საკითხავისასარგებლოუცნაური

,,მზეთუნახავი და ურჩხული”


მულტფილმი ,,მზეთუნახავი და ურჩხული” ალბათ ყველამ იცით, მაგრამ ამჯერად მასზე არ გვექნება საუბარი. საინტერესოა არსებობენ თუ არა თანამედროვე ,,მზეთუნახავები” და ,,ურჩხულები”.. თუ ეს მხოლოდ ბრბოს საქმეა, შეაფასონ ადამიანი გარეგნობის მიხედვით?! წარმოგიდგენთ ორ ადამიანს, ერთი თვლის რომ მზეთუნახავია, მეორე სულაც არ ფიქრობს,რომ ურჩხულია, მაგრამ საზოგადოება მას ურჩხულად თუ არა მახინჯად მაინც აღიქვამს, რას ვიზამთ,ასეთია ცხოვრება.


ეს სურათი სარას ახალგაზრდობისაა, სანამ ოპერაციებს გაიკეთებდა

ესეც ახალგაზრდობისაა

სარა ბარგი – ჩვენი დროის ბარბი,50 წლის. ამჟამად მესამე ქმართან ერთად ცხოვრობს, ჰყავს 3 შვილი. მის ირგვლივ განუწყვეტლივ ტრიალებს ჭორები. სარამ საკუთარ შვილს 15 წლის ასაკში გაუკეთა ბოტოქსი,რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თავად სარას რაც შეეხება, ნახევარი მილიონ ფუნტზე მეტი აქვს დახარჯული ოპერაციებში.
სარა ყოფილი მოდელია, ცნობილი ადამიანების წვეულებების ორგანიზატორი, ექს-ფლეიბოი გოგონა და ნამდვილი ბოტოქს-ბარბი : )
როცა ფლეიბოი გოგონა გახდა, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი გახლდათ, თავად სარა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ იგი განგსტერებთან და მილიონრებთან იწვა, ასევე ურთიერთობა ჰქონდა telly savalas-თან.

პირველად ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, როდესაც მისმა ბოიფრენდმა ცემა და ცხვირი გაუტეხა (გატეხვა კიდევ არაფერი, როგორც სარა ამბობს ცხვირი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა). ამის გამო გოგონას დეპრესია დაემართა და ვერ მოისვენა, სანამ მეორედაც არ შეილამაზა ერთხელ უკვე აღდგენილი ცხვირი.

სარას სახლში, კერძოდ მის ერთ ოთახში უამრავ საინტერესო რამეს წააწყდებით. აქვს უამრავი მოწყობილობა, სახისთვის, ტანისთვის..
თურმე ბოტოქსს სახლშიც იკეთებს, საკუთარი ხელებით. ეგ კი არადა შპრიცი მუდამ გამზადებული დააქვს სადაც წავა. ისე რომ, თუ მაგალიტად ღამის კლუბშია და უცებ შენიშნა სახეზე ზედმეტი ნაოჭი, წამში ამოიღებს ნემსს და ბოლოს მოუღებს სიბერის აბეზარ მაჩვენებელს.

ოპერაციების ჩამონათვალი:
სახის 3 სრული გადაჭიმვა – 21000 £
სახის დაბერების საწინააღმდეგო ლაზერის 5 წლიანი მომსახურება – 32000 £
სახის სილიკონის ინექციები – 10000 £
კანის გაწმენდა, ზედმეტი კანის მოცილება 5 წლის განმავლობაში – 55000 £
თვალის ოპერაციები და თვალის კუთხეებში ნაოჭების ლაზერით გაქრობა- 19 000 £
წარბების ზევით აჭიმვა – 12 000 £
დუნდულებიდან ცხიმის გადატანა სახის გარკვეულ უბნებში, ნაოჭების გასასწორებლად – 6000 £
ლოყის სილიკონის იმპლანტები – 7000 £
ლიპოსაქცია ნიკაპზე ორჯერ.. ასევე ადრე გაკეთებული ლიპოსაქცია ყბებზე – 34 000 £
2 სილიკონის იმპლანტი ნიკაპში – 14000 £
რეგულარული გამათეთრებელი პროცედურები კბილებზე – 18000 £
ცხვირის 2 ოპერაცია – 13500 £
ყურების უკან მიწევა – 7000 £
თმის დაგრძელების პროცედურები 18 წლიდან დღემდე – 72000 £
მკერდის ოპერაციები: ორჯერ ზევით აჭიმვა და სილიკონის იმპლანტები – 26500 £
მუცლის 2 ლიპოსაქცია და ნაკეცების მოცილება – 15000 £
ლიპოსაქცია თეძოებზე და ბარძაყებზე – 4500 £
იღლიები – ბოტოქსის ინექცია, რათა ოფლისდენა აღარ ჰქონოდა – 20000 £
calf იმპლანტები- (ანუ ფეხზე,მუხლის ქვემოთ, უკან კუნთები სადაც გვაქვს მანდ უდებენ ამ იმპლანტებს, თუ დაღრეცილი ფეხები გაქვს, ისე ჩადებენ რომ სწორი გამოგიჩნდება) – 11000 £
დუნდულების იმპლანტები – 10500 £
კანის მოვლაში დახარჯული თანხა, ლაზერში, პილინგში და სხვა საშუალებებში – 131500 £

