გასართობივიდეოებიუცნაური

გამორჩეული ჟურნალისტები

რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც მათი საქციელით უნიკალურები გახდნენ.

 

 

ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა.

ქრისტინ ჩუბაკი პირველი და ერთადერთი ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში, სამუშაო ადგილას მოიკლა თავი. 1974 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც გადაცემის მსვლელობიდან 8 წუთი იყო გასული, ქრისტინმა თქვა: “მე-40 არხი ყოველთვის გატყობინებდათ სისხლიან ახალ ამბებს, ახლა კიდევ ერთს იხილავთ: თვითმკვლელობას.” ამ სიტყვებთან ერთად მან რევოლვერი ამოიღო და ტყვია დაიხალა. ამ მოვლენამდე 3 კვირით ადრე მას ხელმძღვანელმა სთხოვა, მოემზადებინა რეპორტაჟი თვითმკვლელობაზე. ქრისტინი დათანხმდა და ადგილობრივ შერიფს ეწვია, რათა მსგავს საქმეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. ინტერვიუს დროს შერიფმა უთხრა, რომ ყველაზე ხშირი მეთოდი თვითმკვლელობისა იყო .38 კალიბრიანი რევოლვერი, რომელსაც როგორც წესი, თავის უკანა მხარეს იდებდნენ სროლისას და არა საფეთქელზე. ვიდეოზე საავტორო უფლება ქრისტინის ოჯახის წევრებმა მოიპოვეს და მისი გავრცელება არ მომხდარა.

 

 

ერაყელი ჟურნალისტი, რომელმაც ბუშს ფეხსაცმელი ესროლა.

აშშ-ის პრეზიდენტი ერაყში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით და როცა პრემიერ-მინისტრთან ნური ალ-მალიქთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, ერაყელი ჟურნალისტი მუნთადარ ალ-ზაიდი წამოდგა და დაიძახა: “ეს გამოსამშვიდობებელი კოცნაა ერაყელი ხალხისგან, ძაღლო!” ამის შემდეგ კი ჯორდანისეული სამქულიანით ფეხსაცმელი ტყორცნა, მაგრამ ბუშმა გაწევა მოასწრო და აცდა. საერთოდ, როცა ერაყში ვინმეს ფეხსაცმლის ლანჩს უჩვენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პიროვნება გეზიზღება. მუნთადარი ამას არ დასჯერდა და მიაძახა: “ეს იმ ობლებისა და ქვრივებისთვის, ვინც ერაყის ომში დაიღუპა” და მეორე ფეხსაცმელი ისროლა, მაგრამ ესეც ააცილა. ჟურნალისტს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ერთ წელიწადში გამოუშვეს.

 

 

ჟურნალისტი, რომელმაც გულის შეტევის ამბავი სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა.

თეთრი სახლის კორესპოდენტი ტომი ქრისტოფერი პირველი ჟურნალისტი და სავარაუდოდ, პირველი ადამიანიცაა, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა და ეს მაშინვე გამოაქვეყნა თავის გვერდზე “ტვიტერში”, ანუ როგორც იტყვიან, გულის შეტევის ამბავი “დატვიტა”. ეს მოხდა კვირა საღამოს, 6 საათისკენ. მალევე მის სახლში სასწრაფო დახმარება მივიდა.

 

 

ჟურნალისტი, რომელიც დაცვამ გაათრია აეროპორტიდან.

ბრენდა ლი “ჯორჯია ინფორმერის” ჟურნალისტია, რომელიც 2009 წლის 28 მაისს დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა ლოს ანჯელესის აეროპორტიდან, როცა ცდილობდა პრეზიდენტ ბარაკ ბამასთვის გადაეცა წერილი, სადაც სთხოვდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. ის მანამდე გაათრიეს, სანამ ბარაკ ობამა აეროპორტში შემოვიდოდა. პრეზიდენტის დაცვამ მას ფეხებსა და ხელებში მოკიდა ხელი, რადგან სხვანაირად მისი დაშოშმინება და აეროპორტიდან გარიდება ვერ მოახერხეს.

 

 

ჟურნალისტი, რომელმაც საოცარი ტყორცნა შეასრულა.

რეპორტიორი მაყურებლებს უხსნიდა კალათბურთში ბურთის ტყორცნის წესებს და საჩვენებლად თვითონაც გაისროლა უკან. შედეგად, ისე რომ თვითონაც არ ელოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ნასროლი გამოუვიდა, რომლისაც პროფესიონალ კალათბურთელებსაც კი შეშურდებოდათ.

 

 

5 წლის რეპორტიორი.

5 წლის ბიჭუნა, სახელად ჯოი, Blackhawks TV-ის ჟურნალისტია, რომელიც ყინულის ჰოკეის ეროვნული ლიგის მსვლელობას აშუქებს. აღსანიშნავია, რომ საქმეს საკმაოდ კარგად ართმევს თავს. ინტერვიუ აიღო ჰოკეის გუნდის, Chicago Blackhawks-ის წევრებისგან, ჯონათან ტოუსისგან და პატრიკ კეინისგან.

 

 

ჟურნალისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საუნის შეჯიბრში.

52 წლის რიკ რაილს წლის სპორტული ჟურნალისტის წოდება 11-ჯერ აქვს მიღებული. 2010 წლის 4 მაისს მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “სპორტის ჯოჯოხეთური სახეობები: ყველაზე სულელური შეჯიბრის ძიება”, სადაც აღწერილი აქვს, როგორ ეძებდა ყველაზე უაზრო შეჯიბრებს სპორტის სფეროში. 2007 წელს ის ფინეთში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო საუნის მსოფლიო ჩემპიონატში. მისი თქმით, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე “გრძელი” 3 წუთი და 10 წამი. “ყოველ ნახევარ წუთში ჭერიდან ცხელი წყალი ისხმებოდა, რომელიც სინესტესა და ტემპერატურას ისე ზრდიდა, ოქროსაც გაალღობდა.”

 

 

ჟურნალისტი, რომელიც ჰაიტელ ბავშვს დაეხმარა.

ჰაიტში მომხდარმა მიწისძვრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები კატასტროფის ადგილიდან აშუქებდნენ მოვლენებს. ვიდეოში იხილავთ CNN-ის ჟურნალისტს, ანდერსონ კუპერს, რომელიც გარბის და ბავშვის გადარჩენას ცდილობს მოძალადეებისგან.

ვიდეო შეიცავს მძიმე მომენტებს

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close