საკითხავისასარგებლოსაქართველო

გზა მათხოვრობისკენ…

წინა პოსტიდან გამომდინარე, გადავწვიტე ისევ თემა “გაჭირვებაზე” მესაუბრა, ოღონდ გაჭირვებს მიზეზებზე, იმედია მოგეწონებათ!

უბრალოდ გააგრძელეთ და ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზაროთ!

წინასწარ გთხოვთ ნუ გამკიცხავთ, იმის გამო, რომ საქართველოს პრობლემებზე ვსაუბრაობ, ჩემს მეგობრებთან როცა ამ საკითხზე მაქვს საუბარი ყოველთვის მეუბნებიან, წადი შენ თავს მიხედეოო, ნეტა რას უყურებ იმათ გაჭირვებასო?

საქართველოში ბევრი გაჭირვებული ადამიანია(ვითომ ახალი რაღაც ვთქვი:D) არ ვიცი ეს გაჭირვება რისგანაა გამოწვეული, იმისგან რომ ქართველები თავმოყვარე ხალხი ვართ და გვეთაკილება ეგრეთწოდებული მიწის მუშად ყოფნა, სხვისი სახლის დალაგება…. თუ იმის გამო, რომ ზარმაცები ვართ. მაგრამ არამგონია ამის მიზეზი სიზარმაცე იყოს, მაშინ როცა მთელი უბანი, ქუჩა და უნივერსტიტეტის ეზოები სავსეა უსაქმური ახალგაზრდებით და არამარტო ახალგაზრდებით, ასეთ ადგილებში ხშირად შევხვდებით უფროსი ასაკის ხალხს. შეიძლება ზოგმა თქვას ასეთ ხალხს აქვს იმის საშუალება, რომ უსაქმურად იყოს,მარა მაინც “ჭამოს” და კარგადაც ჩაიცვას.

მაგრამ ასეთი აზრის მქონე ხალხს შევეწინააღმდეგები და ვიტყვი, რომ 100%-დან 85-90% ისეთი ხალხია, რომელიც დილით რომ დგება ელემენტარული შაქარი არა აქვს სახლში, რომ ჩაი დალიოს და გარეთ გამოდის იმ იმედით, რომ ვინმე თავისი მეგობარი შეხვდება, რომელიც მისი თქმით მაგარი “მაყუთაა” და ფიქრობს, რომ ერთი ხაჭაპურის და ღერებით სიგარეტის ყიდვა არ დაენანება, მაგრამ ის კი არ იცის თავისი მეგობრების უმეტესობაც ამ იმედით გამოდის და საბოლოო ჯამში მთელი სამეგობრო “დაუპურებელი” და სიგარეტის გარეშე რჩება. ამის შემდეგ კი იწყება უკვე ეგრეთწოდებული “მათხოვრობა” (მათხოვრობაზე, ქვემოთ კიდე ვილაპარაკებ) “ნაგლად” გადმოდგებიან შუა გზაზე, მამის და პაპის ტოლ ხალხს და ყოველგვარი კომპლექს მოხსნილი ეუბნებიან:”ძია კაცო, ერთი ღერი სიგარეტი არ გააქვს? ბარემ არ უნდა ამ კაცს სიგარეტის მიცემა(ამის მიზეზი ორია, პირველი იმიტომ რომ თითონაც გაჭირვებულია და მეორე არ უნდა რომ ახალგაზრდება სიგარეტი მოწიონ, მაგრამ უმეტესად მიზეზი პირველია ხოლმე) მაგრამ ამოიღებს მთლიან “პაჩკას” და გაუწვდის, ამის შემხედვარე თავხედი ახალგაზრდა იღებს 3-4 ღერ სიგარეტს და თან აყოლებს ხო შეიძლებაო? მოწყალების გამღე თავს უქნევს და ძალით უღიმის, მაგრამ გულში კი გაიფიქრებს ” პატრონი არ გყავს შე შობელძაღლოო?” ახალგაზრდა “გამარჯვებული” სახით მიდის თავისი მეგობრებისკენ და თან უწმაწური სიტყვებით ამცირებს, “აი ერთი ვთხოვე და ეგრევე მომცაო, თქვენ კიდე დამდგარხართ და სიგარეტიც ვერ გიშოვიათო”. აჰა ერთი საქმე მოაგვარეს, ახლა დარჩა მეორე საჭმელი. მაგრამ ასეთი ხალხისთვის საჭმლის შოვნა უფრო ადვილია ვიდრე ათიდან უკუღმა დათვლა. ამისთვის რამოდენიმე ხერხი აქვთ.

