გართობა

ცოტა რამ მზესუმზირის შესახებ

a0498344a55a

ვის არ უყვარს მზესუმზირის კნატუნი? ხო და გაგრძელებაში ერთად ვიკნატუნოთ…:)))

პოსტში გავიგებთ ამ ყველასათვის საყვარელი ნუგბარის და გასართობი საშუალების შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას…

– მუსულმანებისთვის ყველაზე უზრდელობად და უპატივცემულობად ითვლება, როცა მოსაუბრის თანდასწრებით საღეჭ რეზინს ღეჭავ და მზესუმზირას აკნატუნებ.

– 2002 წელს ვლადივასტოკში ოფიციალურად აკრძალეს მზესუმზირის გაყიდვა, რადგან ქალაქს უნდა წვეოდა ვლადიმერ პუტინი (მაშინ პრეზიდენტი იყო… ნუ, მთავარი პრეზიდენტი)

– ღვთის მსახური ფეოკტისტა 35 წლის მანძილზე ცხოვრობდა კუნძულზე, მარხულობდა და ლოცულობდა. მისი ერთადერთი საკვები კი მზესუმზირა გახლდათ.

– 2005 წელს მთელ რუმინეთში გამოჩნდა პლაკატები წარწერით: “ნუ ჭამ მზესუმზირას” . შემოიღეს ოფიციალური აკრძალვა ქუჩაში მზესუმზირის კნატუნზე.

– ცნობილი მწერალი ალან კარი ცნობილია წიგნებით “ადვილი გზა, როგორ შევეშვათ მოწევას”, “ადვილი გზა, შევეშვათ სმას”, “ადვილი გზა დავიკლოთ წონაში”. მან სურდა დაეწერა წიგნი “ადვილი გზა, შევეშვათ კნატუნს”. 3 წლის ცდის შემდეგ კი ეს იდეა დაივიწყა, რადგან მიხვდა, რომ ეს ჩვევა “გადაუჩვეველია”.

– “ეძინაია რასიას” ლიდერი ბორის გრიზლოვი სრულიად ამართლებს თავის გვარს. პარტიის ყველა არაფორმალური შეკრებისას ბორის ვიაჩესლავოვიჩი ღრღნის” (грызть – ღრღნა). ეს რუსული ხუმრობაა. გვარს “грызлов” მომდინარეობს სიტყვიდან “грызть”.

– ისრაელში ბენ-იიაკოვს გამოუწერეს 850დოლარი ჯარიმა, რადგან მან მანქანის ფანჯრიდან გადმოყარა მზესუმზირის ნაფცქვენი. ჯარიმის გადახდის შემდეგ იგი ანტისემიტი გახდა.

– მზესუმზირა ზუსტად იმდენივე კალცს შეიცავს, რასაც არაჟანი და ხილის იოგურტი. მზესუმზირა მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებენ კანს და ლორწოვან გარსს, არეგულირებენ მჟავისა და ტუტის შემცველობას ორგანიზმში.

– მზესუმზირის კნატუნი (ღრღნა) ამშვიდებს ნერვებს. კნატუნის მონოტონურობა ნელა გადადის ტრანსში და ის უკვე აღარ მოქმედებს შინაგან გამღიზიანებელზე.

– აშშ-ში არის მზესუმზირის პოპულარული ბრენდი “დევიდი”. შეფუთვაში არის 163 გ. მზესუმზირა როგორც მოხალული, ასევე მარილიანი, ბეკონის, მწარე საწებლისა და სხვადასხვა არომატებით. შეფუთვაში ასევე არის ჭამის ინსტრუქციაც. თურმე, “საჭიროა მარცვალი გავღრღნათ კბილებით, შევჭამოთ გული და გადმოვაგდოთ ნაფცქვენი”. შეფუთვაზე ასევე აწერია: “დევიდი” – ჭამე. დადნი. იყავი ბედნიერი”.

– ბევრი მძღოლი ამტკიცებს, რომ მზესუმზირის კნატუნი საუკეთესო საშუალებაა, რომ საჭესთან არ ჩაგეძინოს.

– მზესუმზირა თავის კანიანა უფრო სასარგებლოა. “შიშველ” მარცვალში ცხიმები მჟავდება. თუმცა, ამავე დროს, მზესუმზირის მარცვლის გაფცქვნას ერთგვარი მედიტაციის უნარიც ქონია. პროცედურას დიდი პსიქოთერაპიული ეფექტი აქვს. ამ დროს ადამიანი ერთობა, ყურადღება გადააქვს მთლიანად ამ პროცესზე და მშვიდდება.

გაზაფზული და ზაფხული მზესუმზირის სეზონია, იქიდან გამომდინარე რომ თბილა, ვსეირნობთ და დროს მზესუმზირის კნატუნში ვკლავთ. ხო და აკნატუნეთ…:))))))))

მსგავსი ამბები

Back to top button