გართობაუცნაური

ნოეს ახალი კიდობანი – მომავლის ქალაქი

ntw9o

ერთი შეხედვით, ეს უცნაური და საინტერესო ნაგებობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში გამოყენებულ კონცეპტს ჰგავს, მაგრამ მომავალში შეიძლება სავსებით რეალური იყოს. მასში იცხოვრებენ ადამიანები ისეთი ქალაქებიდან, სადაც ხშირია ცუდი ამინდი, შტორმები, მიწისძვრები და ა.შ.

მისი შექმნის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2005 წელს აშშ-ის ქალაქი ნიუ ორლეანი მნიშვნელოვნად დააზარალა ქარიშხალმა კატრინამ. მიყენებული ზარალი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ხელისუფლებას ბოლომდე ჯერ კიდევ არ აღმოუფხვრია.

მათი შემხედვარე, ბოსტონელი დიზაინერების ჯგუფმა წამოჭრა იდეა, შეექმნათ წყალზე მოტივტივე ქალაქი. ის მისისიპის სანაპიროზე განთავსდებოდა და საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, აერიდებინათ მსგავსი ტრაგედია მომავალში.

bz0ck

s8rwz

lqcw7

ეს უცნაური ნაგებობა სიმაღლეში 365 მეტრია, მოცულობით კი დაახლოებით 2.8 კვ. კმ. დიზაინი გათვლილია 40 000 სულზე. მასში ყველაფერია, რასაც ნორმალურ ქალაქში შეხვდები – მაღაზიებიდან და სკოლებიდან დაწყებული, სასტუმროებითა და კაზინოებით დამთავრებული. მომავლის ქალაქში ასევე უხვადაა ბაღები, სწრაფი ლიფტები ვერტიკალური გადაადგილებისთვის და ბილიკები ფეხით მოსიარულეთათვის.

პროექტს სახელად უწოდეს “ნიუ ორლეანის არქოლოგიური საცხოვრებელი” – New Orleans Arcology Habitat, სადაც პირველი ასოების შეერთებით მიიღება NOAH, ანუ ნოე. ის წარმოადგენს მტკიცე სამკუთხა ქმნილებას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს. მაგალითად, თუკი ძლიერი ქარი ამოვარდება, უბრალოდ მასში გაივლის და ძლიერ რხევებს არ წარმოქმნის. კონსტრუქციის კედლები მედეგია ქარიშხლის მიმართ. ჰაერის ძლიერი ნაკადის შემოტევის შემთხვევაში შიგნით მყოფ ხალხს ზიანი არ მიადგება.

k85q7

8wi9h

j4663

მთავარმა დიზაინერმა, კევინ შოპერმა განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობისას სამ ძირითად საკითხზე უწევდათ ფიქრი:

  • პირველი საკითხი ეს იყო ამინდის ცვლილების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო სტაბილური და უსაფრთხო, რათა გათვლილ იქნეს დროის დიდ პერიოდზე.
  • მეორე საკითხი იყო წყალი. ნიუ ორლეანის დიდი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონეზე ან მის ქვემოთ. ამ მიზეზით ქალაქში არც ისე იშვიათია დატბორვა ან ქარიშხალი.
  • მესამე საკითხი მიწაა. ნიუ ორლეანი გაშენებულია ისეთ ნიადაგზე, რომლის დიდი ნაწილი არის რბილი მიწა, თიხა და შლამი.
  • ამ სამი მიზეზის გამო ქალაქში დიდი ნაგებობების შენება სარისკო საქმეა. ამიტომ მათ გადასალახად შექმნეს მოტივტივე ქალაქის სტრუქტურა. შოპერის თქმით, ამ ქალაქის მოსახლეობა სრულფასოვნად იცხოვრებს. მათ ექნებათ სასკოლო სისტემა, საცალო მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კაზინოები, ავტოსადგომები და სამუშაო ადგილებიც კი.

    7qfe6

    მართალია ქალაქი იტივტივებს, მაგრამ ერთ ადგილას იქნება მყარად გაჩერებული. კონცეპტი შექმნილია ნიუ ორლეანისთვის, თუმცა ცხადია, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ქალაქის სანაპიროზე.

    stukh

    zq9vh

    yyq9f

    ვიდეოს გამოსახულება დააყენე HD-ზე:

    მსგავსი ამბები

    Back to top button