გართობა

Bmw M3, ყველა მოდელი.

1811e22a46a7
გამარჯობა. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო თემას, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ბევრია ამ მოდელის მოყვარული და ბევრს მოსწონს. ხოდა მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა მსგავსი თემა სადაც დავწერ დღემდე არსებულ ყველა M3 ის შესახებ. იმედია მოგეწონებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის მოყვარული არ ვარ უნდა ვაღიაროთ რომ საკმაოდ ძლიერი მანქანა, მათში განსაკუთრებით მომწონს E30 და დღეს გაგაცნობთ ყველაფერს E92 ზე E46 ზე E36 ზე E30 ზე….. გელით სრულიადში, ველოდები თქვენს შეფასებას და მაინტერესებს, მოგწონთ თუ არა ეს მანქანა. თემაში იქნება ყველაფერი მათ შესახებ, თავისთავად ტექნიკური დახასიათებაც. თემა შეიცავს ვიდეო მასალასაც.

==============================================
59c2495b0ca5

1. E30: კონკრეტულად M3 იში სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად პლიუს ამ ყველაფერს, ეს გახლავთ სრულყოფილი 1 თააობის M3 რომელიც დედამიწაზე გამოვიდა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ეს გამომდინარეა მისი საჭის შეგრძნებით და მისი არაჩვეულებრივი მანევრით, ასევე ვიზუალურად ეს გახლავთ ტიპიური Bmw როგორიც უნდა იყოს ნამდვილი Bmw. აგრესიული და გამორჩეული, როგორც ვიზუალურად ისე ტექნიკურად. დღეს განვიხილავ Bmw M3 Evolution – სკი. ეხლა მდოით მშრალ ციფრებზე გადავიდეთ:

ძრავის ტიპი: 4 ცილინდრიანი ნატურალური.
კლაპნები: 4 კლაპანი თითო ცილინდრზე. ჯამში 16.
ძრავის მოცულობა: 2.3
სიმძლავრე: 162 კილოვატი ანუ 217 ცხენის ძალა.
წამყვანი თვლები: უკანა.
მაქსიმალური სიჩქარე: 240 კილომეტრი საათში.
0 დან 100 მდე აჩქარება: 6.6 წამში.
წინა საბურავები: 225/45 ZR
უკანა სბაურავები: 225/45 ZR

==============================================
576a071434c9

2. E36: ეს კი საქართველოში ყველაზე პოპულარული მოდელი E36 მისი M3 ვერსია რომელიც საქართველოში და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს იმიტომ არის ასე რომ მას გააჩნია შესანიშნავი პოტენციალი თავის წინა მორბედდან ერთად დრიფტისთვის, და ტრეკისთვის. საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო Bmw ამ მოდელის საშვალებით და მსოფლიოს მაშტაბით დიდი რაოდენობით გაიყიდა. ეს მოდელი საქართველოში ბევრი მოძრაობს უკვე და გასაკვირი ნამდვილად აღარაა.

ძრავის ტიპი: ს50, ბ30 6 ცლინდრიანი, ნატურალური.
წამყვანი თვლები: უკანა ბლოკირებული დიფერენციალით.
ძრავის მოცულობა: 3.0
სიმძლავრე: 213 კილოვატი ანუ 286 ცხენის ძალა.
ბრუნვის მომენტი: 319.97 nm / 236 ft lbs @ 3600 rpm
წინა საბურავები: 235/40ZR17
უკანა საბურავები: 235/40ZR17
წონა: 1440 კილოგრამი.
კოლოფი: 5 საფეხურიანი მექანიკური.
მაქსიმალური სიჩქარე: 250 კილომეტრი საათში.
აჩქარება 0 დან 100 მდე: 5.8 წამში.

==============================================
1e8c7b510bb8

3. E46 CSL: ეს მოდელიც საკმაოდ პოპულარულია საქართველოშიც თუმცა CSL ვერსია მე საქართველოში არ მინახავს. ეს საკმაოდ დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, საკმაოდ აგრესიული შეხედულება აქვს. ეს მოდელი უკვე დუგითაც არის აღჭურვილი და სპეციალუირად გამზადებულია იმისთვის რომ მძღოლს მიანიჭოს მაქსიმალური სიამოვნება.

ძრავის ტიპი: ს54, 6 ცილინდრიანი ნატურალური.
კლაპნები: 4 კლაპანი თითო ცილინდრზე ჯამში 24.
ძრავის მოცულობა: 3.2
სიმძლავრე: 268 კილოვატი ანუ 360 ცხენის ძალა.
ბრუნვის მომენტი: 370 nm / 273 ft lbs @ 4900 rpm
წამყვანი თვლები: უკანა ბლოკირებული დიფერენციალით.
წინა საბურავები: 235/35ZR19
უკანა საბურავები: 265/30ZR19
წონა: 1385 კილოგრამი, ბევრად მჩატე ვიდრე E36-ი.
მაქსიმალური სიჩქარე: 250 კილომეტრი საათში.
0 დან 100 მდე აჩქარება: 4.8 წამში.
კოლოფი: 6 საფეხურიანი მექანიკური.

==============================================
28ee0d705ede

4. E92: ეს კი ჯერ ჯერბობით ბოლო თაობის M3 გახლავღ ომელიც წინა მორბედებს არ ჩამორჩა და სკამაო პოპულარობაც მოიპოვა. თუ თქვენ გინდათ მანქანა იყოს იაფი, ხარისხიანი, რა საკვირველია ხარისხი მიუთითებს გერმანიაზე და ამავე დროს მაღალ პოტენციური, დინამიური და შესანიშნავი ტრეკზე მაშინ ეს მანქანა თქვენთვისა.

ძრავის ტიპი: V ტიპის 8 ცილინდრიანი ნატურალური (პირველი V ტიპის ძრავი M3 ის ისტორიაში.)
კლაპნები: 4 კლაპანი თითო ცილინდრზე.
ძრავის მოცულობა: 4.0
წამყვანი თვლები: უკანა, ბლოკირებული დიფერენციალით.
წინა სბაურავები: 245/40 ZR18 Michelin Pilot Sport 2
უკანა საბურავები: 265/40 ZR18 Michelin Pilot Sport 2
წონა: 1655 კილოგრამი (ცოტათი ძროხაა.)
კოლოფი: SG6 6 საფეხურიანი.
მაქსიმალური სიჩქარე: 260 კილომეტრი საათში.
0 დან 100 მდე აჩქარება: 4.4 წამში.
402 მეტრს ფარავს: 12.5 წამში.
წვა ქალაქში: 15 ლიტრი.
წვა გზაზე: 11 ლიტრი.
ავზი: 62 ლიტრა.

==============================================

ვიდეო მასალა:

მსგავსი ამბები

Back to top button