საკითხავისასარგებლოსაქართველო

შენ თბილისელი ბიჭი ხარ?


არ ვიცი ეს რისი ბრალია. იმის, რომ ზოგზოგიერთ თბილისელ თავი “ძაან, ძაან ძერსკი” გონია, თუ ……? მეორე პასუხი თავშიც კი არ მომდის, იქნებ თქვენ დამეხმაროთ ამის გარკვევაში.

3-4 დღეა კომპიუტერთან ცემო ჯდომა რამდენიმე წუთით შემოიფარგლება, ამიტომ მე დღეს წავაწყდი მაივიდეოზე დადებულ კლიპს “მე თბილისელი ბიჭი ვარ”.

“ჩვენ ექსპრესს” საკმაოდ კარგი სიუჟეტები ჰქონდა აქამდე და ამის გამო მოვინდომე ამ ვიდეოს ნახვა. ჩემმა მოლოდინმა ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. მაგრამ ეს გადაჭარბება არ გამოუწვევია ჩვენი ექსპრესის “კარგ” სიუჟეტს, უბრალოდ გავოგნდი, როდესაც “ზე ძერსკი და სნობი” “ხალხის” კომენტარები მოვისმინე.

აქამდეც მქონდ გაგონილი სიტყვები: “ეს ჩამოსულია”, “სოფლელია”, “აუ რა უნდა გელაპარაკო შე სოფლელო?” … აღარ გავაგრძელებ ამ ჩამონათვალს. მაგრამ მათმა კომენტარებმა ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა, თურმე თბილისელი რომ იყო ჭორფლები და წითელი ლოყები არ უნდა გქონდეს, ან კიდევ ყველა გოგოს უნდა მოსწონდე!(მაგრამ უნდა ეცვას ემინემის გამოსახულებიანი შავი მაისური და ზემოდან ლურჯი სპორტული “ჟაკეტი” :D:D:D) ეხლა გავიგე, რომ ამა თუ იმ ქალაქელიდან სოფლიდან თუ ქვეყნიდან რომ იყო, აუცილებლად უნდა გქონდეს გარეგნული მახასიათებლები, თბილისისთვის კი ესარავითარ შემთხვევაში არ არის ჭორფლი და წითელი ლოყა.

მერე ისევ ეს “ახალგაზრდები” გამორბიან და ყვირიან: “ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ელემენტარული შენ სათქმელს ვერ იტყვი ბოლომდეო, ვუღაც მოგვარდება და თავში რაღაცას ჩაგცხებსოო(შეიძლება, ბევრმა მათგანმა და ასევე, ბევრმა უცნაურელმაც ეს მე “მივარდნაში” ჩამითვალოს). ან კიდევ ” ქალი და კაცი თანასწორია, ქალებს ნუ გვჩაგრავთ და ცალკე ჯგუფად ნუ გამოგვყობთო”, მაგრამ ამის მთქმელმა ის არ იცის, რომ ქალების დაჩაგვრა და ასევე გარეგნული მახასიათებლით დაჩაგვრა ორივე დისკრიმინაციაა? იცის, მაგრამ ამას მაინც აკეთებს! რატოომ? იმიტომ, რომ თვლის ყველაზე გემოვნებიანიაა, და თვითდაჯერებულობა “სნობობაში” გადასდის. მე პირადად ასეთი ხალხი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მეცოდება. ვისაც როგორ უნდა ისე გამიგოს, გინდ ცუდად და გინდ კარგად.

თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება!

პ.ს მე პირადად გამოვყოფ ერთი გოგოს(რომელიც თავის “ზე” აზრების გადმფრქვევას 1:10 ქუთზე იწყებს ვიდეოში)

ეს ისე :D:D:D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close