განგსტერები(მაგ:ალ კაპონე) ალკოჰოლის დამზადებით,კონტრაბანდულად შემოტანითა და გაყიდვით დიდძალ სიმდიდრეს იხვეჭდნენ.
ეს პოსტერი მოგვიწოდებს გავსუქდეთ(საინტერესოა ის ჩვენს დროში რამდენად წარმატებული იქნებოდა)
1960-იანი წლები მიჩნეულია ამერიკული რეკლამის კრეატიულ რევოლუციად,ეს პერიოდი ასოცირდება უილამ ბერნბაჩის სახელთან,რომელმაც შექმნა ვოლკსვაგენის რევოლუციური რეკლამები.
ეს აფიშა გვიბიძგებს შევიძინოთ უახლესი გამოშვების ტელევიზორი
ეს პოსტერი კი BONKERS ხილის კანფეტების დაგემოვნებას გვირჩევს
ეს არის MICKEY MOUSE-ის ადრეული პოსტერი.
ეს პოსტერები ჩინურ ოჯახებს მოუწოდებენ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდეთ.ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკა აქ უკვე დიდი ხანია ტარდება,თუმცა ბუნებრივი მატება მაინც მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება.
Munro Leaf-ის My Book To Help America გამოქვეყნდა 1942 წელს და ის მითითებებს აძლევდა ბავშვებს ,თუ როგორ დახმარებოდნენ ამერიკას მეორე მსოფლიო ომის მოგებაში.
ფრანგული კარიკატურა სახელწოდებით „კავკასიური ცეკვა“.ხანჯლით უკვე განგმირულ სამიზნეებზე წარწერები:გერმანია,უნგრეთი,რუმინეთი,ბულგარეთი,ბალტიის ქვეყნები,პოლონეთი,ჩეხოსლოვაკია.ჯერ უვნებელი სამიზნე-საფრანგეთი.ბალალაიკაზე უკრავენ ფრანგი კომუნისტები.
ქარწაღებულნი(1968წ.)
ეს კი თანამდროვე ნიუ-იორკის ბილბორდები
წყარო:www.wikipedia.org(ჩემი თარგმანი)