არქივი

პარანორმალური მოვლენები – ადამიანი მოჩვენება.

d957646c8847

დაგინახავთ ოდესმე ადამიანი მოჩვენება? რაიმე ჩრდილოვანი ფიგურა გაჩენილა თქვენს ახლოს? თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა არ შეშინდეთ, თქვენ მარტო არა ხართ.

მილიონობით ადამიანი ყოფილა და არის ამ ფენომენის მომსწრე, რომელსაც მოჩვენებებს უწოდებენ. ზოგი უბრალოდ მხრებს იჩეჩავს ამ საკითხზე და ამბობს, რომ ეს წარმოსახვის ნაყოფია და მეტი არაფერი. სხვებს კი სჯერათ, რომ დაინახეს ადამიანის მსგავსი აჩრდილი იმ ადგილზე, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყვნენ. ხშირ შემთხვევაში მოჩვენებებს ის ადამიანები ხედავენ, რომლებიც საშინელი მარტოობით იტანჯებიან.

მოკლედ, ზუსტად რა ან ვინ არიან მოჩვენებები? მსგავსი რაიმე სულის ან აჩრდილის? სტუმრები სხვა განზომილებიდან თუ არაფერი მეტი ვიდრე ერთი ნაწილი ჩვენი ფანტაზიისა? ასეა თუ ისე მოჩვენებები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზებუნებრივ მოვლენას წარმოადგენენ.

2e8d483a947a

ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად ადამიანი მოჩვენება არის სული განსაკუთრებულდ ძლიერი ენერგიით, რომელსაც ერთგვარი სფეროს, ბირთვის ფორმა აქვს. ფირზე აღბეჭდილი მათი გამოსახულებებიც ამას ადასტურებს. არსებითად ეს თეორია ხსნის, რომ მოჩვენების ენრგიის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა ფირი აფიქსირებს მას და ძლიერი ენერგიის მქონე სფეროს შედეგად ნათელ გამოსახულებად ჩნდებიან.

სხვა თეორია გვიხსნის, რომ მოჩვენების დანახვისას ადამიანი წამიერად სხვა განზომილებაში გადადის. სავარაუდოდ ეს განზომილება კარგად არის შერწყმული ჩვენს სამყაროსთან . თუკი ასეა, ამ შემთხვევაში შეუძლიათ მათ ჩვენ დაგვინახონ? ჩვენც ვჩნდებით და ვქრებით მათთვის, როგორც მოჩვენებები? პარანორმალური მოვლენების ბევრი მკვლევარი ცდილობს გაიგოს უფრო მეტი ამ საკითხის გარშემო, თუმცა სამწუხაროდ არაფერია ხელჩასაჭიდი, რითიც შეიძლება ეს თეორია დასაბუთდეს.

770d18490134

როდესაც საქმე მოჩვენებებს ეხება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ და რაიმე თეორიები ჩამოვაყალიბოთ. შეიძლება ყველა ეს ახსნა სწორია ან სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს. შეიძლება ამ მოვლენას არც აქვს ახსნა. ისინი ძირითადად ადამიანის კონტურის სახით გვევლინება, მაგრამ ისევე სწრაფად უჩინარდებიან, როგორც ჩნდებიან . გამომდინარე აქედან ვერავინ ასწრებს მათზე დაკვირვებასა და შესწავლას. ერთადერთი დადებითი რაც მოჩვენებეზე შეიძლება ითქვას ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში არ ერჩიან ადამიანს, თუმცა საპირისპიროც არაერთხელ მომხდარა. მათი ნახვა შიშს იწვევს, უსუსურების, უძლურების შეგრძნებას ტოვებს. უბრალო მოკვდავებს კი შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ მოჩვენებები ადამიანის არაკეთილმოსურნეების სიაში არ შედიან.

b860789b8070

Natia Bregadze | Create Your Badge
100000717141612.1836.1563097902

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button