საკითხავისურათები

ზღვის დრაკონი


ფოთლოვანი ზღვის დრაკონი – ერთ ერთი ყველაზე ლამაზი წარმომადგენელი თევზების ოჯახიდან. ბინადრობენ სამხრეთ და დასავლეთ ავსტრალიის სანაპირო ზოლში.
ზღვის დრაკონის ტანს, მომწვანო-მოოქროსფრო ელფერი დაკრავს. იგი დაფარულია ფოთლების მსგავსი გამონაზარდებით, რომლებიც შესანიშნავად ნიღბავენ მას.

ისინი ძალიან გვანან ზღვის თევზებს თუმცა მათზე გაცილებით დიდები იზრდებიან. ცოცხლობენ 8-10 წელს. მათ შეუძლიათ შეიცვალონ ფერი, მაგრამ ეს დამოკიდებულია მათ ასაკზე. იკვებებიან ლიფსიტებითა და წყალმცენარეებით.
ზღვის დრაკონებს აქვთ გრძელი დინგები და თხელი კუდები. მათი რაოდენობა იმდენად მცირეა რომ 1990 წელს ავსტრალიის მთავრობამ მათზე სრული დაცვა დააწესა. წყლის დაბინძურების გამო ისინი გადაშენების პირას იმყოფებიან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close