ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

ახალი სერვისი – ნებისმიერი კერძი, ბენისმიერი რესტორნიდან, ადგილზე მიტანით!

ძალიან მაგარი სერვისია რა ჩემი აზრით. ესეიგი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი კერძი ან საკვები პროდუქტი, ნებისმიერი რესტორნიდან ან სავაჭრო ობიექტიდან ერთ ტელეფონის ნომერზე, ანუ მაკდონალდსიდან, მირზანიდან, შემოიხედედან, მოკლედ საიდანაც გინდათ, რაც გინდათ და რამდენიც გინდათ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ერთ ტელეფონის ნომერზე და კურიერი მოგიტანთ სპეციალურ კონტეინერში ჩადებულს რა. მსგავსი კი იყო ადრე რაღაც, სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იქ ვერ გაიგებდი რა ჯდებოდა საკვების მიტანა, ანუ რაღაც პროცენტები გამოყავდათ და ხან რამდენი გამოდიოდა და ხან რამდენი, აქ კიდევ ძალიან მარტივად არის, სულ სამი ტარიფია:

თბილისის ცენრალურ უბნებში გამოძახება – 10 ლარი;
თბილისის გარეუბნებში – 15 ლარი;
და თბილისის შემოგარენი – 25 ლარი.

და ნომერი აქვთ ძალიან მაგარი:

*3663 (*FOOD)

ეს ახალი ტიპის ნომერია, მობილურდან 822 არ ჭირდება, პირდაპირ კრიფავ ნომერს *3663 ასოებში რომ გადაიყვანო ეს ნომერი გამოდის *FOOD, ადვილად დასამახსოვრებელია ძალიან *FOOD ანუ *საჭმელი რა :D შესაბამისად ტელეფონის კლავიატურაზე ციფრებში გამოდის *3663. ხო და ასევე ჩვეულებრივი ნომერიც აქვთ (822) 309 366.

რავი მაგარია ძაან, სამსახურში ძალიან ხშირად ვსხედვართ ხოლმე 2 ან 3 ადამიანი და გვშია და გასვლა გვეზარება 10 ლარი ვაბშე არაფერია რო გავიყოთ თანხა. მოკლედ მე მომწონს ეს სერვისი და გირჩევთ ყველამ ისარგებლოთ.

იხილეთ კომპანიის გვერდი facebook-ზე.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close