საკითხავისასარგებლოუცნაური

კომოდოს დრაკონი – უცნაური რეპტილია

მცირე პაუზის შემდეგ გადავწყვიტე გიამბოთ უცნაური ხვლიკის-კომოდოს დრაკონის შესახებ.

კომოდოს დრაკონი ხვლიკის ყველაზე დიდი სახეობაა, რომელიც ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. სიგრძეში იზრდება 2-დან 3 მეტრამდე და აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი წონის ხვლიკის სტატუსი. მისი წონა დაახლოებით 70 კილოგრამია. დრაკონის კანი ნაცრისფერი და ქერცლოვანია.

კომოდოს დრაკონი ძლიერი მტაცებელი ცხოველია – შეუძლია თავისუფლად მოინადიროს მასზე 5-ჯერ დიდი ზომის მსხვერპლი. ამ არსებების კვების მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი იკვებებიან როგორც ძუძუმწოვრებით, ასევე – რეპტილიებითა და მცირე ზომის ხვლიკებით. ამასთანავე იკვებებიან ლეშით.. იშვიათ შემთხვევაში არიან კანიბალისტურები.

ეს არსება კამერით პირველად გადაღებული იქნა დასავლეთის მეცნიერების მიერ 1910 წელს. მისმა ზომამ და განსხვავებულმა გარეგნობამ მაშინვე მიიქცია ხალხის ყურადღება და გახადა ზოოპარკებისა და ნაკრძალების განუყოფელი ნაწილი. კომოდოს დრაკონები გადაშენების პირას არიან,რადგან მათზე ხშირად ნადირობენ ბრაკონიერები. ამ არსებებს იცავენ ცხოველთა დაცვის პოპულარული ორგანიზაციები.. მათ ასევე იცავს ნაციონალური პარკი და ინდონეზიის კანონი,მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, რადგან ხვლიკებზე ნადირობა კვლავ გრძელდება.

აღსანიშნავია ის, რომ კომოდოს დრაკონები ადამიანების მიმართ განსაკუთრებით ცუდად არიან განწყობილნი. დაფიქსირებულია მათი ადამიანებზე (ხშირ შემთხვევაში ბავშვებზე) თავდასხმები, რომლებიც უმეტესად მკვლელობითაა დამთავრებული.

ყველაზე დიდი კომოდოს დრაკონის მონაცემებია:
სიგრძე – 3.13მეტრი
წონა – 166კილოგრამი (მოუნელებელი საჭმლით)

კომოდოს დრაკონს არ აქვს განსაკუთრებულად მახვილი სმენის უნარი. ის სამყაროს აღიქვამს ფერებში და შეუძლია დაინახოს 300 მეტრის დისტანციაზე, მაგრამ ცუდად აღიქვამს უძრავ ობიექტებს. ხოლო ღამით უქვეითდება მხედველობა. ამასთანავე აქვს ცუდი ყნოსვა. ისევე როგორც ყველა რეპტილია, კომოდოს დრაკონიც ხმარობს ენას, რათა იპოვოს ობიექტი და გაიგოს მისი გემო.

Animal Planet-ის სიუჟეტი კომოდოს დრაკონზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:

THE END.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close