არქივი

ბრძნული გამონათქვამები… #2

94111eb6cf07

ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ. ჯეკ ლონდონი

ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს. ჯეკ ლონდონი

ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს. ჯეკ ლონდონი

შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. გოეთე

ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს. გოეთე

არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია. გოეთე

სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. დოსტოევსკი

თუ ვინმემ ერთხელ მოგატყუათ, ის დამნაშავეა თქვენს წინაშე, მაგრამ იგივე პიროვნებამ, მეორედაც თუ მოგატყუათ, მაშინ თქვენ ბრძანდებით ბრიყვი. პროსპერ მერიმე

სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს. ეგზიუპერი

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს. სტენდალი

სიყვარული– მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. სტენდალი

ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს. მარკ ტვენი

გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ. მარკ ტვენი

ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს. მარკ ტვენი

ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე. მარკ ტვენი

კლასიკა- ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა. მარკ ტვენი

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.ტოლსტოი

იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება იგივეა, რომ თქვა რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ. ტოლსტოი

კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს. ტოლსტოი

ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე. ტოლსტოი

ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ტოლსტოი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button