გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე სტაჟიანი მეძავი

ბრიტანეთში დაბადებული მილი კუპერი – 96 წლის ბებია.

ამ პროფესიას მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოჰკიდა ხელი და დღემდე მისი “ერთგულია”.

მისი თავგადასავალი კი ასეთია: 27 წლის ასაკში შეუყვარდა ერთი ამერიკელი და ლონდონიდან ლას-ვეგასში გადავიდა საცხოვრებლად. სამწუხაროდ, მისი რჩეული ომმა იმსხვერპლა და ჩვილბავშვიანი ქალი მარტოადმარტო დარჩა. თავიდან კაბარეში ცეკვავდა, შემდეგ კი მეძავობას მიჰყო ხელი.

მალე წარმატებასაც მიაღწია, “მამაშად” იქცა და 10 ქალს “ინახავდა”.

1955 წელს მეორედ გათხოვდა, მაგრამ არჩეული პროფესიისათვის თავი არ დაუნებებია.

თუ მილის დავუჯერებთ, კარიერის მანძილზე 3500 კაცს მოემსახურა.

მისი კლიენტურის ასაკი, დღეისათვის, 29-92 (!) წელს შეადგენს.

წლის განმავლობაში კი ეს ქალბატონი 80 000 დოლარს გამოიმუშავებს.

ამჟამად მილი თავს არ იტვირთავს და კვირის მანძილზე მხოლოდ ორ კლიენტს ემსახურება. ამასთან, თვითეული მათგანი 1200 დოლარს იხდის.

მერე რა რომ პენსიონერია?

მერე რა რომ 96 წლისაა?

მთავარი გულით მონდომება ყოფილა (ავტორის შენიშვნა :D )

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close