გამოგონებაკრეატივი

ადამიანის საბანაო მანქანა შეიქმნა


კომპანია “სანიომ” ადამიანის საბანაო მანქანა შექმნა. კომპანიას ეს პროექტი ჯერ კიდევ 40 წლის წინ ჰქონდა შემუშავებული, მაგრამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა მხოლოდ ახლა მოახერხა.

გამოგონება ე.წ.”ავტომატურ აბაზანას” წარმოადგენს. ის ადამიანის სხეულს ავტომატურად ბანს. ადამიანი კიბის საშუალებით საბანაო კაბინაში უნდა ავიდეს და მისთვის სასურველი წყლის ტემპერატურა აირჩიოს, რის შემდეგაც “რეცხვის” რეჟიმი ჩაირთვება.

5 წუთის განმავლობაში წყლის ძლიერი ჭავლის ქვეშ მოგიწევთ დგომა. შემდეგ მასაჟის რეჟიმი ჩაირთვება. პროცედურის დასასრულს კი საპნის ბუშტებით პილინგი გელით.

აპარატს გაშრობის ფუნქციაც აქვს, ამიტომ პირსახოცის გამოყენება აღარ მოგიწევთ.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close