ახალი ამბებირეკორდებიუცნაური

ახალი რეკორდი

თებერვლის მიწირულს Claypole-სა და Victoriano Arenas-ს შორის გამართულ მატჩზე დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა წითელი ბარათებისა

თებერვლის მიწურულს, არგენტინის მე-5 დივიზიონში,”კლაი პოლესა” და ”ვიქტორიანო არენასის” შორის გამართულ მატჩში, მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა,დამიან რუბინომ 36!! ფეხბურთელი გააძევა მინდვრიდან.

საინტერესოა,რომ მატჩი არ შეწყვეტილა და მასპინძელმა გუნდმა 2:0 მოიგო. არბიტრმა შეხვედრის შემდეგ ოქმი შეადგინა, სადაც ჩაწერა, რომ მან მინდორზე და სათადარიგოთა სკამზე მყოფი ყველა ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან. დამიან რუბინომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად ფეხბურთელთა მიერ მასობრივ ჩხუბში მონაწილეობის მიღება დაასახელა.

დამიან რუბინომ 1993 წელს, პარაგვაიში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. 18 წლის წინათ,არბიტრმა მოედნიდან 20 ფეხბურთელი გააძევა.

წყარო: worldsport.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close