გართობა

ნაღდი ქუთაისელი

5efba2d4a7a5
როგორი უნდა იყოს ნაღდი ქუთაისელი :D

– ბისტროს წინ მანქანით რამდენიმე საღამო მაინც გიბირჟავებიათ.
– ილო ფოტოგრაფის სალონში გადაღებული სურათებით თავისუფლად შეავსებდით მთელს ალბომს
– სულ მცირე 20 ანეკდოტი მაინც იცით ჭიჭიკიას და ბიჭიკიას შესახებ და რაც მთავარია, იცნობთ ამ ანეკდოტების პირველწყაროს…
– შავი წვეტიანი ტყავის ფეხსაცმლით, შავი ტილოს შარვლით, შავი მაისურით, რომელსაც აქა-იქ შემორჩენია გაცრეცილი წარწერა და ლოგო, შავი სათვალით შუბლზე და სველი, დაკლაკნილი ცხვირსახოცით კისერზე სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც აბირჟავებთ ბაღის კიდესთან „ჩაკუნცხული“
– საფიჩხიაზე ცხოვრობთ თეთრ ხიდთან, ანუ, საფიჩხიაზე ღვინოს რომ დალევ და იქვე თეთრი ხიდიდან ხტები წყალში
– სულ მცირე 1 სათავის გადაცურვა შეგიძლიათ წყალწითელაზე
– ერთხელ მაინც გინახავთ წარწერა „საფიჩხია თქვენი სიძლიერეა“
– „ინვალიდების სახლთან“ თუ შეგინიშნავთ დამკრძალავი ბიურო „ცრემლი“
– მინიმუმ იცით სახელწოდება იმ დიდი შენობისა, რომლის გვერდზეც ადრე იყო კაფე-ბარი „ნეფერტიტი“
– აკაკი წერეთლის გიმნაზიასთან როკერების ცილინდრში ერთხელ მაინც თუ ჩაგიგდია 20-თეთრიანი
– ბიკენტიას საქაბაბეში პახმელიაზე თუ გამოსულხარ
– თუ კი პირველიმე შემხვედრს ეუბნები: ზდაროვა, რავა ხარ? სიგარეტი არ გაქ?
– ტუაიას სახლში ერთხელ მაინც ხარ ნაჯდომი. იმედია შიშველი არა.
– ერთხელ მაინც გიჩხუბია საფიჩხიის სასაფლაოზე და საღორიის ტყეში.
– ერთხელ მაინც თუ გაქვს ნათქვამი: „გეიწი, ქალო, იქეთ“
– ბაღის კიდეზე მოსმენილი გაქვს მოხუცების მსჯელობა პენსიის მომატებაზე და საკრედიტო ბარათებზე.
– ერთხელ მაინც გაგიშველებიათ პირველი და მესამე სკოლელების ჩხუბი თემაზე „ჩემი სკოლა უფრო მაგარია“.
– ქორწილში ყოფნის დროს სულ მცირე სამჯერ მაინც არტყამთ წრეს დავით აღამაშენებლის ძეგლს.
– იცით რა სქესის არის დავით აღმაშენებლის ცხენი.
– კილომეტრები დაგიწერიათ შანშეს მიერ მოწყობილ საჯარო სეირნობებზე თეთრ ხიდზე.
– საქორწილო „ნარიადი“ მთლიანად თუ არა, მისი აქსესუარები მაინც შეგიძენიათ „პადზემკაში“.
– ერთხელ მაინც ყოფილხართ გადაყუდებული „გადაყუდებულიდან“.
– სიმღერაზე „ქუთაისი გადამწვარა, რეროოოოო“ ერთხელ მაინც წამომხტარხართ და გიგინებიათ მომღერლისთვის საბაბით „ვერ ეღირსები, სიმონ!!!!“
– ქალაქის ბაღში ლენინის ძეგლთან პიონერთა რიგებში მიღების დროს გინახავთ, როგორ გულუხვად ასკინტავდნენ დიდ ბელადს მტრედები.
– მე-3 კლასში ერთხელ მაინც ყოფილხართ შატალოზე ბაგრატის ტაძარზე და მერე ყოველწლიურად ზრდიდით შატალოების ოდენობას და პერიმეტრს.
– შატალოზე გაპარვის დროს ერთხელ მაინც გადამხტარხართ ბიჭების ტუალეტიდან
– რესტორან „ევროპაში“ ერთხელ მაინც გიცეკვიათ მაგიდაზე.
– თქვენს გარდერობში ჯერ კიდევ არის სპორტული ფორმა, რომესაც ჩვეულებისამებრ უსადაგებთ შავ „ინსპექტორებს“.
– იცით რას ნიშნავს „შაშიაშვილის წყევლა“.
– ერთხელ მაინც გადმომხტარხართ ჩანჩქერიდან მდინარე ჭიშურაზე და ერთხელ მაინც ჩაგიციებიათ საზამთრო ამ მდინარეში.
– მიგიღიათ კაი „ზაგარი“ პასილიოკის საცურაო აუზზე.
– გაბაშვილის გორის პარკის ატრაქციონებზე გულმოდგინეთ გიფლირტავიათ მანქანების დაჯახებით.
– შაუმიანის ქუჩაზე ებრაელებისგან ყიდულობდით ყველაზე კარგ “ზუაჩკებს” და კანფეტებს.

წყარო: http://www.facebook.com/search/?o=69&init=…8200&topic=6033

P.S. მეც ქუთაისელი ვარ და ზოგ რამეში ვეთანხმები :yes: :D

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button