ჯამში 539500 £

სარა ბარგი: ,,მე ოპერაციების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ასე ვაპირებ გაგრძელებას სიცოცხლის ბოლომდე. ყოველი ოპერაციის შემდგომ მე ვხედავ მის უპირატესობას და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა გავიკეთო შემდგომ.
ზოგიერთი ამბობს, რომ მე ერთი ქედმაღალი ბებერი ძროხა ვარ, დიახაც ბებერი ძროხა ვარ და აქედან ვშოულობ ამდენ ფულს.
ყველა, ვინც კი ამბობს, რომ ოპერაციები დამოკიდებულებას არ იწვევს, ის მატყუარაა, რადგან ადამიანი როცა კოსმეტიკურ ოპერაციას იკეთებს და შედეგს ხედავს, იმაზე იწყებს ფიქრს, შემდეგი რა გაიკეთოს.
როცა მოვკვდები და დამკრძალავენ, დავიბარებ რომ პანაშვიდებზე კუბო ახდილი დატოვონ, რათა ყველამ დამინახოს. ამ დროს მინდა 18 წლის გოგოსავით გამოვიყურებოდე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოვიყურებოდე, როცა გარეთ გავდივარ.

სარა ამ მხრივ მარტო ნამდვილად არაა, ბრიტანეთში ათიდან 9 ქალი უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით. აქედან ნახევარი ოპერაციებს მიმართავს. ადამიანმა უმეტესობა კი თვლის, რომ თუ ლამაზი ხარ, კარგად გამოიყურები.. ესეიგი მეტ წარმატებას მიაღწევ.
რა გამოდის აქედან? თუ ლამაზი არ ხარ, ესეიგი ფასი არ გაქვს?!
დღესდღეობით უამრავი ადამიანი იბადება სხვადასხვა დაავადებით, ათასგვარი სიმახინჯით.. რას გრძნობენ ეს ადამიანები სილამაზის მოთხოვნილებით შეპყრობილ სამყაროში?

სუზან კემპბელ დანქენი – 46 წლის ქალბატონი ედინბურგიდან. მას 4 თვის ასაკში სარკომა გამოეზარდა ლოყაზე.
ბრიტანეთში ყოველწლიურად სარკომას დაახლოებით 2000 შემთხვევა ფიქსირდება, იგი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილას გამოიზარდოს. ოპერაცია მისი აღკვეთის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. სარკომას დიდი ზომის შემთხვევაში პაციენტს ხშირად რადიოთერაპიას უკეთებენ, რომ ცოტა შეამცირონ და უფრო ადვილად მოკვეთონ სიმსივნე. გაუკეთეს რადიოთერაპია,რამაც რასაკვირველია ბევრ რამეზე იმოქმედა, მარცხენა თვალით დაბრმავდა ბავშვი, ასევე დააკლდა სმენაც. მოჰკვეთეს სიმსივნე. სუზანს დაახლოებით 60 ოპერაციის გაკეთება მოუხდა, რათა სიცარიელე ამოევსოთ, ამისთვის კი მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან აიღეს ხორცი. იგი ხშირად ხუმრობს ხოლმე, ჩემს ლოყას როცა ვეხები, არც კი ვიცი სინამდვილეში სხეულის რომელ ნაწილს ვეხებიო.

