გასართობისაკითხავი

ცნობილების ოხუნჯობანი

ამ პოსტში ნახავთ ცნობილი ადამიანების ხუმრობებს და ორიგინალურ პასუხებს ..

უკვდავება

ერთხელ პიკასოს ექიმმა უთხრა:

– თავს უფლებას ვერ მივცემ ვიმსჯელო  თქვენი  ნახატების  ფერწერულ  ღირსებებზე ,  მაგრამ  სურათზე  გამოსახული  ადამიანები,  ანატომიის თვალსაზრისით, ყველა ნამდვილი ავადმყოფია.
– მიუხედავად იმისა , ექიმო , ისინი გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებენ, ვიდრე თქვენი პაციენტები , – უპასუხა მხატვარმა

ოთხი მოქმედებასამი ანტრაქტი

ჟურნალისტმა კითხა მარკ ტვენს , მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე .

მარკ ტვენმა უპასუხა :

– შეგიძლიათ  აცნობოთ თქვენს გაზეთს ,  რომ ვწერ დრამას ,  რომელიც შედგება  ოთხი  მოქმედებისა  და  სამი  ანტრაქტისაგან  და სამი ანტრაქტი უკვე დავამთავრე .


ას ოცდაათი სიტყვა წუთში

ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი სამუშაოდ ღებულობდა ახალგაზრდა სტენეოგრაფისტ ქალს .

– გავიგე , თქვენ კარგად შეგიძლებიათ სტენეოგრაფის ჩაწერა.

– დიახ , წუთში ას ოცდაათი სიტყვა , – მიუგო გოგონამ .

– ას ოცდაათი სიტყვა წუთში ?! – წამოიძახა მწერალმა , – კი მაგრამ , ძვირფასო , მე საიდან მოგიტანოთ იგი ?

გონებამახვილური ბუნება

ბერნარდ შოუს ჰკითხეს :

– მითხარით, გეთაყვა, როგორ ახერხებთ, რომ ყოველ წუთს შეგიძლიათ  წარმოთქვათ  ბრძნული  და  გონებამახვილური  ფრაზები ?

– სრულიად უბრალოდ , – უპასუხა შოუმ . – მე ვფიქრობ დიდ სისულელეზე  და იმავე წუთს  ვამბობ  მის  საწინააღმდეგოს.

გარემოებათა დამთხვევა

დარბაზობაზე ერთმა ახალგაზრდამ მიმართა ბერნარდ შოუს :

– ეს თქვენ ბრძანდებით განთქმული იურისტი? მართალია, რომ თქვენი მამა მკერავი იყო ?

– დიახ, – დაუდასტურა შუომ.

– მაშ, რატომ არ გახდით თქვენც მკერავი ?

– ძნელია თქმა. ბედია, ან შესაძლებელია უბრალო ახირება. აი, მაგალითად, თქვენი მამა,  მგონი,  ჯენტლმენი  იყო ?

– რასაკვირველია, – დაუმოწმა ახალგარზრდამ.

– მაშ , თქვენც რატომ არ გახდით ჯენტლმენი ? – შეეკითხა შოუ.

დროის საზომი

სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.

– სამი დღისა?! – შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, – მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს !

– დიახ, – უპასუხა სოფოკლემ, – მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს .

წვერის გაპარსვა ვერ მოსაწრო

ცნობილია, რომ ინგლისში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში,  ძველად ქალის როლს  მამაკაცები  ასრულებდნენ.  ერთხელ  ლონდონში  წარმოდგენას  ესწრებოდა  მეფე  კარლოს  მეორე.  სპექტაკლის  დაწყება  დააგვიანდათ …  მეფე  აღშფოთდა.

– თქვენო აღმატებულებავ, – მოიბოდიშა თეატრის დირექტორმა, – საქმე ისაა რომ  დედოფალმა  ვერ  მოასწრო  წვერის  გაპარსვა .

გესლიანი თავაზიანობა

ვოლტერის ერთ-ერთმა ოპონენტმა ცხარე კამათის დროს მას იდიოტი უწოდა.

ვოლტერმა გაიღიმა, შეხედა მოწინააღმდეგეს და თქვა :

– ძვირფასო პროფესორო,  დღემდე ჭკვიან ადამიანად გთვლიდით,  თქვენ მე იდიოტად  მიგაჩნივართ .  რას  იზამთ,  შესაძლოა,  ჩვენ ორივე შევცდით .

წყარო : წიგნიხელოვანთა ხუმრობები

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close