არქივი

20 მცირებიუჯეტიანი იდეა:სად წავიდეთ პაემანზე…

Image.geotorrents.com

რამდენიმე საჭირო იდეა :)

1.გაისეირნეთ და ისაუბრეთ ყველაფერზე. გვერდს ნუ აუვლით პარკებს და სასეირნო მოედნებს.

2.შეგიძლიათ კინოში დღის სეანსის ბილეთები იყიდოთ.თანაც ამ დროს ზუსტად შეძლებთ გათვალოთ დანახარჯები-პოპკორნი და სასმელი.

3.გაიხსენეთ უდარდელი ბავშვობა.გაუშვით ჰაერში ბურთები,თვითმფრინავები,ირბინეთ მინდორში და თამამად ისაუბრეთ თქვენს გეგმებზე.

4.მიაშურეთ პარკს ან ტბას.გამოკვებეთ თევზები,მტრედები,გედები…..

5.ატრაქციონები,სიცილის ოთახი და მსგავსი ადგილები იდეალურია მხიარული პაემნისთვის.თუ თქვენ თავად არ დაჯდებით ატრაქციონზე,სანახაობით მაინც გაერთობით.

6.იარეთ გამოფენებზე,პრეზენტაციებზე,უფასო სარეკლამო კონცერტებზე…ამ დროს შეგიძლიათ კარგად გაერთოთ და ფულიც დაზოგოთ.

7.კარგი კომპანია,პოზიტიური და არამოსაწყენი მეგობრები კარგი გარემოა  საყვარელ ადამიანთან თავი კარგად იგრძნოთ.ეწვიეთ მეგობრებს.

8. გაისეირნეთ მაღაზიებში,გამოფენებზე,ბაზრობებზე…დატკბით ხელოვნების ნიმუშებით თუ ათასი წვრილმანით.ამ დროს სასაუბროც უხვად გექნებათ.

9.მოჰკიდეთ ხელი მეზობლის ან ნათესავის ბავშვს და საყვარელ ადამიანთან ერთად გაასეირნეთ.ასე შეძლებთ წარმოიდგინოთ თქვენი ოჯახური სიტუაციის მინი მოდელი.

10.მაღალსართულიანი სახლების სახურავებიდან ყოველთვის იშლება ქალაქის მშვენიერი ხედები.ამ დროს რომანტიკული განწყობაც თავისთავად მოდის….

11.გასეირნება ველოსიპედით,გორგოლაჭები ერთიანად სასარგებლოა თქვენი ჯამრთელობისთვის და ურთიერთობისთვის.

12.მაშინაც კი,თუკი საყვარელი ქალი პაემნების წინააღმდეგი არაა,ერთხელ როცა თქვენთან შესახვედრად არ ეცლება,მის ფანჯრებთან სერენადა უნდა იმღეროთ.ესეც სრულიად უფასოა.:)

13. ორივე გაწევრიანდით პოლიტიკურ პარტიაში. ასეთ შემთხვევაში  უამრავ  ღონისძიებაზე  მოგიწევთ  ერთად  სიარული.

14.იქნებ ცოტა საწვავის ფული მოიძიოთ და ახლოს მდებარე ქალაქამდე გაისეირნოთ.შეგიძლიათ ავტოსტოპიც გამოიყენოთ.

15.მოაწყვეთ პიკნიკი მდინარის ან ტბის ნაპირზე და ერთად შეხვდით მზის ჩასვლას ან ამოსვლას.ღამის კოცონი ხომ ყველაზე რომანტიკულ გარემოს ქმნის…

16.წადით ტყეში კენკრის ან სოკოს შესაგროვებლად.არ დაგავიწყდეთ კომპასის,რუკის.ასანთის,დანის,ფარნის და კოღოების საწინააღმდეგო საშუალების თან წაღება.

17.გაემგზავრეთ თქვენი ან მეგობრის აგარაკზე და რამდენიმე დღე ერთად გაატარეთ…

18.თუ კატარღის ან იახტის დაქირავების შესაძლებლობა არ გაქვთ,მაშინ ძველებური ნავის დაქირავება მაინც მოახერხეთ.ტბაზე ნავით გასეირნება ყველაზე რომანტიკული პაემნის სახეობაა.

19.საყვარელ ქალთან ერთად ერთხელ მაინც უნდა უნდა წახვიდეთ საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ.ამ დროს მასზე  ბევრ რამეს გაიგებთ.

20.გაემგზავრეთ სოფელში ბებია-პაპასთან.ისინი ყოველთვის მოხარული იქნებიან თქვენი დანახვით და არც ზედმეტი კითხვებით მოგაწყენენ,თუ ვინ არის თქვენ გვერდით.თანაც გემრიელად გაგიმასპინძლდებიან. :)

 

ესეც ჩემი პირველი პოსტი.  :) იმედი მაქვს გამოგადგებათ :))

მსგავსი ამბები

Back to top button