1-დაინახავენ თავის ნაცნობს (რომელსაც ხშირად გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან) რომელსაც ხელში უჭირავს რაიმე საჭმელი, გაეშურებიან მისკენ, ცოტას თვალებს განაბავენ, მივლენ ჯერ კარგად მოიკითხავენ,(ეს “პონტის მოყვანაში” ეხმარებათ) მერე კი ეგრევე საქმეზე გადადიან, “აუ ძმურად დამიტოვე რაა”, ამასაც სხვა რა გზა ააქვს “თავის ძმას” საჭმელს ხო არ “დაუჟოშკავს”?

2-მექანიზმი იგივეა მეორე შემთხვევაშიც, ოღონდ ამ შემთხვევაში ფულს სთხოვენ, რითაც საბოლოოდ საჭმელს ყიდულობენ და თუ ფული დარჩათ 1-2 ღერ სიგარეტსაც კი ყიდულობს, ასე რო ვთქვათ იმ დღეს მაგარი “როჟები” არიან სიგარეტიც ააქვთ და საჭმელიც.

3-მესამე და კარგად ნაცნობი საშუალებაა “ნისია” საქართველოში “ნისიის” ინსტიტუტი საკმაოდ განვითარებულია, ამ განვითარებაში კი დიდი წვლილი შეაქვთ ზემოთხსენებულ ახალგაზრდებს, მერე ვიტყვით უსაქმურები და უნამუსოები არიანო. :)

დავანებოთ თავი ახალგაზრდებს, მათ ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვთ და იმედია მიხვდებიან თავის შეცდომებს!

ახალგაზრდებზე მეტად მე მაღიზიანებს მამის ტოლა ხალხი, რომლებსაც უკვე ოჯახიც ააქვთ შექმნილი, შვილებიც ჰყავთ და ზოგიერთს შვილიშვილიც კი. გამოდიან დილიდან გარეთ და ელოდებიან ღმერთის მოწყალებას,ხშირად გამიგია ასეთი ხალხისგან, “რა ვქნა? ღმერთს როგორც უნდა ისე არისო”, მაგრა ღმერთს ისიც უთქვამს თუ ხელს არ გაანძრევ მშიერი იქნებიო. ალბათ ყველას გაუჩნდა კითხვა ღმერთის წყალობაში, რას გულისხმობენო? აი მე კი გეტყვით რასაც გულისხმობენ, გამოივლის ვინმე თავიაანთი ბავშვობის ძმაკაცი, რომელიც ახლა “დიდი კაცია” უკვე და მისთვის 20-30 ლარის ძმაკაცებში დარიგება არაფერია. ასეთი ხალხი ღვთის წყალობით არის და გაჭირვებულ ძველ მეგობრებსაც ეხმარებიან, მაგრამ რათ გინდა? ეს ფული სახლში კი არ მიაქვთ,სადაც მშიერი შვილები ელოდებიან და დილით, რომ სახლიდან გამოდის უკან შვილი გამოეკიდება და ეტყვის მამი, მამი დღეს შოკოლადს ხო მომიტან? ესეც უქნევს თავს და ეუბნება “კი შვილო როგორ არ მოგიტან, შენ შემოგევლოს მამაო(ამისთანა მამის შემოვლებას, მტერს არ ვუსურვებ) არამედ ყიდულობენ, არაყს და პურს გადიან ბინის უკან და იქ იწყება მათი “ზეიმი”. სადაც მრავალ საჭირბოროტო საქმეებს განიხილავენ, უკნიდან ვიღაც წამოიძახებს: “ეჰ ბიჭებო რა დრო დაგვიდგა? ეხლა ვინც ჩვენ არყის ფულს გვაძლევსო, ბავშვობაში ზედაც არ ვიკარებდით სულ დედიკოს ბიჭს ვეძახდითო,” ამ დროს ყველა ერთი გულიანად გაიცინებს, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე მეტად დასაცინები თვითონ არიან.

