საკითხავისასარგებლოუცნაური

ცნობილი პოლიმატები


ბევრს სურს იყოს მრავალმხრივ ნიჭიერი, განათლებული, მაგრამ ყველას არ ძალუძს ეს.. პოსტში გვექნება საუბარი პოლიმატებზე, ადამიანებზე, რომელნიც ბევრ სფეროში განსწავლულები არიან (მეცნიერების, მუსიკის და ა.შ.)

ლეონარდო და ვინჩი

იგი არამხოლოდ ყველა დროის საუკეთესო მხატვრად ითვლება, ის ასევე არის ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც კი დედამიწაზე უცხოვრია. ის იყო აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. მან წამოაყენა იდეები ვერტმფრენის, ტანკის, მზის ენერგიის, კალკულატორის შექმნის თაობაზე, მასვე ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა “საიდუმლო სერობა” და “მონა ლიზა”.

ბენჯამინ ფრანკლინი

შეერთებული შტატების დამაარსებელ მამათაგან ერთ-ერთი, ფრანკლინი იყო ასევე მწერალი, მბეჭდავი, პოლიტიკოსი, გამომგონებელი და მეცნიერი, რომლის სამეცნიერო ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანეს ფიზიკისა და ელექტროობის განვითარებაში. იგი ავტორია შემდეგი გამოგონებების: ორფოკუსიანი სათვალის, ფრანკლინის ღუმელის, ოდომეტრის და ა.შ. მასვე ეკუთვნის პირველი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აიზეკ აზიმოვი

აზიმოვი იყო 500 წიგნის და 9000 წერილის თუ ღია ბარათის ავტორი ან რედაქტორი. ის იყო მწერალი, რომელიც რეალურად პოლიმატი გახლდათ, განსწავლული უამრავ სფეროში. ის ითვლება ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად თავის დროში. მას ეკუთვნის შემდეგი ცნობილი ციტატები:
“ვეძებ ღმერთს? ღმერთი ჩემზე ჭკვიანია, თვითონ მიპოვოს”

“რას გავაკეთებდი, თუკი მხოლოდ ექვსი თვის სიცოცხლე მექნებოდა დარჩენილი? უფრო სწრაფად დავიწყებდი წერას”

“ჩვენი ცხოვრების ყველაზე უფრო სამწუხარო ასპექტი ისაა, რომ მეცნიერება უფრო სწრაფად აგროვებს ცოდნას, ვიდრე ხალხი- სიბრძნეს”

პოლ რობესონი

რობესონი ცნობილი გახდა ლამაზი ბარიტონის ხმით და მისი შემოქმედებითი ტალანტით, თუმცა ის ასევე იყო პროფესიონალი ათლეტი, მწერალი, მრავალენოვანი ორატორი, მეცნიერი და ადვოკატი. ის არის პირველი აფრიკელი ამერიკელი პოლიმატი ჩვენს დროში.

ისააკ ნიუტონი

სერ ისააკ ნიუტონი იყო ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, თეოლოგი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი, უამრავი თეორიისა თუ კანონის ავტორი. მას ეკუთვნის შემდეგი სახის განცხადება: “მე შემიძლია გამოვთვალო ციური სხეულების მოძრაობა, მაგრამ არა ადამიანების სიგიჟე”. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: “ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი”.

ალბერტ შვაიცერი

შვაიცერი იყო მუსიკოსი, თეოლოგი, ექიმი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ქველმოქმედი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი. მიღებული აქვს ნობელის პრემია 1952 წელს თავისი ფილოსოფიური ნაშრომისთვის “ცხოვრების რევერანსი”. მან დაარსა საავადმყოფო, ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ეწეოდა ანტიპროპაგანდას. ის ცხოვრობდა პირადი ეთიკის მიხედვით.

არისტოტელე

ყველა დროის არაჩვეულებრივი პოლიმატი, არისტოტელე იყო ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც პლატონის მოსწავლე იყო და მასწავლებელი ალექსანდრე მაკედონელის. მისი ნაწერები მოიცავს შემდეგი სახის თემებს: მეტაფიზიკა, პოეზია, ფიზიკა, ლოგიკა, მუსიკა, თეატრი, რიტორიკა, პოლიტიკა, ბიოლოგია, ეთიკა და ზოოლოგია. მას ეკუთვნის შემდეგი ციტატა: “ყველა ადამიანის ქმედებას აქვს ერთი ან მეტი ამ შვიდი მიზეზიდან: შანსი, ბუნება, იძულება, ჩვევა, მიზეზი, ვნება, სურვილი”.

ტომას ჯეფერსონი

ამერიკის შეერთებილი შტატების მესამე პრეზიდენტი ჯეფერსონი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კაცი, ვისაც კი ქვეყანა უმართია. გარდა პოლიტიკისა და ხელისუფლებისა, მას აინტერესებდა არქიტექტურა, გამოგონებები, წიგნები, ღვინო და ფრინველები, წერდა წიგნებს და თარგმნიდა კელტური ენიდან. მან იცოდა, რომ “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close