გასართობივიდეოებიკრეატივი

ყველა დროის 10 საუკეთესო რემიქსი YouTube-ზე

იუთუბის ერთ-ერთი მარგალიტია რემიქსები. ავტორები ვიდეოების რემიქსების წყალობით პოპულარულები ხდებიან. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა იუთუბის რემიქსების ტოპ ათეული.

Charlie bit my finger – again!

209 მილიონზე მეტი ნახვა! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო იუთუბზე. ეს ვიდეო ყველაზე ნახვადი იყო იუთუბზე, სანამ ლედი გაგა და ჯასტინ ბიბერი დაგვატყდებოდნენ თავს. არც მისი რემიქსი ჩამოუვარდება ორიგინალს პოპულარობით. ის 20 მილიონზე მეტჯერაა ნანახი. ნახეთ ორიგინალი და დატკბით მისი რემიქსით.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Vince With Slap Chop

სლაფ ჩოფის რეკლამა უკვე გაარემიქსა უამრავმა იუთუბის მომხმარებელმა. რემიქსის მნახველები 10 მილიონს აღწევენ.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

David After Dentist

ამ ვიდეოს იუთუბზე 63 მილიონი მნახველი ყავს, ასევე აქვს უამრავი რემიქსი, მაგრამ მათ შორის ყველაზე პოპულარულია Tobuscus-ის მიერ შექმნილი, რომელიც 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Dramatic Look

როდესაც იუთუბის მომხმარებელი magnets99 ამ 5 წამიან ვიდეოს დებდა, ის ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რამხელა პოპულარობას მოიპოვებდა ეს ვიდეო. ის ნანახია 23 მილიონჯერ და აქვს უამრავი რემიქსი. ნახეთ ჯერ ორიგინალი და შემდეგ რემიქსების კრებული

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Pants On The Ground

ამერიკული ნიჭიერის მაყურებლებს ემახსოვრებათ გენიალური ლერი პლატი და მისი სიმღერა “Pants On The Ground”. სიმღერის რემიქსი გაცილებით მეტჯერაა ნანახი, ვიდრე ორიგინალი.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Christian Bale Rant – NSFW

როდესაც კრისტიან ბეილის ეს ჩანაწერი გავრცელდა, მას მოყვა უამრავი რემიქსი. გთავაზობთ  საუკეთესო რემიქსს, რომელიც 4 მილიონჯერაა ნანახი.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Bill O’Reilly Flips Out – NSFW

პოლიტიკური კომენტატორი  Bill O’Reilly-ი ცნობილია თავისი გამოხტომებით. ერთ-ერთი მისი ვიდეო გაარემიქსეს და ძალიან პოპულარულიც გახდა.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Double Rainbow

ჩემი ფავორიტი რემიქსი. პოლ ვასკესი ტყეში მოგზაურობდა, როდესაც შენიშნა ორმაგი ცისარტყელა. მან ვიდეოზე დააფიქსირა ეს სანახაობა და შემდეგ იუთუბზე დადო. გაკეთდა უამრავი რემიქსი. ჩემ საყვარელ რემიქსს 2,4 მილიონზე მეტი მნახველი ყავს.

ორიგინალი:

რემიქსი:

 

Standing Cat

ვიდეო ამდგარი კატა სულ ცოტახანია რაც მოევლინა ინტერნეტ სივრცეს, მაგრამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. მალევე გაკეთდა მისი რემიქსი, სადაც უკანა ფონზე მეორე მარიაჩი კატა უკრავს გიტარაზე. აი ეს არის ნამდვილი ჩექმებიანი კატა!

ორიგინალი:

რემიქსი:

 

სულ ეს იყო. იმედია იხალისეთ :)

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close