უცნაური

გიგასის კოდექსი

fa5f499d5caf
ანუ ე.წ. ეშმაკის ბიბლია

ეს არის ყველაზე დიდი და საიდუმლოებით მოცული ხელნაწერი წიგნი მსოფლიოში. იგი იწონის 75 კილოგრამს. ხის მასალის ყდაში ჩასმული 310 ფურცელი დამზადებულია 160 ვირის ტყავისაგან.

წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმას, იესოს სიბრძნეს, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრების აღწერილობებს, მონასტრის კანონებს, ყველაფერს, სამკურნალო რჩევებიდან დაწყებული, მაგიური ფორმულებითა და ოკულტური შელოცვებით დამთავრებული. სწორედ ამ წიგნშია მოცემული ეგზორცისტული სეანსების დროს გამოყენებული შელოცვები, როდესაც შეპყრობილ ადამიანთა სხულიდან ბოროტ სულებს დევნიან.

cf423da421a6

თუმცა ეს ჩვეულებრივი ფაქტებია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მე–13 საუკუნეში, როდესაც ხელნაწერია შექმნილი, წიგნის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე გადამწერი, მხატვარი, ამკინძავი და თვით პროცესი თვეების და წლების განმავლობაშიც კი იწელებოდა.  მაშ რამ დააინტერესა მეცნიერები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ( სამდღიანი ნებართვის მიღება შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან, სადაც ამჟამად წიგნი მდებარეობს, საკმაოდ რთულია) დაწვრილებით შეისწავლიდნენ ხელნაწერს.

არსებობს მითი წიგნის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მე–13 საუკუნეში ბოჰემიის ბენედიქტის მონასტრის ერთ–ერთ განდეგილ ბერს – ჰერმანს მიესაჯა სიკვდილი საშინელი ცოდვის გამო, რომელიც ლეგენდაში გასაიდუმლოებულია. ბერი ემუდარებოდა წინამძღვარს, შეენარჩუნებინა მისთვის სიცოცხლე და სანაცვლოდ იგი დაწერდა წიგნს ერთ ღამეში, რომელიც სახელს გაუთქვამდა მონასტერს. მას ნება დართეს, გაეკეთებინა დაპირებული. მეორე დილით კი ან წიგნს ჩაიბარებდნენ, ან მის სიცოცხლეს. სასოწარკვეთილი ბერი წერას შეუდგა, მაგრამ რამდენიმე საათში მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო დილამდე დაემთავრებინა სამუშაო. და მაშინ, მან აღავლინა ლოცვა… არა ღმერთის… არამედ დაცემული ანგელოზის მიმართ…

eb4886a967a0

მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ხელნაწერი და აღმოჩნდა, რომ იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით. მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი მექანიკური თუ ორთოგრაფიული შეცდომა, არსად არ არის შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხაზულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ე რ თ გ ვ ა რ ო ვ ა ნ ი ა, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, ანუ გამოდის, რომ მთელი წიგნი მართლაც ერთი პიროვნების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ასეთი მასიური წიგნის დაწერას  ათწლეულები დასჭირდებოდა. ამ დროის მანძილზე კი დამწერს აუცილებლად უნდა შეცვლოდა კალიგრაფია, დაქვეითებოდა მხედველობა, სახსრების ტკივილსა და ხელის კანკალსგან ასოებიც უნდა შეცვლილიყვნენ, თუმცა არაფერი ამის მსგავსი ხელნაწერს არ ეტყობა. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა დაწერა, მან ეს არაადამიანურად მოკლე დროში მოახერხა.

მეცნიერების ეს დასკვნა ორ კითხვას ბადებს:

რით მთავრდება ლეგენდა?

ვინ დაწერა codex gigas?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button