არქივი

კომპრაჩიკოსები-ბავშვების დასახიჩრების ოსტატები

906ca5b09580

ისტორიაში არაერთხელ შეგვიმჩნევია ისეთი მოვლენა, როდესაც ბავშვი დიდების სათამაშო-გასართობად ყოფილა განკუთვნილი. სასტიკ ეპოქებში ეს მოვლენა განსაკუთრებით საშემოსავლო ხელობად იყო ქცეული. XVII საუკუნე, დიდებულ საუკუნედ წოდებული, ერთი ასეთი ეპოქათაგანია. ბავშვობით ვაჭრობას თავისებური ხელობა ერთვოდა. ამ ვაჭრობასა და ხელობას კომპრაჩიკოსები მისდევდნენ. ისინი ყიდულობდნენ ბავშვებს, გადაამუშავებდნენ და შემდეგ ისევ სხვას მიჰყიდნენ. ეს ხელოვნება სახიჩრებს ქმნიდა.

კომპრაჩიკოსები დასახიჩრების სპეციალისტები იყვნენ: მახინჯების ხელოვნური გამოყვანა განსაკუთრებული წესისამებრ ხდებოდა, ეს თავისებური მეცნიერება იყო. წარმოიდგინეთ ორთოპედია შებრუნებით.

კომპრაჩიკოსები მაწანწალათა შეკრებულებას წარმოადგენდა. ისინი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ: ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები და იტალიელები. ისინი ბრბოს წარმოადგენდნენ, რომელთაც დანაშაული ხელობად გაეხადა.

“კომპრაჩიკოსები”, აგრეთვე “ კომპრაპეკენოსები” ესპანური შედგენილი სიტყვაა; მისი მნიშვნელობაა “ბავშვების შემსყიდველები”.

მახინჯები სჭირდებოდა სულთანს, ასევე პაპს. პირველს სჩირდებოდა ცოლების ყარაულებად; მეორეს – ლოცვათა წესრიგისათვის. ეს მახინჯები წარმოადგენდნენ თავისებურ განსხვავებულ ხეიბრებს, რომელთაც შთამომავლობის დატოვება არ შეეძლოთ. ეს ადამიანის მსგავსი არსებანი ემსახურებოდნენ ავხორცობასაც და რელიგიასაც. ჰარამხანა და სიქსტის კაპელა იმავე მახინჯთა სხვადასხვანაირ სახეობას საჭიროებდნენ: პირველს სჩირდებოდა სასტიკი მახინჯები, მეორეს – წარმტაცნი.

ამ ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალი იყო “მამლის” დამზადება ინგლისის მეფისათვის. რომლის კარზე ასეთი ჩვეულება ჰქონდათ- სასახლეში უნდა ყოლოდათ ისეთი კაცი, რომელიც ღამღამობით მამალივით იყივლებდა. ეს ღამისმთეველი თვალს ვერ მოხუჩავდა; როდესაც ყველას ეძინა, ის სასახლესში დაფრატუნობდა და ყოველ საათში უნდა ეყივლა. ამისათვის კი მას ბავშვობაში ხორხის ოპერაციას უკეთებდნენ.

იმათ, ვინც განკუთვნილნნი იყვნენ ჯამბაზობისთვის, მეტადმოხერხებულად უბრუნებდნენ სახსრებს. ბავშვები უძვალო გეგონებოდათ. მათგან გიმნასტებს ამზადებდნენ. ადამიანის ნორმალურ შემოხედვას სიელამით შესცვლიდნენ.

კომპრაჩიკოსები ბავშვის პირისახეს ისე გადაამუშავებდნენ, როგორც ჩინელები ხის მასალაზე მუშაობდნენ. რაკი ჩინელებს შევეხეთ, აქ კიდევ ერთ წვრილმანზე შევჩერდეთ. ჩინეთში უხსოვარი დროიდან დაიწყო განვითარება ხელოვნებამ, რომლისთვისაც შეიძლებოდა ცოცხალი ადამიანის ჩამოსხმა გვეწოდებინა. ორი-სამი წლის ბავშვს ფაუფურის ლარნაკში ათავსებდნენ; ამ ლარნაკს ცოტად თუ ბევრად უცნაური მოყვანილობა ქონდა; ოღონდ უსახურავო და უძირო იყო, რომ თავი და ფეხები თავისუფლად ემოძრავებინა ბავშვს. დღისით ლარნაკს ვერტიკალურ მდგომარეობაში დგამდნენ, ხოლო ღამით დააწვენდნენ, რომ ბავშვს დასძინებოდა. ამგვარად, ბავშვი მხოლოდ სიგანეში იზრდებოდა და თავისი შებოჩილი სხეულით და გამრუდებული ძვლებით ჩურჩლის შეღმავებულადგილებს ავსებდა. ასეთ ქილაში ზრდა რამოდენიმე წელიწადს გრძელდებოდა, განსაძგვრულ დროში მსხვერპლი საბოლოოდ მახინჯდებოდა. როდესაც ექსპერიმენტი სასურვალ შედეგს მიაღწევდა, გასტეხდნენ ლარნაკს და იქიდან გამოვიდოდა ადამიანის მსგაავსი არსება, რომელსაც ლარნაკის ფორმა მიეგო. ეს ხელსაყრელი იყო ვისაც როგორ ჯუჯა სჭირდებოდა, ისეთ შეკვეთას მისცემდა.

ინგლისში კომპრაჩიკოსები სტუარტების დროს ხელისუფლების ერთგვარი მფარველობით სარგებლობდნენ. სარწმუნოების მგზნებარე ქომაგი იაკობ მეორე, რომელიც ებრაელებს სდევნიდა და ბოშებს აწიოკებდა, კომპრაჩიკოსების მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მიზეზი კი მარტივი იყო- თუ მცირეწლოვანი მემკვიდრე ვინმეს გზას უღობავდა, ის უმალ კომპრაჩიკოსების ხელში ვარდებოდა, გარკვეული ოპერაციებოის შემდეგ მემკვიდრე ბავშვი თავის შესახედაობას ჰკარგავდა. ეს გარემოება კი ხელს უწყობდა ბავშვების ქონების კონფისკაციას, შემდეგ ადვილი ხდებოდა მათი მამა-პაპისეული მიწაწყლი და ადგილ-მამული ფავორიტებზე გაესაჩუქრებინათ.

და ბოლოს, ისინი ქრისტიანები იყვნენ, თანაც კარგი ქრისტიანები, როგორც შეშვენოდა (ეხმარებოდნენ წმინდა მამებს მგალობლების შეგროვებაში, ამ მგალობელთა მეოხებით შესაძლო ხდებოდა შეესრულებინათ ალეგრას გალობა “უფალო შეგვიწყალე”, ისინი განსაკუთრებით პატივ სცემდნენ ქალწულ მარიამს), თუმცა ყოველნაირი ერის წარმომადგენელთან შემდგარს, მაგრამ ღვთისმოშიშ ქვეყანაში, ესპანეთში , აღმოცენებულ ძმობას.

მსგავსი ამბები

Back to top button