არქივი

///AMG-ის ისტორია

86969315e26c
Mercedes-AMG, ანუ უბრალოდ AMG – კომპანია მერსედეს-ბენცის ქვედანაყოფი, რომელიც აწარმოებს კომპანიის სერიული ავტომობილების სრულყოფას (ტუნინგს), ასევე წარმოადგენს კომპანიას ავტოსპორტში.

დასახელებაში AMG – პირველი ორი ასო “A“ და “M“ წარმოადგენს დამფუძნებლების გვარების პირველ ინიციალებს, რაც შეეხება მესამე ასო “G“-ს ეს არის შტუტგარტის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის სადაც დაფუძნდა კომპანია AMG, Großaspach დასახელების პირველ ასო.

კომპანია AMG დაარსდა 1967 წელს, მერსედსე-ბენცის ყოფილი ინჟინერების ხანს ვერნერ აუფრეხტის და ერხარდ მელხერის მიერ. კომპანიის დაარსების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების “ტუნინგი“. წარმოება განლაგებული იყო ქალაქ შტუტგარტის ახლოს დაბა „ასპახ“-ში და მისი მთავარი კონკურენტი იყო კომპანია Brabus, რომელიც ასევე სპეციალიზირებული იყო მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების ტუნინგში.

1999 წელს კომპანიის აქციების 51% შეიძინა კონცერნმა DaimlerChrysler, ხოლო დასახელება კი შეიცვალა Mercedes-AMG-ით, 2005 წლის 1 იანვრიდან კი კომპანია სრულად გადავიდა Mercedes-Benz-ის საკუთრებაში.
15c9e82c3a67
სამოცდათიანი წლების დასაწყისში კომპანია AMG-მ ავტო-სპორტში წარმოადგინა Mercedes-Benz 300SEL-6,3, ავტომობილი აღჭურვილი იყო 6.8 ლიტრი სამუშაო მოცულობის მქონე V8 ძრავით და სიმძლავრე 400 ცხენის-ძალაზე მეტს შეადგენდა, ასევე დამახასიათებელი იყო ძრავის დიდი ხმა, რის გამოც ავტომობილს მეტსახელად “Red Saw“ ანუ “წითელი ხერხი“ დაარქვეს. დიდი წონის გამო ავტომობილს პრობლემები ქონდა საბურავების მხრივ, ასევე საჭიროებდა საწვავით ხშირ გამართვას, მიუხედავად ამისა მან 1971 წელს მაინც შეძლო მოეგო 24 საათიანი ტურნირი, მოგვაინებით კი ევროპის საავტომობილო ძარის ტურნირის (ETCC) ჩემპიონიც გახდა.

3cd885c32574
Mercedes-Benz 300SEL ჩანაცვლება მოხდა Mercedes-Benz 450SLC-ით სერია R107, ავტომობილი აღჭურვილი იყო შედარებით ნაკლები მოცულობის მქონე 5.0 ძრავით, ეს იყო ერთერთი უმძლავრესი და საწვავის მოყვარული ავტომობილი იმ პერიოდის ავტოსპორტში, თუმცა მიუხედავდ ამისა ავტომობილმა შეძლო ბევრ ჩემპიონატში გამარჯვება, როგორც წრიულ რბოლებში ასევე რალიში
76e026b72a80
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, როდესაც წარმოებაში ჩაეშვა ახალი კომპაქტური მოდელი 190Е, AMG-ს დახმარებით ის ასევე იქნა წარდგენილი ავტოსპორტში. 1984 წელს სპეციალურად მომზადებულმა ავტომობილმა სტარტი აიღო წრიულ გრანპრიზე ნიურბურგინზე, რბოლა აირტონ სენამ მოიგო. 1986 წლიდან მერსედესი DTM ჩემპიონატში ღებულობს მონაწილეობას, რაც შეეხება კომპანია AMG-ს ის ჩემპიონატში 1988 წლიდან ღებულობს მონაწილეობას, მაგრამ მიუხედავდ ამისა ახალმა ავტომობილმა 190Е-2,3-16 ვერ შეძლო იმავე წელს ჩემპიონატის მოგება, მხოლოდ 1992 წელს კომპანია ფორდიდან გადმოსულმა კლაუს ლუდვიგმა შეძლო ჩემპიონობის ტიტულის მოპოვება. ჩემპიონის შემდეგი ტიტულის მოპოვება მოხდა 1994 წელს ახალი Mercedes-Benz C-Class, ეს იყო რიგით მესამე ტიტული კალუსს ლუდვიგის ანგარიშზ

d247afa9b311
მას შემდეგ რაც კომპანია AMG-ს სრული პაკეტი შეიძინა მერსესდესმა, ხანს ვერნერ აუფრეხტმა დაარსა კომპანია H.W.A. Gmbh, რომელიც ისევე როგორც AMG წარმოადგენს მერსედესის ბრენდს ავტოსპორტში. მიუხედავდ ახალი კომპანიის დამაარსებლის მდიდარი სპორტული გამოცდილებისა, H.W.A. Gmbh-ის სახელით პირველი დებიუტი კრახით დასრულდა. 1999 წელს ლემანის 24 საათიანი რბოლის დროს ახალი ავტომობილი Mercedes-Benz CLR ბოლომდე ტექნიკურად არ იყო დამუშავებული და აეროდინამიურად არ იყო გათვლილი, რის გამოც შეიქმნა საშიშროება ავტომობილის ამოტრიალებისა, დეფექტის აღმოჩენა მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლის დროს გახდა შესაძლებელი, როდესაც ამოტრიალდა მარკ ვებერის ავტომობილი, მიუხედავდ ამისა რბოლა გააგრძელეს ოღონდ მანქანას სიმძიმისთვის დაამატეს ზედმეტი ბალასტი, თუმცა ავტომობილი არასწორ გზაზე მაინც ამოტრიალდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ამავე დროს გუნდს ლიდერის პოზიციები ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა, რომ გუნდი მოხსნილიყო შეჯიბრიდან. შემდეგ წელს კომპანია H.W.A. Gmbh-მა გააგრძელა DTM ჩემპიონატში მონაწილეობა და გუნდმა შეძლო 5-ჯერ ჩემპიონის ტიტულის მოგება, აქედან სამი ტიტული ბერნდ შნაიდერის პირად ანგარიშზეა.

b7be4b1c49a1
20e60dcb12be
70e213b92810
fefede873859

ესეც ამგ-ს ვიდეოები

წყარო:http://mercedesclub.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button