ახალი ამბებიგასართობიუცნაური

მოდელისა და გველის დაპირისპირება

ორიტ ფოქსი მოდელი და მსახიობია. იგი ისრაელში უფრო თავისი მკერდის წყალობით გახდა ცნობილი. უზარმაზარი მკერდი აქვს, რომელშიც ერთხელ კი არადა სავარაუდოდ რამდენჯერმე ჩაუტენიათ ექიმებს სილიკონი. თქვენ წარმოიდგინეთ მე სავსებით დავრწმუნდი თუ რა კარგი რამ ყოფილა ეს სილიკონი, ყველაფერს ქვემოთ შეიტყობთ.

საქმე ის გახლავთ, რომ ორიტი ერთ-ერთ რადიოგადაცემაში მიიწვიეს ფოტოსესიაზე. იგი ჩვეულებრივ ფორმაში მიბრძანდა, რა თქმა უნდა გამოტკვარცული კაბა ამშვენებდა, საიდანაც არც თუ ისე დაფარულად მოჩანდა მისი სილიკონიანი მკერდი. ფოტოსესია იმით გახლდათ გამორჩეული, რომ მასში ორი ,,ლამაზი” ქმნილება იღებდა მონაწილეობას. ერთი ორიტი გახლდათ, მეორე კი გველი.

მოდელს გველის დიდად არ შეშინებია, მასთან ერთად მშვენივრად გრძნობდა თავს და ცდილობდა რაც შეიძლება სექსუალური გამომეტყველება და პოზები დაეჭირა. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, სანამ ქალმა გველს ერთგვარი კოცნა არ შესთავაზა ,,ენით”. შემდეგ კი კისერთან ჩამოუშვა, როგორც ამბობენ სწორედ ამ საქციელმა გააღიზიანა გველი და მემგონი მთლად უჭკუოც არ უნდა ყოფილიყო, საკბენად ზუსტად კარგად გაფუმფულებული ადგილი შეარჩია, პირდაპირ მკერდში ჩაავლო პირი საწყალ მოდელს.
თუმცა რომელი უფრო საწყალი აღმოჩნდა შემდეგ, ეს უკვე ცალკე თემაა. ორიტი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და წამალი გაუკეთეს, მან განაცხადა, რომ კბენის მომენტში ტკივილი არ ჰქონია (სავარაუდოდ სილიკონის გამო), მაგრამ გველი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გაინტერესებთ რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი? თურმე იგი სილიკონით მოიწამლა. აი ასე და ამგვარად, დაიმახსოვრეთ ,,სილიკონი კლავს” : )

იხილეთ ვიდეო, რომელიც ფოტოსესიის დროსაა გადაღებული

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close