არქივი

საინტერესო ფაქტები

cc2dbad46555
საინტერესო ფაქტები, წაიკითხეთ მოგეწონებათ :D

1) პლინიუს უფროსის ბუნების ისტორია არის ჩვენამდე შემონახული უძველესი საბუნებისმეტყველო ენციკლოპედია…
2).ბერძნული ანბანის მოხაზულობა ძალიან წააგავს წეროს ფრენის მონახაზებს, აქედანაა ორთოგრაფიის ალტერნატიული ეტიმოლოგია…
3)…გამოთქმა “პიროსის გამარჯვება” წარმოიქმნა ასკულუმთან ბრძოლისას როდესაც პიროსმა ისეთი დანაკარგებით გაიმარჯვა რომ ომის გაგრძელება აღარ შეეძლო…
4)რომის ლეგენდარულ პირველ მეფესაც და უკანასკნელ იმპერატორსაც რომულუსი ერქვა…
5)…79 წლის ვეზუვის ამოფრქვევამდე რომაელებმა არაფერი იცოდნენ ვულკანების შესახებ…
6)…საფრანგეთის მეფემ ანრი IV-მ 6-ჯერ შეიცვალა სარწმუნოება…
7)…ნინძები იაპონიაში XVI საუკუნემდე არსებობდნენ..
8)…ახალდაქორწინებულის მიერ პატარძლის სახლში ხელში აყვანილი შეყვანის ტრადიცია ძველი რომიდან მოდის…
9)…იტალიაში ჰანიბალმა ყველა ბრძოლა მოიგო, ხოლო ომი წააგო..
10)…პომპეიში შხამიანი გაზებით მოწამლული ხალხის გვამები ფერფლმა დაფარა და გაქვავდა, გათხრების მსვლელობისას კი არქეოლოგებმა ამ გაქვავებულ სიცარიელეებში თაბვაშირი ჩაასხეს, რის შედეგადაც მოხდა დაღყუპული ქალაქის მაცხოვრებლების ბოლო წუთების აღდგენა..
11)…გეგმის მიხედვით 1945 წლის 9 აგვისტოს ამერიკეებს მეორე ატომური ბომბი ქალაქ კოკურაზე უნდა ჩამოეგდოთ, მაგრამ ძლიერი ღრუბლიანობის გამო თვითმფრინავმა გეზი ნაგასაკისკენ აიღო და ბომბაც იქ ჩამოაგდო…
12)…პირველი მსოფლიო ომი პირველი იყო, რომლის გამოცხადებაც დეპეშით მოხდა…
13)…ეჭვმიტანილის თავდებით განთავისუფლება ძველ რომში შემოიღეს…
14).მარათონული რბოლა ტარდება ბერძენი მეომარი ფიტიპიდეს საპატივცემლოდ, რომელმაც მარათონის ბრძოლის შემდეგ გაირბინა მარათონიდან ათენამდე 41კმ გამარჯვების ამბის მისატანად და მოკვდა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო “გიხაროდეთ, გავიმარჯვეთ!”…
15)…სტამბაში პირველად დაბეჭდილი წიგნი ბიბლია იყო…
16)…ნეპტუნის აღმოჩენა “კალმის წვერით” მოხდა, ანუ იგი ჯერ ურანის ტრაექტორიის არასისწორის გამოკვლევისას იქნა აღმოჩენილი ასტრონომიული გამოთვლებით 1821 წელს და მხოლოდ 1846 წელს ასტრონომებმა დაინახეს იგი ტელესკოპით…
17)…ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგძლივი მონარქი დედოფალი ვიქტორია იყო…
18)…პირამიდებს ეგვიპტელების გარდა ინკები და აცტეკებიც აშენებდნენ… მაგალითად: ჩიჩენიცა….
19)…სფინქსს ცხვირი ნაპოლეონის ჯარისკაცებმა მოატეხეს. ისინი მას სამიზნეთ იყენებდნენ…
20)…ანრი IV-ს 6 კანონიერი და 11 უკანონო შვილი ჰყავდა…
21)…სესხის მაქსიმალური წლიური პროცენტი რომაელებმა შემოიღეს 8% ძვ. წ. V საუკუნეში…
22)…რუსეთსა და იაპონიას შორის ომი არ დასრულებულა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იაპონიამ ამერიკასთან გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, ხოლო საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა სადავი ოთხი კურილის კუნძულის გამო…
23)…კომპიენის ალყა ჟან დ’არკის უკანასკნელი სამხედრო ოპერაცია იყო…
24)…საფრანგეთის ყველა მეფეს ტრადიციისამებრ სენ-დენის ტაძარში კრძალავდნენ… ასევე ჩვენი მეფეების უმრავლესობაც გელათშია დაკრძალული…
25)…ნეფერტიტი ტუტანხამონის დედა იყო…
26)…ეგვიპტეში ამენხოტეპ IV-მ შექმნა იპრველი მონოთეისტური რელიგია — მზისთაყვანისცემა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ქურუმებმა აიძულეს ახალგაზრდა ტუტანხამონს ძველი რელიგიისკენ დაბრუნება…
27)…ბიბლიურ თქმუნებას ბაბილონის გოდოლის შესახებ ისტორიული საფუძველი აქვს. ბაბილონში რიტუალური დანიშნულების გოდოლი შენდებოდა და მას ისეთი სიძლიერის მეხი დაეცა რომ აგურები გაალღვო. თუ რა მოუვიდოდათ თვითმხილველებს ადვილი წარმოსადგენია…
28)…პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო — მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში.
29)…მეორე მსოფლიო ომი აზიაში 1937 წელს დაიწყო იაპონიის ჩინეთში შეჭრით… ეს პატარა წკლიპურტა რო შევარდება ამხელა ქვეყანასჰი რაააა..:D
30)…გემის აბორდაჟით აღება ძველმა რომაელმა სამხედროებმა მოიგონეს პირველი პუნიკური ომის დროს, რათა კართაგენელებთან ზღვის ბრძოლის პირობებში ხელჩართული ბრძოლა გაემართათ…

იმედია მოგეწონებათ ;)

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button