ვიდეოებისასარგებლოსურათები

Bmw M5 – სრული ინფორმაცია.


ამ თემაში მე გიამბობთ Bmw M5 ოღონდ E34 ზე, რომელიც ჩემის აზრით ერთ ერთი საუკეთესო M5 ია ბეემვეს ისტორიაში. საერთოდ ეს მოდელი E34 ძლიერი მოდელია მნიშვნელობა არ ააქვს ეს M5 იქნება თუ ჩვეულებრივი რიგითი მოდელი. ძალიან გამძლე ავტომობილი გახლავთ, ყველანაირ ასპექტში. ცნობილია გამძლეობით სავალ ნაწილებში, ძრავში რა საკვირველია და მიუხედავად წლოვანებისა საკმაოდ კომფორტულიც გახლავთ. რაც ყველაზე მთავარია ამ მოდელში არაა დაკარგული ბეემვეს ხიბლი და აგრესიულობა რაც ამ მანქანას ყოველთვის ახსიათებდა. მე გთავაზობთ თემას სადაც დაწვრილებით იქნება განხილული ეს მოდელი კონკრეტულად კი Bmw E34 M5. თემაში იხილავთ ვიდეოებსაც.

დავიწყოთ იქიდან რომ ზოგადად E34 გამოვიდა ბევრი ვარიანტის სახით, იყო E34 1.8 მოცულობის ძრავით, იყო 2.0 მოცულობის ძრავით, ასევე 2.5 მოცულობის ძრავით რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარულია საქართველოში და ყველაზე გავრცელებული. იყო ასევე 3.0 V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, ასევე 3.5 V ტიპის 8 ცილინდრიანი და იგივე 3.5 ოღონდ 6 ცილინდრიანი ჩვეულებრივი ძრავით, ასევე იყო 4.4 V8 ტიპის ძრავი, მოკლედ ჩმაოთვლა შორს წაგვიყვანს, იმდენად წარმატებული მოდელი გახლავტ რომ თითქმის ბეემვეს ყველა ძრავია მოთავსებული ამ ერთ მოდელში. მაგრამ მე დღეს მინდა გესაუბროთ კონკრეტულად M5 ზე. თვითონ E34 M5 ი გამოვიდა სხვადასხვანაირი მაგალითად 3.6, 6 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გათვლილი იყო უფრო ევროპის ბაზრისთვის, მაგრამ ყველაზე ძლიერი M5 ებს შორის გახლავთ 3.8 მოცულობის ძრავი რომელზეც ვისაუბრებ დღეს.

მანქანა შეიქმნა გერმანიაში, ქალაქ მიიუხენში. ძრავის ცილინდრები განთავსებულია სწორხაზოვნად და ჯამში გახლავთ 6 ცილინდრიანი. ავტომობილს თითო ცილინდრზე გააჩნია 4 კლაპანი რაც რა სკავირველია უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს. ძრავის ზუსტი მოცულობა გახლავთ 3795 cc / 231.6 in³. ანუ ჩვენს ენაზე 3.8 მიუხედავათ ამის მანქანის ტექ დათვალიერების პასპორტში იწერება Bmw M5 3.7. იმ დროისთვის კი მისი სიმძლავრე ჯამში კარგი და შეიძლება ითქვა საუკეთესო გამოვიდა და სულ გახლავთ: 253.5 kw / 340.0 bhp @ 6900 rpm. ანუ 340 ცხენის ძალა. რაც შეეხება მის ბრუნვის მომენტს აქაც ჩინებული შედეგი აჩვენა: 400.0 nm / 295.0 ft lbs @ 4750 rpm სწორედ ეს შესანიშნავი ბრუნვის მომენტი უწყობს ხელს ამ მანქანას იმისთვის რომ დრიფტის დროს მოჭიდება იყოს კარგი და შესაბამისად თავისუფლად შეძლოთ დრიფტი, იქნება ეს წვიმა თუ მშრალი ამინდი. მანქანის ზარა მგონი ზნელი მისახვედრი არ არის რომ მთლიანად რკინა. წამყვანი თვლები კი ბეემვეს ჩვეულ სტილში უკანა გახლავთ. რა საკვირველია თავისივე ბლოკირებული ხიდით. თვითონ ბაზავოი ვერსის საბურავები კი ასე გამოიყურება. წინები: F 255/40ZR-17 ხოლო უკანები: R 255/40ZR-17.