,,ექიმები მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ ჩემთვის რადიოთერაპია უნდა გაეკეთებინათ. და შემდგომ მოეჭრათ სიმსივნის ადგილი. ამის შედეგი ის გახლდათ,რომ სახეზე სიცარიელე (ხვრელი) დამრჩა.
როდესაც გარეთ გავდივარ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, იმდენად ბევრი, სხვადასხვა რეაქცია მხვდება ჩემს მიმართ. ზოგიერთი იღიმება- რაც კარგია, ზოგიერთი მაშტერდება, ზოგი დამცინის. ისინი ვერ აანალიზებენ, თუ რამდენად ძნელია ამის ატანა.
მე სულაც არ ვაპირებ სახეზე რაიმე ავიფარო და ისე ვიარო, იმისთვის რომ ისინი, ის ხალხი ბედნიერები იყვნენ.
მე ხშირად ვნატრობ,რომ ადამიანებმა უფრო მეტად იმას მიაქციონ ყურადღება თუ ვინ ვართ სინამდვილეში და არა იმას, როგორ გამოვიყურებით. მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მეტი, მნიშვნელოვანი საფიქრალი გვაქვს ყოველდღიურად, ვიდრე გარეგნობაზე განუწყვეტელი ფიქრი და კამათია.

ეს ორი ადამიანი ერთ-ერთმა ბრიტანულმა შოუმ ერთმანეთს შეახვედრა. მათ ერთი კვირა ერთად უნდა იცხოვრონ, რა მოხდება, რაზე იდავებენ და რაზე შეთანხმდებიან ამას ქვემოთ ვიხილავთ. უნდა ითქვას ისიც, რომ სარამ იცოდა მხოლოდ ის, რომ მისგან განსხვავებული აზრების მქონე ქალთან მოუწევდა შეხვედრა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ამ ქალს რაიმე სიმახინჯე ექნებოდა სახეზე.

შეხვედრა შედგა, სარა თბილად შეეგება სუზანს.

სარა: არც კი ვიცი, რა ვთქვა. მე უფრო მისმა სიმაღლემ გამაკვირვა. (სუზანი ძალიან დაბალია. ავტ.შენ.) მის შეხედვაზე რაც გავიფიქრე, იყოს ის, რომ მეგონა ეს ქალი ცირკიდან ხომ არაათქო, რადგან ის ისეთი პაწაწინაა. არა,არ ვამბობ რომ უპატივცემულობას გამოვხატავ მის მიმართ,როცა ვამბობ პაწაწინაათქო.

სადილზე სუზანმა სარას გული გადაუშალა და თავის ოპერაციაზე მოუყვა მცირეოდენი.

სუზანი: ექიმმა მითხრა, რომ შეეძლო უფრო ესთეტიურად გაეკეთებინა ყველაფერი, უფრო ლამაზად რომ მქონოდა სახე, ან მეორე ვარიანტი- უფრო ფუნქციონალურად, ანუ საშუალება მექნებოდა, უფრო უკეთ გამომეყენებინა სახე. (ამაში შედის ლაპარაკი,სუნთქვა და ა.შ.) მე ავირჩიე ფუნქცია.. რადგან არაფერია იმაზე ცუდი,როდესაც ნორმალურად ჭამა და სმა არ შეგიძლია.
ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გარეგნობით.

სუზანს მოუწია იმის შესწავლა, თუ სად და რატომ დაბრძანდება ხოლმე სარა ყოველდღიურად. ისინი იმყოფებოდნენ სილამაზის სალონში. თურმე სუზანს არასოდეს მოსვლია თავში აზრად, შეევლო ამგვარ დაწესებულებაში. ასევე წავიდნენ ფოტოსესიაზე, გადაიღეს სურათები. წავიდნენ ბარში ფართიზე, ცოტა დალიეს და ისაუბრეს.

სუზანი: მე ვთვლი,რომ სარა ჯერ კიდევ ვერ იგებს რას ნიშნავს სიმახინჯით ცხოვრება. ის ხვდება, მაგრამ ვერ იგებს, ის აცდენილია გზას. შესაძლოა ცოტა ხნით ჩემი გზით სიარული სჭირდება.

სარა: შესაძლოა ბევრს არ აინტერესებს როგორ გამოიყურება, არ ადარდებს ნაოჭები ექნება თუ არა, მაგრამ უხეში რეალობა არის ის, რომ საზოგადოებას არ სურს უყუროს მახინჯ ადამიანებს. ამიტომაც მივმართავ კოსმეტიკას, ამიტომაც ვიკეთებ ოპერაციებს.

