არქივი

ტენოჩტიტლანი

2d2537d218e0

აცტეკთა ძველი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი, ტბა ტესკოკოს შუაგულში იყო გაშენებული და სხვა რეგიონებს დამბებით უკავშირდებოდა. ქალაქში 250 000 მცხოვრები იყო – მეტი, ვიდრე იმ დროის ევროპის რომელიმე ქალაქში. დედაქალაქს ოთხ კვარტლად ყოფდა ოთხი დიდი ქუჩა, სადაც ბევრი სასახლე, საზოგადოებრივი ნაგებობა და კერძო სახლი იდგა. ტბისგან დაჭაობებულ მიწაზე მოჰყავდათ: მუხუდო, წიწაკა, სიმინდი, ყაბაყი და მარცვლეული. ჭაობებს დამბა იცავდა ტბის მლაშე წყლისაგან, სადაც მარილსახარში ქარხნები იყო განლაგებული.

ქალაქი ადვილად დასაცავი იყო,რადგან მასში შეღწევა მხოლოდ იმ დამბებით იყო შესაძლებელი, რომლებიც აცტეკებმა გაიყვანეს. მათ დიდი წინამძღოლის, იცკოატლის(1427-1440) დროს მეზობელი ქალაქების დაპყრობა დაიწყეს და შექმნეს აცტეკების იმპერია, რომელსაც 1500 წლისათვის ეკავა მთელი ცენტრალური მექსიკის მიწები.

84fa6347dbca

დიდი ტაძარი ტემპლო-მაიერი ქალაქ ტენოჩტიტლანის შუაგულში იდგა. პირამიდის მწვერვალზე წვიმისა და ომის ღმერთების (ტლალოკი,უიცილოპოჩტლი) ტყუპი სალოცავები აგვირგვინებდა. ტაძარი რელიგიური ცენტრი იყო, სადაც მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. აცტეკთა რწმენით სამყარო არსებობას შეწყვეტდა, თუ მსხვერპლს, პირველ რიგში ადამიანის სისხლს არ შესწირავდნენ. ყოველი იმპერატორი უფრო და უფრო დიდსა და შთამბეჭდავს ხდიდა ტაძარს, შესაბამისად, სიგანეშიც ზრდიდა და სიმაღლეშიც.

e8fe92a18273

1521 წელს, აცტეკთა დამარცხების შემდეგ, ესპანელებმა ტენოჩტიტლანი გაანადგურეს, ხოლო ტესკოკოს ტბა დააშრეს და მის ადგილას ახალი ესპანეტის-დღევანდელი მექსიკის-დედაქალაქი, მეხიკო ააგეს.ესპანელებმა ქალაქი მიწასთან გაასწორეს, ღმერთების ყველა ფიგურა გაანადგურეს. ახალი ქალაქის აგების შემდეგ აცტეკთა დედაქალაქის ნაშთების პოვნის შესაძლებლობამ იკლო. თუმცა, 1914 წელს დიდი ტაძრის კუთხე გამოჩნდა. 1978 წელს, ახალი მეტროს გაყვანისას, მუშებმა ტაძრის კიდევ ერთი ნაწილი იპოვეს. ამას მოჰყვა არა მხოლოდ მთელი ტაძრის, არამედ მის გარშემო მდგარი მრავალი შენობის აღმოჩენაც.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button