გართობა

რას სახელებს არქმევენ ცნობილი ადამიანები შვილებს?

a96848 Pilot Inspektor.

ცნობილი ადამიანების საქმიანობის არცერთი, თუნდაც პირადი დეტალები არ იმალება :) ამჯერად წარმოგიდგენთ პოსტს, სადაც შეიტყობთ, თუ რას სახელებს არქმევენ ცნობილი ადამიანები საკუთარ შვილებს 

a96848 Pilot Inspektor.

1. ჯეისონ მაიკალ ლიმ და მისმა მეუღლემ ბეთ რისგრაფმა გადაწყვიტეს შვილისთვის დაერქმიათ “პილოტ ინსპექტორი” (Pilot Inspektor). ეს გადაწყვეტილება განაპირობა Grandaddy’s სიმღერის ტექსტმა: “ის უბრალოა, ის მუნჯია, ის პილოტია.

a96848 SCBN Audio Science

2. შენინ სოსამონმა არავის რჩევა არ გაითვალისწინა და შვილს დაარქვა “აუდიო მეცნიერება” (Audio Science). ეს გადაწყდა იმის შემდეგ, რაც მისმა ბოიფრენდმა ლექსიკონის თვალიერებისას ვერაფერი სხვა ვერ მოიფიქრა.

a96848 zuma

3. გვენ სტეფანიმ და მისმა როკერმა მეუღლემ გევინ როსდალმა თავიანთ მეუღლეს დაარქვეს არც მეტი არც ნაკლები “ზუმა ნესტა როკ როსდალი” (Zuma Nesta Rock Rossdale). რამდენიმე თეორია, რატომ მაინც და მაინც ეს სახელი:

ზუმა: ეს არის ადგილი მალიბუს პლიაჟზე, სადაც გევინს პირველად იდეა გაუჩნდა გამხდარიყო ცნობილი როკ ვარსკვლავი.

ნესტა: ეს არის ბობ მარლის შუა სახელი.

როკ:ალბათ მიხვდით როკი რატომაც ქვია…

a96848 forestandfamilystarwars

4. “შემოდგომა, სონეტა, ოკეანე და მართალი” (“Autumn”, “Sonnet”, “Ocean”, “True”) ესენი ლექსების სახელები ნუ გეგონებათ, ფორესტ ვიტტეკერის 4 შვილის სახელია. “მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იპოვონ ბედნიერება მათ სახელებში, “შემოდგომა” თავქარიანია, “სონეტა” უფრო ხელოვანია, “მართალი” ბავშვობიდან ბუნებით ძლიერი იყო, “ოკეანეს” კი ძალიან დიდი გული აქვს.

ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ მარტო მეგრელებს არ ქონიათ უსაშველო ფანტაზია სახელების არჩევისას :D

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button