გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველა დროის საუკეთესო სამეფო ქორწილები


სამეფო ქორწილები ყოველთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რომელიც მთელი ქვეყნის და მსოფლიოს სალაპარაკო თემად გადაიქცეოდა ხოლმე

ლონდონი, ინგლისი

წყვილი: პრინცი ჩარლზი და ლედი დაიანა სპენსერი

თუმცა ქორწილი იყო განწირული და დაიანას ცხოვრება მივიდა მოულოდნელ დასასრულამდე, მათი სამეფო ქორწილი სენსაციად იქცა მთელს მსოფლიოში. მათმა ქორწილმა პაპარაცული აფეთქების შექმნა გამოიწვია, რომელიც იყო ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროგრამა ისტორიაში. დღეს, დაიანას მემკვიდრეობა მაინც იგრძნობა მთელს ინგლისში.

თარიღი: 1981 წლის 29 ივლისი

ადგილმდებარეობა: წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი, ლონდონი

გენეალოგია: ლედი დაიანა ფრენსის სპენსერი, მორცხვი 20 წლის გოგონა დაბადებული ბრიტანულ არისტოკრატიულ ოჯახში, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი კავშირები ჰქონდათ სამეფო ოჯახთან. პრინცი ჩარლზი, ამჟამინდელი დედოფლის ელისაბედ II-ის და პრინც ფილიპის პირველი ვაჟიშვილი, უელსის პრინცი და მომავალი სამეფო ტახტის მემკვიდრე.

ისინი ეწვივნენ წმ. პავლეს ტაძარს და შემდეგ ბუკინგემის სასახლეს, ჩარლზი და დაიანა გაჩნდნენ აივანზე, სადაც მოხდა მათი პირველი “ოფიციალური” კოცნა. შემდეგ გაემგზავრნენ კენსინგტონ პალასში, სადაც წყვილი ცხოვრობდა.

———————————————————————————————————————–

ვერსალი, საფრანგეთი

წყვილი: მარია ანტუანეტი და მომავალი მეფე ლუი XVI

მათ ქორწილს უნდა გაემყარებინა კავშირები საფრანგეთს და ავსტრიას შორის, მაგრამ საფრანგეთის საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა ამ კავშირს. მათი მეფობა დაგვირგვინდა საფრანგეთის რევოლუციით და მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ღალატში, გილიოტინაზე თავები წააცალეს.

თარიღი: 1770 წლის 16 მაისი

ადგილმდებარეობა: ვერსალის სასახლე, საფრანგეთი

გენეალოგია: მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ჰაბსბურგელ-ლოთარინგელი იყო 14 წლის ბავშვი პატარძალი, იმპერატორი ფრანც I-ისა და მარია ტერეზას უმცროსი ქალიშვილი. ლუი XVI დე ბურბონი იყო 15 წლის.

ეწვივნენ ვერსალის სასახლე, სადაც მოხდა ლუის დაბადება და შემდგომ მათი ქორწილი. პარიზში ფეხით გაიარეს კონკორდის მოედანზე – ახლა ლამაზი მოედანი, მაგრამ მაშინ ეგ მოედანი იქცა ზუსტად მარიას და ლუის სიკვდილის დასჯის ადგილად. მათი ნაწილები გადასვენებულ იქნა წმ დენისის ბაზილიკის სამეფო აკლდამაში

—————————————————————————————————————-

აგრა, ინდოეთი

წყვილი: შაჰ ჯახანი და მუმთაზ მახალი

თუმცა ის იყო შაჰის მესამე ოფიციალური ცოლი, უდავოდ მისი საყვარელი ცოლი იყო. მათი კავშირი დაგვირგვინდა 14 შვილით და მარადიული სიყვარულით, რომელიც ტაჯ-მაჰალში შეფიცეს ერთმანეთს.

თარიღი: 1612 წლის 10 მაისი

ადგილმდებარეობა: აგრა, ინდოეთი

გენეალოგია: მუმთაზი იყო სპარსი აზნაურის შვილიშვილი, ხოლო შახი – მესამე შვილი იმპერატორი ჯახანგირის. ის იყო ქალაქ დელის დამფუძვნებელი და ინდოეთში მდებარე რამოდენიმე ძვირფასი შენობის და მონუმენტის შემქმნელი.

ტაჯ-მაჰალი იყო მათი სიყვარულის ადგილსამყოფელი.. 22 წელი მოანდომა შაჰმა მისი და უმშვენიერესი ბაღის აშენებას აგრაში, ქალაქში, სადაც მისი ცოლი დაიბადა.