ალკოჰოლოკობიდან ბომჟობამდე ერთი ნაბიჯიც არაა, ასეთი ხალხი კი ყოველმხრივ ამაზრზენია.

ზოგი გაჭირვებული კი ხსნას “მათხოვრობაში” პოულობს.

ძირითადად საქართველოში ბავშვები ან ქალები არიან მათხოვრები.

მათხოვრიბის რამდენიმე “კლასს” გამოვყოფდი,:D (აი უკვე როგორი პოპულარული საქმიანობაა მათხოვრობა, რომ მისი კლასებად დაყოფა მჭირდება)

1-ესენი არიან ინვალიდები, რომლებიც ოჯახმაც და გარშემომყოფებმაც ზურგი აქციეს და ისღა დარჩენიათ ხელი გაუწოდონ ხალხს, იმ იმედით, რომ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდება და პურის ფულს მაინც მისცემს( ასეთ ხალხს მე არც კი ვამტყუნებ, მათ სხვა გზა მართლაც არ ააქვთ, სახელმწიფოსგან მიცემული 22 ლარი კი არაფერში ყოფნით)

2-ესენი არიან ეგრედწოდებული “ჩამოსულები”, ანუ სოფლიდან წამოსულები(არადა სოფელში თუ ხელს გაანძრევ მშიერი არასდროს იქნები), რომლებიც ქალაქში ვერანაირ სამსახურს ვერ პოულობენ(მცდელობაც კი არ ააქვთ ამის) და “ედებიან” მთელს ქალაქს სამათხოვროდ, აკი ფიქრობენ რომ სამუშაო არ აქვთ, მაგრამ თქვენ ადვილი ხომ არ გგონიათ მთელი ქალაქის შემოვლა?

3- ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც ყავთ ისეთი მშობლები, რომლებზეც უკვე ზემოთ ვილაპარაკე. დამეთანხმებით 9-10 წლის ბავშს მუშაობის უნარი არ ააქვთ და სხვა რაღა გზა აქვთ “გამოდიან” სამათხოვროდ.( აი მაგალითად გორში ერთერთ მაღაზიასთან დგას პატარა ბიჭი, რომელიც მოწყალებას იმაში ითხოვს, რომ კარებს გიღებთ და გიხურავთ. ამის საფასურად კი სულ რაღაც 10 თეთრს ითხოვს. მას ვკითხე რატომ მათხოვრობ მეთქი? მშობლები არ გყაავს? თუ..? კითხვა არც დამამთავრებინა, რომ მოჰყვა ლაპარაკს, დაახლოებით 5-7 წუთი ილაპარაკა თავის პრობლემებზე, ამ ნალაპარაკებიდან რამოდენიმეს აქაც დავწერ. -“მამაჩემს ვუთარით მე და ჩემმა ძმებმა(როგორც თვითონ თქვა კიდე ორი ძმა ყოლია, ახლა ისინი “ბაზრობაზე” არიან, აქ მარტო მეც მოვუდივარ თავს ამ ხალხსოო) საჭმელი მოგვიტანეო, იმას კიდე უპასუხია “წადი თქვენი დედაცო…” მერე ჩვენც ვუთხარით შენი დედაც და შენი დედის დედაცაო, ავიღეთ ტანსაცმელი და წამოვედით სახლიდანო, ცოტა არ იყოს მათ ასეთ საქციელზე გამეცინა, ასეთი ბავშვები ძალიან მეცოდებიან და როცა შესაძლებლობა მაქვს ყოველთვის ვეხმარები)

4-აი ამ კატეგორიის ხალხი ჩემში დიდ ზიზღს იწვევს, ესენი არიან ციგნის ბავშვები,რომლებიც “ნაგლად” მოდიან და მუქარით გართმევენ ფულს, ეს მუქარა კი რაში მდგომარებს: ან შეგაფურთხებენ ან კიდევ თავის “ძალიან სუფთა” ხელებით “მოგეფერებიან”. ასეთი ბავშვები უფრო ხშირად გოგოებთან მიდიან, იმიტომ რომ იციან წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, ამ პოსტით მე მინდა ხალხის ის ნაწილი გამოვაცოცხლო, რომელსაც დიდი ვარდისფერი სათვალეები უკეთიათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close