არქივი

პლანეტა სხვა გალაქტიკიდან

af3tb 

HIP 13044

ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. იუპიტერის მაგვარი პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის (HIP 13044 ) გარშემო, რომელიც ერთ დროს ჯუჯა გალაქტიკას ეკუთვნოდა, ის შემდეგ ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.

ვარსკვლავური სისტემა, რომელმაც ეს პროცესი გადაიტანა, დედამიწიდან 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. HIP 13044 თავისი ევოლუციის ბოლო ეტაპზე იმყოფება. “ჰელმის ნაკადი”, რომელშიც ხსენებული ვარკვლავი და პლანეტა იმყოფებიან 6-9 მილიარდი წლისწინათ ირმის ნახტომის მიერ შთანთქმული გაკლაქტიკის ნარჩენია. ესიძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეკზოპლანეტები სხვა გალაქტიკებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამის მტკიცებულება მხოლოდ ეხლა გაჩნდა. ახლად აღმოჩენილი პლანეტა იუპიტერზე 1,25 ჯერ მძიმეა, თავის ვარსკვლავთან ახლოს მდებარე ორბიტაზე 16,2 დღიანი პერიოდით ბრუნავს.

ამ სისტემას შეუძლია ჩვენი, მზის სისტემის მომავალი დაგვანახოს, ის რაც შორეულ მომავალში მოხდება. HIP 13044-მა თავისი თერმობირთვული საწვავი ამოწურა, შემდეგ გაფართოვდა და წითელ გიგანტად გადაიქცა. ამ დროს შესაძლებელია მასთან უფრო ახლოსმყოფი მყარ ზედაპირიანი (დედამიწის ტიპის) პლანეტები განადგურდნენ, ამის შემდეგ ვარსკვლავი ისევ შეიკუმშა (გადაიქცა თეთრ ჯუჯად). ახლად აღმოჩენილი პლანეტა გადარჩენას ვარსკვლავიდან შორ მანძილზე ყოფნას და თავის დიდ ზომას უნდა უმადლოდეს.

 

წყარო: http://astronet.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button