———————————————————————————————————–

სანკტ პეტერბურგი, რუსეთი

წყვილი: მეფე ნიკოლოზ II და პრინცესა ალისა (ალექსანდრა ფიოდოროვნა)

პრინცესა ალისამ, მეფე ნიკოლოზთან რომ შეუღლებულიყო, სარწმუნოება შეიცვალა და მართლმადიდებლურად მოინათლა, ალექსანდრას სახელით. თავდაპირველად, ეს მას სამძიმოდ ეჩვენებოდა, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული პროტესტანტული რელიგიის ჭეშმარიტებაში; მაგრამ გაეცნო რა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, 1894 წლის 21 ოქტომბერს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მან გულწრფელად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება.

თარიღი: 1894 წლის 14 ნოემბერი

ადგილმდებარეობა: ზამთრის სასახლის ეკლესია, სანკტ პეტერბურგი

გენეალოგია: ალისა იყო გერმანელი პრინცესა, ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორიას შვილიშვილი, ჰესენისა და რაინის დიდი ჰერცოგის ლუდვიგ IV-ისა და ჰერცოგინია ალისას მეოთხე ქალიშვილი. ნიკოლაი II-ის სრული სახელი იყო ნიკოლაი ალეკსანდროვიჩ რომანოვი. მისი ოფიციალური ტიტული – ნიკოლაი II, იმპერატორი და ავტოკრატი სრულიად რუსეთისა. იგი წმინდანადაა შერაცხული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

წყვილი და მათი შვილები დასაფლავებულნი არიან წმ. პეტრეს და პავლეს საკათედრო ტაძარში, სანკტ პეტერბურგში.

—————————————————————————————————–

სეული, სამხრეთ კორეა

წყვილი: მეფე გოჯონგი და დედოფალი მინი

მე-19 საუკუნეში, სამხრეთ კორეაში გამართული სამეფო ქორწილი სავსე იყო ზარ-ზეიმით, ფერებით და ბრწყინვალებით. კორეის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქორწილი ჩატარდა უნჰიეონგუნგის სასახლეში. სამწუხაროდ, სწორედ ამ სასახლეში დაასრულა სიცოცხლე დედოფალმა მინმა, რომელიც იაპონელი დაქირავებული მკვლელების მიერ იქნა მოკლული პოლიტიკური უწესრიგობის დროს.

თარიღი: 1866 წლის 21 მარტი

ადგილმდებარეობა: უნჰიეონგუნგის სასახლე, სეული, სამხრეთ კორეა

გენეალოგია: ქალიშვილი იყო 16 წლის, დაბადებული არისტოკრატიული მინის ოჯახში, რომელიც გახდა იმპერატრიცა მიეომგსეონგი ან დედოფალი მინი. ვაჟი იყო იმპერატორი გვანგმუ, ჯოსენის დინასტიის 26-ე მეფე და კორეის იმპერიის პირველი იმპერატორი.

წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე), სეულის მეტროპოლიტენის მთავრობა მასპინძლობს ორი საათის განმავლობაში ხელახლა ამოქმედებულ მეფე გოჯონგის და დედოფალი მინის სამეფო საქორწილო ცერემონიალს, რა დროსაც წყვილები იმ გზას გადიან, რომელიც ამ შესანიშნავმა წყვილმა გაიარა.

———————————————————————————————————–

ელ-ამარნა, ეგვიპტე

წყვილი: ფარაონი ტუტანხამონი და ანხესენპაატენი

იგი ყველაზე ცნობილი ფარაონი გახდა, მას შემდეგ, რაც მისი ხელუხლებელი საფლავი აღმოაჩინეს მე-20 საუკუნის დასაწყისში. თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა (იგი გარდაიცვალა მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში იყო).

თარიღი: ძვ.წ. 1334 წ.

ადგილმდებარეობა: ელ-ამარნა, ეგვიპტე

გენეალოგია: გოგონა იყო ეგვიპტის მე-18 დინასტიის პრინცესა, ფარაონ ახენატენი და დედოფალ ნეფერტიტის ქალიშვილი. ტუტანხამონი 9 წლის ასაკში ავიდა სამეფო ტახტზე. ისიც ახენატენის ძე იყო, ოღონდ მეორე ცოლისგან, კიასგან. ასე,რომ შედგა წყვილი ნახევარ და-ძმას მიერ, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო ძველი ეგვიპტეში.

ელ-ამარნა – ქალაქი ეგვიპტეში. ქალაქში მიედინება მდინარე ნილოსი. ქალაქი უძველესი დროიდან უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეგვიპტის ცხოვრებაში, აქ აღმოჩენილია მრავალი ნივთი და სარკოფაგი. ამჟამად ქალაქი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, თითოეულ ნაწილში მრავალი ისტორიული ადგილა. ელ-ამარნაში უამრავი მუზეუმია. ქალაქი 58 კილომეტრითაა დაცილებული საგუბერნატოროს ადმინისტრაციულ ცენტრ ელ-მინიას, 312 კილომეტრით კაიროს , 402 კილომეტრით კი ლუქსორს. ქალაქი ელ-მინიას მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია.

—————————————————————————————————–

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close