არქივი

Mercedes G-Class – ლიმიტური ვერსია.

06972ecacea7

მოგესალმებით, სანამ 19 მარტი მოსულა აბა კიდევ ერთი ახალი ცხელ ცხელი თემა ჩემგან უცნაურის მომხმარებელს. დღეს ვისაუბრებთ მერსედეს G კლასსზე, რომელიც გახლავთ ლიმიტური ვერსია და დედამიწაზე მხოლოდ 79 ეგზემპლიარად გამოვა. რა საკვირველია ბევრი რამით განსხვავდება ჩვეულებრივი G კლასისგან, და დატოვებულია ის ხიბლი რაც ამ მანქანას გააჩნია შორეული 70 იანი წლებიდან. მაშ ასე შემობრძანდით და გაეცანით ამ მოდელს. თემაში იქნება ყველაფერი, სურათებიდან დაწყებული სრული ინფორმაცით დამთავრებული.

=============================================================
470a937b6894

პირველად ეს მოდელი წარადგინეს 2010 წელს დუბაიში სწორედ ამ წელს იქნა წარსდგენილი ასევე SLS AMG Desert Gold – ი. ახალი განახლებული G კლასი ბევრი რამით განსხვავდება იწნა მორბედისგან, მაგალითად მასში გამოყენებულია საკმაო რაოდენობის კომპოზიციური მასალა ,,კარბონი” ასევე აღჭურვილია ახალი 19 დიმუიანი დისკებით რომელიც მთლიანად ტიტანისაა. მთავარი ხიბლი ამ მანქანის არ დაკარგულა და გმას რომ უყურებთ გვახსენებს 1979 წლის გელენვაგენს. მანქანა გაბარიტებში, ვიზუალურად თითქმის არ შეცვლილა ვგულისხმობ მის ოთკუთხა ფორმას რომლის დამსახურებაც არის ის რომ ეს მოდელი დიდი სიმპატიებით სარგებლობს, ტიპიური სადა ჯიპია ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ჯიპი. მისი ძრავიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყრება და შეადგენს: G55 AMG Kompressor – ს რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხენის ძალას რაც საკმარისია ამ მანქანისთვის.

ae670e7fe86d

ეს კონკრეტული მოდელი იქნება მხოლოდ 79 ეგზემპლიარად დამზადებული, და თითოეული მათგანი დამზზადდება მხოლოდ და მხოლოდ კლინეტის შეკვეთის შემდეგ. სალონში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ტყავი, და კარბონის პანელები რომლებმაც შეცვალეს ეგრედ წოდებული მაკაგონი. ასევე თითოეულ მოდელს ექნება ინდივიდუალური ლოგო რომელზეც გამოსახული იქნება ციფრი მაგალითად 4 რომელიც აღნიშნავს იმას თუ რომელი ეგზემპლიარია ამ 79 იდან. რაც ავტომობილს ექსკლუზიურს ხდის. რა სკავირველია 4 ივე წამყვანი თვლებით გახლავთ აღჭურვილი და რათქმა უნდა ბლოკირებით. ასევე მოძრავი დაკიდების სიტემით, დმაატებითი გამაძლიერებელი დუგებით და ასე შემდეგ. ამ მოდელის მიზანი გახლავთ ის რომ წერტილი დაუსვას ამ მოდელს ესე ვთქვათ და 2012 წლიდან დაიწყოს ამ მოდელის განახლებულ ვარიანტზე მუშაობა, რა სკავირველია თუ 2012 წელს ყველაფერი კარგათ იქნება და კატაკლიზმები არ დაგვატყდება თავს დაიწყება მუშაობა ახალ G კლასსზე და არა GL კლასზე, როგორც გვპოირდებიან შენარჩუნებული იქნება G კლასის ხიბლი და არ დაიკარგება საერთო ვიზუალური ეფექტი.

b3bcaf97265d

საკმაოდ განსხვავებული მოდელია მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ასევე ცოტათი მჩატეა სულ რაღაც 30 კილოთი მაგრამ ავტო ინდუსტრიაში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც ინჟინერები იძახიან ეს გახლავთ გათვლილი ოფროადზე, ასე რომ დიდ კომფორტს არ უნდა ველოდოთ მისგან ქალაქის პირობებში, თუ სურვილი იქნება მისი 19 დიუმიანი ტიტანის დისკები შეიცვლება 17 იანი AMG ის ალუმინის დისკებით რომლითაც უფრო უკეთესია ბუნების პირობებში სიარული, ეს ყველაფერი მხოლოდ კლიენტზეა დამოკიდებული. მისი ტყავის სალონი არის სრულიად ხელით შეკერილი და გამოირჩევა თავისი ექსკლუზზივობით, მისი 5.5 მოცულობის ძრავი აწყობილი ხელით, ხელითვეა დაყენებული გადაცემათა კოლოფიც და თითოეული დეტალი დამუშავებული ადამიანის მიერ და არა რობოტის მიერ. გამორჩეულია მისი ფერიც რომელიც კლინენტის მოთხოვნის მიუხედავათ მაინც არ შეიცვლება და იქნება მხოლოდ ასეთი ფერი. სულ ეს იყო მადლობთ ყურადღებისთვის.

6e7b5467e7f4

=============================================================

მსგავსი ამბები

Back to top button