გამოგონებასასარგებლოსურათები

ეფლი წარმოგვიდგენს – IPAD 2


ამ კომპანიამ მსოფლიოს ყველა ბაზარი დაიპყრო და აგრძელებს დაპყრობას – Apple-მა, რომელიც სულ სიახლეებს გვთავაზობს, ახლაც წარმოგვიდგინა მისი უახლესი ტექნიკის აიპადის ახალი ვერსია ანუ IPAD 2.
მის პრეზენტაციაზე კომპანიის თავი სტივ ჯობსი მივიდა.

რითი გამოირჩევა ახალი ვერსია? ის 3-ჯერ უფრო თხელია ვიდრე წინა, უფრო სწრაფი პროცესორი აქვს, გაუმჯობესებული გრაფიკა, აქვს 2 კამერა-ერთი წინ და მეორეც უკან. ერთ-ერთი კამერით შეიძლება ვიდეოზარების განხორციელება. ფერები კი შავი და თეთრი იქნება.

რაც მთავარია ის 499 დოლარიდან 829 დოლარამდე ღირს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ის 11 მარტიდან გაიყიდება, ხოლო კანადაში, ავსტრალიაში, მექსიკასა და ევროპის ნაწილში კი მარტის ბოლოს გამოჩნდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close