სუზანი: მე მგონი შენ მწარედ ცდები სარა, ჩემნაირი ადამიანისთვის პლასტიკური ოპერაცია არაფრისმომცემია. მე არ მჭირდება მეტი ოპერაცია, აღარ მინდა მეტი იმპლანტი, არც ინექციები მინდა, ან სხვა რამე ამის მსგავსი. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით,ვინც ამჟამად ვარ და როგორიც ვარ. გარეგნობა ყველაფერს არ ნიშნავს, ამას მე ვამტკიცებ იმ ფაქტით,რომ აი ასეთი ვარ და ბედნიერი ვარ.

მგონი სარაც ისეთივე გაკვირვებული დარჩა ამ პასუხით, როგორც მე. ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება იმაში,რომ სუზანი თავისი გარეგნობით ბედნიერია. მე ამას ბედნიერებას კი არა, უფრო შეგუებას დავარქმევდი. სხვა გზა რომ არ გაქვს, ცხადია ცდილობ ამას შეეგუო და თავი დაარწმუნო, რომ ასეც კარგად ხარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს ბედნიერებას.


სარა შეეცადა,რომ თავისი მდგომარეობა სუზანის ყოფისთვის დაეკავშირებინა და განაცხადა, რომ მას ეძახდნენ ბებერს, მსუქანს, უშნოს, გონჯს, იმიტომ რომ მას ამდენი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და საზოგადოება გარკვეულწილად რიყავს მას, როგორც სუზანს.

ფილმის ეს ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, იმდენა ემოციური იყო,რომ ჟრუანტელმა დამიარა. ამ ეპიზოს მივაგენი საბენიეროდ, და ხელმისაწვომია საქართველოსთვის. მთელ ფილმს კი სამწუხაროდ ვერ უყურებთ (მხოლოდ ბრიტანეთში მცხოვრებლებს შეგიძლიათ ნახვა)

ესაა ეპიზოდის ლინკი და აუცილებლად იხილეთ
http://www.youtube.com/watch?v=3FHxRE0UoHI

სუზანი: მემგონი შენ ვერ ხვდები ჩემი პრობლემის ხარისხს. ვწუხვარ,რომ არ შეგიძლია ცოტა ხნით მოწყდე შენს სამყაროს და მიმოიხეო ირგვლივ, დაინახო, როგორია სხვების ცხოვრება. მე ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, არ მაინტერესებს თუ შენ გწყინს, მე გაბრაზებული ვარ. იმიტომ რომ, ზოგიერთმა შენმა ნათქვამმა გული მატკინა. შენ ლაპარაკობდი, ადამიანებს არ უნდათ მახინჯები იყვნენო… იცი რა, უკაცრავად, მაგრამ მე მახინჯი არ ვარ. გადამეტებული აქცენტი კეთდება სილამაზეზე, რომ ამას შეეფარდება ცხოვრებისეული წარმატება. მე კი, უნდა ვთქვა, რომ ძალიანაც წარმატებული ვარ, იმის მიუხედავად, რომ სიმახინჯე მაქვს.
სარა: ეს რეალობაა, რატომ არ უნდათ ადამიანებს თვალი გაუსწორონ ამას.
სუზანი: იმიტომ, რომ ასე არაა. მე არჩევანი არ მქონდა. 4 თვისას კიბო მქონდა, ან ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და დარჩენილი ,,სიმახინჯით” მეცხოვრა, ან უნდა მოვმკვდარიყავი. შემდეგ რაც ხდება, ალბათ ნახეთ ვიდეოში..

    1. მინდა,რომ აქ შევწყვიტო თხრობა და საფიქრალი დაგიტოვოთ. რომელი მხარეა მართალი და რატომ ფასდება დღევანდელობაში ადამიანის გარეგნობა ამხელა ფასად, რატომ არიან ,,მახინჯი” ადამიანები გარიყულები და რატომაა სილამაზე წარმატების ნიშანი.
      ბევრი რატომ დაგროვდა, მაგრამ თუ პასუხებს გაცემთ და თქვენს თავში გააქრობთ ამ კითხვებს, აუცილებლად შემეხმიანეთ.
  • ეს კი პატარა გამოკითხვა დღევანდელ თემაზე

    …………………………………………………………………………………………………………………..

    თეგები

    მსგავსი ამბები

    Close
    Close