მოდით სამუხრუჭე სისტემასაც შევეხოთ. მისი მუხრუჭები წინა მუხრუჭს ვგულისხმობ გახლავთ: x 345 mm / x 13.6 in ხოლო უკანა მუხრუჭი: x 328 mm / x 12.9 in. ავტომობილი ჯამში იწონის 1725 კილოგრამს საკმაოდ მძიმეა და ეს თავისთავად მეტყველებს მის კომფორტულობაზე, მართალია E36 ცამორჩება მართვადობით მაგრამ არაფერს არ აკლებს. იმ დროისთვის მისი კოლოფიც შესანიშნავი მიხწევა იყო ავტო ინდუსტრიაში მისი კოლოფი გახლავთ 6 საფეხურიანი მექანიკური. რაც შეეხება ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს. აქ ყველაფერი სტანდარტულადა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრი საათშია. საკმაოდ კარგია მისი აჩქარებაც 0 დან 100 მდე რომელიც სულ რაღაც 5.8 წამში ხორციელდება. თვითონ M5 გამოდის 1989 წლიდან 1995 წლამდე მაგრამ 3.8 ძრავებით გამოდის 1991 იდან 1995 წლის ჩათვლით. იმ დროისთვის ეს იყო საკმაოდ კონკურენტ უნარიანი ავტომობილი რომელმაც უდიდესი წარმატბეა მოუტანა ბეემვეს კომპანიას.

შეიძლება არ იცოდეთ მაგრამ პირადად მეც მყოლია E34 ბერი თანაც და M5 იც მყოლია თვითონ კუზაო, რაც შეეხება M5 ის ძრავიანზე ნაჯდომი ვარ, და მინდა გითხრაღ რომ დიდიად ნასიამოვნები დავრჩი საკმაოდ თავისებური ავტომობილია, ძალიან უყვარს მოსახვევში მესამე სიჩქარეში გადატანა და რულის აკვრა, უყვარს ტრეკზე სიარული შეიძLება ითქვას ამისთვისა შექმნილი, ნამდვილ ავტო გურმანებს უნდა უყვარდეთ ეს მანქანა მსგავსად E30 ისა რადგანაც ეს 90 წლებში იმ იშვიათ ავტომობილთაგანია რომელმაც ფურორი მოახდინა და თავისი ისტორია დაწერა ავტო სამყაროში. თან გაითვალისწინეთ ისიც რომ მის ძრავზე, სალონზე და ყველაფერზე მუშაობდა M ტექნიკი. ალბათ ბევრს შეგხვედრიათ მისი დისკები დაყენებული სხვადა სხვა ბეემვეზე. აშკარად ერთ ერთი ულამაზესი დისკია და მე პირადად ძალიან მომწონს. მისი ზომები კი ასეთი გახლავთ. წინები: F 43.2 x 22.9 cm / 17.0 x 9.0 in ხოლო უკანები: R 43.2 x 22.9 cm / 17.0 x 9.0 in. ცნობილია რომ 3.8 ამერიკის ბაზრისთვის გაკეთდა მაგრამ უფრო ხშირად მე პირადად ევროპაში შმეხვედრია შეიძლება ევრო ვარიანტიც კი უწოდოთ, იდეაში კი ამერიკის ბაზრისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკაში უფრო პოპულარული 3.6 ია ვიდრე 3.8. Mტელი ფილოსოფია კი იმაშია რომ ამ ავტომობილის ბლოკი გახლავთ ძველი 3.5 პლიტა ძრავის ბლოკი ხოლო ზევიდანა დადებული 3.8 ის ეგრედ წოდებული გალოვკა. თუნდაც მარტო ამისთვისა დასაფასებელი ეს მანქანა.

ეხლა კი მოდით ვიდეოებზე გადავიდეთ.

ჩვეულებრივი E34 და E30 ის დრიფტი:

E34 M5 დრიფტი.

ეს კი უბრალოთ ლამაზი ვიდეო.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close