სასარგებლოსურათებიუცნაური

პოლ რობერტსის ფოტორეალისტური ნახატები (+14)


ფოტორეალისტური მხატვრის და მუსიკოსის პოლ რობერტსის შემოქმედება

პოლ რობერტსი დაიბადა ტივერტონში 1948 წელს. ის იზრდებოდა მხატვრების ოჯახში, უელსში. სწავლობდა ნიუპორტის, კარდიფის და გოლდსმიტის ხელოვნების კოლეჯებში. 1970-იან წლებში მისი სამხატვრო კარიერა არ აღმოჩნდა წარმატებული, მაგრამ მსოფლიოში აღიარება მოიპოვა მისი როკბენდით Sniff’n’The Tears 1978 წელს. 1988 წელს ის ოჯახთან ერთად გადავიდა სომერსეტში, სადაც მან განაგრძო ხატვა და სიმღერების შექმნა.

1980 წელს მისი ნახატები გამოფინა ნიკოლას ტრედველმა, რომელიც შემდგონ წერს: “პოლის სამუშაო იკვლევს და პაროდირებას უკეთებს ცხოვრების გლამურულ გზას დრამატულ და მიმზიდველ ეფექტან ერთად, აქცენტრირებულია ფერების შესანიშნავი გრძნობით და ძლიერი აბსტრაქტული ღირებულებებით. კინოს გავლენა მის ნახატებში ნათლად ჩანს და მისი პატივისცემა ვისკონტისა და ჰიჩკოკის მიმართ თვალში საცემია”.

მისი ნამუშევრების ნახვა შეიძლება Plus One Gallery London-ში.


პოლ რობერტსი

ესეც მისი ჯგუფი Sniff’n’The Tears, სადაც ვოკალისტი და სიმღერების ავტორია..

http://www.youtube.com/watch?v=PykVUnlTqXE

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close