Planking – ახალი ავსტრალიური გასართობი facebook-ზე (დაიწყო ქართული პლანკინგიც)
რა არის პლანკინგი?
ახალი ავსტრალიური გართობა რმელიც ძალიან მალე ვრცელდება მთელს მსოფლიოში facebook-ის მეშვეობით.ხანდაზმულები ამას კიდევ ერთ ახალგაზრდულ სულელობას მიაწერენ.
თუმცა ახალგაზრდები ამას გართობის ერთერთ საშუალებად მიიჩნევენ.
პლანკინგის ძირითადი აზრია რომ გადაიგო სურათი დაწოლილმა… ამის გაკეთება თითქმის ყველას შეუძლია და ამიტომაც აქვს ამდენი გამოხმაურება ხოლო რაც უფრო კრეატიულ სურათს გადაიგებ მით უფრო მეტი გამოხმაურება და პოპულარობა მოყვება სურათს.
ოფიციალურ პლანკინგის facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ საუკეთესო პლანკინგერების სხვადასხვა სურათები, გვერდს უკვე 190 000ზე მეტი ფანი ყავს და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება, თუმცა პლანკინგი სახიფათოც შეიძლება იყოს რადგან ერთი ადამიანი შეეწირა მეშვიდე სართულის ბალკონზე მწოლიარე მდგომარეობაში სურათის გადაღებას.ასე რომ ეცადეთ უსაფრთხო ადგილას პლანკინგი თუ საერთოდ მოგინდებათ ამის გაკეთება…
გამოჩნდა ქართული პლანკინგის ჯგუფი, რომელმაც უკვე დაიწყო სურათების დამატება, გახდებიან თუ არა ქართველებიც ჭეშმარიტი პლანკინგერები და როგორი იქნება მათი კრეატიული სურათები?
აი მათი გვერდიც:
http://www.facebook.com/pages/Planking-Georgia/151011598300964