შეცდომები ფილმებში: კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა…
ამ ნაწილში წარმოგიდგენთ “კარბის ზღვის მეკობრეებში” დაშვებულ შეცდომებს….
1. იმ მომენტში, როდესაც ელიზაბეტი აღმოაჩენს, რომ მეკობრეები დაწყევლილნი არიან, უკან ზის მეკობრე და უკრავს კონცერტინაზე, მაგრამ კონცერტინა გამოიგონეს 1829 წელს. ფილმში კი მოქმედება ვითარდება 1714-1727 წლებში.
2. ფილმის დასაწყისში, როდესაც ელიზაბეტი იღვიძებს, ოთახში ორი მოსამსახურე ქალი შემოდის. ერთი, თეთრკაბიანი ასწორებს ფარდებს, ხოლო მეორეს უჭირავს ყუთი. შემდეგ კადრში კი პირიქით, წითელკაბიანი ასწორებს ფარდებს.
3. იმ პერიოდში, როდესაც ამ ფილმის მოქმედება ვითარდება, პორტ ნასაუს სხვა სახელი ერქვა.
4. სამეფო ფლოტის ოფიცრებს აცვიათ ფორმა, რომელიც არ იყო გამოგონებული 1747 წლამდე.
5. უილის თმა ერთ კადრში სველია და შემდეგ უცბად შრება.
6. უკანასკნელი ბრძოლის წინ, როდესაც ჯეკი ესაუბრება ბარბოსას, ის იღებს ოქროს კერპს და აგდებს, მაგრამ შემდეგ კადრში ის ისევ თავის ადგილასაა.
7. ფილმის დასაწყისში, როდესაც უილი ეხმარება ჯეკს ციხიდან გაქცევაში და მწოლიარე ჯეკი უილს ესაუბრება, ჯეკის მარჯვენა მხართან ჩანს თანამედროვე ფეხსაცმლის კვალი.
8. როდესაც ელიზაბეტის მოსამსახურე ქალი ფანჯარას აღებს, უკან ჩანს ქოხი, რომლის საკვამურიდანაც ამოდის კვამლი, მაგრამ კვამლი გაშეშებულია, ანუ ის არაა ნამდვილი ბუნება, ის სურათია.
9. როდესაც რეგეტი და პინტელი ელიაზბეტს მისდევენ, რეგეტის ხან უჭირავს ჩირაღდანი, ხან არა.
10. როდესაც ფილმში უილი პირველად ჩნდება, ის სუფთადაა გაპარსული, ხოლო იმავე დღის სცენაში მას უკვე აქვს წვერი.
11. პორტი როიალი სინამდვილეში რამდენიმე მეტრით მაღლაა ზღვის დონიდან, ფილმში კი ის ბევრად უფრო მაღლაა.
12. ერთ-ერთ სცენაში როდესაც უილი და ჯეკი წყლიდან ამოდიან მათი ტანსაცმელი სველია, ხოლო შემდეგ სცენაში ორივე მათგანი მშრალია.
13. როდესაც უილი ჯეკს ხანჯალს ესვრის და კედელში ჩაარჭობს, ჯეკის ცდილობს მის ამოძრობას. ერთ კადრში ის ხმალს ტარზე ეჯაჯგურება, ხოლო მეორე კადრში პირზე.
14. ფილმის ბოლოში, როდესაც ჯეკი, უილი და ელიზაბეტი ტოვებენ გამოქვაბულს, ოქროს სკივრი დაკეტილია, შემდეგ სცენაში კი, როდესაც მაიმუნი იღებს ოქროს, ის ღიაა.
15. როდესაც ჯეკი ბარბოსას დაჭრის, ის ტანსაცმელს ორივე ხელით შემოიხევს ჭრილობის სანახავად, შემდეგ სცენაში კი მას ერთ ხელში ვაშლი უჭირავს.
16. როდესაც ჯეკის ჩამოხრჩობას აპირებენ და ერთ-ერთი კაცი კითხულობს მისი დანაშაულების სიას, ჩანს ქალი, რომელიც იმეორებს მის სიტყვებს.
17. ფილმის ბოლოსკენ, როდესაც ელიზაბეტი უილს წამოაყენებს, უილი უყურებს მას, შემდეგ სცენაში ჩანს, რომ ორივე უყურებს ჯეკის ბრძოლას და კიდევ შემდეგში უილი კვლავ ელიზაბეტს უყურებს.
18. ერთ-ერთ სცენაში ჩანს მეომარი, რომელიც თითქოს თავის თავს ეომება, მაგრამ ის სინამდვილეში იმეორებს მის გვერდით მებრძოლი ჩონჩხის მოქმედებებს.
19. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ბარბოსა ერთ-ერთ მტერს მისდევს, მისი კბილები თეთრია, არადა ამ მომენტის გარდა მისი კბილები ყველგან გაფუჭებულია.
პირველი ნაწილის ლინკი: შეცდომები ფილმებში: კარგი, ცუდი, ბოროტი…