გართობაუცნაური

წვერებიანი ქალები

fb0c01793ce4
წვერებიანი ქალები ხშირად არიან ნახსენები ლეგენდებში, თუმცა რეალური შემთხვევებიცაა დაფიქსირებული. ისინი ყოველთვის ინტერესის, ზოგჯერ კი დაცინვის ობიექტებიც იყვნენ.

ქალის სახეზე თმის ამოსვლის მიზეზი ძირითადად არის ჰორმონალური დისბალანსი, გენური მუტაცია “ჰიპერტრიქოზი” ან ჭარბი სტეროიდები.

მე-19-20 საუკუნეებში წვერებიან ქალებს ხშირად იყენებდნენ საცირკო შოუებში. შექსპირის “მაკბეტში” აღწერილ კუდიან დებს წვერები ჰქონდათ.

დღესდღეობით ამ მხრივ რეკორდსმენია ვივიან ვილერი
66e0aa14bed0
მას 2000 წელს 28 სმ სიგრძის წვერი ჰქონდა.

ასევე ცნობილი წვერიანი ქალები არიან:

ჯეინ ბარნელი, ცნობილი როგორც ლედი ოლგა (სურათზე მარჯვენაა)
37bd2cdd5e31
დაიბადა 1871 წლის 3 იანვარს ჩრდილო კაროლინაში. გადმოცემით, ის დედამისმა ჯერ კიდევ პატარაობაში ცირკის ადგილობრივ ჯგუფს მიჰყიდა, მათ კი გერმანიაში წაიყვანეს. ბერლინში ის ცუდად გახდა და იძულებულები გახდნენ, თავშესაფარში დაეტოვებინათ, სადაც მოგვიანებით მამამისმა მიაგნო და უკან დააბრუნა. ის ბებიამისის ფერმაში მუშაობდა, როცა ცირკის მსახიობმა ჯონ რობინსონის ჯგუფში მიიწვია. ჯეინმა ბევრჯერ შეიცვალა სახელი და საბოლოოდ “ლედი ოლგა როდერიკი” დაირქვა. ამ დროს მისი წვერი 33 სმ იყო. ოლგამ უამრავი ცირკი მოიარა.
80 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ის 4-ჯერ იყო გათხოვილი. ბოლო ქმარი იყო ტომას ო’ბოილი, ცირკის ყოფილი კლოუნი.

ანა ჯონსი
74c356b29901
დაიბადა 1860 წელს ვირჯინიაში. მას წვერები დაბადებიდანვე ჰქონდა. ჯერ კიდევ 9 თვის  ასაკში ის ცირკმა დაიქირავა და სანაცვლოდ დედამისს კვირაში 150 დოლარს უხდიდნენ. მას “ბანჯგვლიან ბავშვს” ეძახდნენ. 5 წლის ასაკში ანას უკვე ულვაში და ბაკენბარდები ჰქონდა და ამჯერად “წვერებიანი გოგონას” სახელით გახდა ცნობილი. მას ბევრი ფოტოგრაფი უღებდა სურათს და შემდეგ სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში ავრცელებდნენ. ანა მალე საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და მუსიკოსი გახდა. 1881 წელს გათხოვდა რიჩარდ ელიოტზე, მაგრამ 1895 წელს გაშორდა და ბავშვობის სიყვარულს, ვილიამ დონოვანს გაყვა. 1902 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ჯენიფერ მილერი
5a026d66695d
დაიბადა 1961 წელს. ის ცირკის მსახიობი, მწერალი და პრატის ინსტიტუტის (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) პროფესორია. ცირკში გამოდიოდა როგორც უბრალოდ წვერებიანი ქალი, ზოგჯერ ფოკუსებს აკეთებდა, ზოგჯერ კი ცეცხლს ყლაპავდა. ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.
მისი სამსახიობო კარიერა თითქმის 20 წელს ითვლის. ხშირად მოცეკვავე და ქორეოგრაფიც ყოფილა სხვადასხვა საცირკო წარმოდგენებში.

წმინდა ვილგეფორტისი
4b997e71d1ba
წმინდა ვილგეფორტისი მე-14 საუკუნის კათოლიკე წმინდანია. მასზე მცირე ინფორმაციაა შემონახული და ისტორიკებს დღემდე დავა აქვთ მის რეალურობაზე. მის ხატს წერენ როგორც ჯვარცმულს და ცალი ფეხით შიშველს (ფეხსაცმლის გარეშე). ხსენების დღეა 20 ივლისი.

ჯულია პასტრანა
4629e7399f49
დაიბადა 1834 წელს მექსიკაში, ინდიელების ოჯახში. მას ჰიპერტრიქოზი ჰქონდა და ამის გამო სხეულის დიდი ნაწილი თმით ჰქონდა დაფარული. ცხვირი და ყურები ნორმაზე დიდი ჰქონდა, კბილები-ოღროჩოღრო.
თეოდორ ლენტმა ის გარკვეული თანხის საფასურად იყიდა დედამისისგან, ცეკვა და სიმღერა ასწავლა და ქალაქიდან ქალაქში დაჰყავდა. ცნობილი იყო როგორც “თმიანი და წვერებიანი ლედი”.
ჯულიამ სამ ენაზე ისწავლა წერა-კითხვა. მალე ის და თეოდორი დაქორწინდნენ და ჯულია დაორსულდა. რუსეთში მოგზაურობისას მან ბავშვი გააჩინა, რომელიც დედას ჰგავდა. ბავშვმა მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. მალე მას ჯულიაც მიყვა ავადმყოფობის გამო.
თეოდორი დაეკონტაქტა რუს პროფესორს სოკოლოვს და დედა-შვილის გვამებს მუმიფიცირება გაუკეთეს, შემდეგ კი მინის კონტეინერში შეინახეს. თეოდორმა მოგზაურობა განაგრძო და მალე იპოვა ქალი, რომელსაც იგივე დაავადება სჭირდა. რა თქმა უნდა, ისიც ცოლად მოიყვანა.
მუმიები გარკვეული ხნით გაქრა და შემდეგ ნორვეგიაში გამოჩნდა 1921წელს. 1970 წლამდე ნახვა ნებისმიერს შეეძლო, მაგრამ შემდეგ აიკრძალა. 1979 წელს გვამები მოიპარეს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს 1990 წელს.

და ბოლოს, ჰელენა ანტონია
e7b012eb0161
ცხოვრობდა მე-16-17 საუკუნეებში და პოლონეთის დედოფლის მსახური იყო. გარდა იმისა რომ სახეზე თმა ჰქონდა, ის ჯუჯაც იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button